понедельник, 5 июня 2023 г.

«დადებითი შედეგის მომტანი განსაცდელები»

 


(სტატია დაწერილი იქნა 2014 წელს. მას მერე რუსეთში ბევრი რამე შეიცვალა [სამწუხაროდ უარესობისკენ])


«მოწამეთა სისხლი – ეს ქრისტიანობის თესლია» (ტერტულიანე)



რამე მოულოდნელი?

უამრავი დადებითი მომენტი!

მოწმეებისთვის ქადაგების აკრძალვა - შეუძლებელი საქმეა!

დრო მოწმეებზე მუშაობს...

ძალა - სიმართლეშია!

დევნების მორიგი უაზრობა

დამატებითი ყურადღების მიპყრობა 

შესანიშნავი შეჯანჯღარება არააქტიურებისთვის

დასკვნა


   რუსეთი ქრისტიანებისადმი მოპყრობის ახალ ფაზაში შევიდა. სამწუხაროდ, თავისი რეპუტაციისთვის არასახარბიელო ფაზაში, იმიტომ რომ მორწმუნეების იმის გამო დევნა, რომ მათ ისე არ სწამთ «როგორც მიღებულია» ძალიან სუსტად გამოხატავს მდევნელების ქრისტიანული პრინციპებისადმი ერთგულებას; ეს ალბათ უფრო ნერონის დროის ცნობილი პრაქტიკისადმი ერთგულებაა.

   

 

რამე მოულოდნელი?

 

 

  არავინ უწყის, თუ რა შედეგს გამოიღებს იეჰოვას მოწმეებისთვის, ჩინოვნიკების ასეთი თავნებობა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თანამდებობის პირები თუ დაფიქრდებოდნენ ცხოვრების რეალიებზე და საკუთარ ძალებს გაცილებით კეთილშობილური საქმეებისკენ მიმართავდნენ და არა სრულიად რუსეთის მაშტაბით მორიგ «კუდიანებზე ნადირობისკენ». მინდა იმედი ვიქონიო, რომ დიდი ჩინოვნიკები ერთხელაც იტყვიან: «უი, შეცდომა მოგვივიდა! სხვებში შეგვეშალეთ. აგერ თქვენ თქვენი ლიტერატურა. ბოდიში, თუ რამე გაწყენინეთ!». მინდა საქადაგებლად წავიდე და იმაზე არ ვფიქრობდე, ნეტა საათნახევრის შემდეგ სახლში თუ დავბრუნდები, თუ გამალებული ჰაერის ერთ ჩასუნთქვას დავუწყებ ძებნას თავზე ჩამოცმული აირწინაღის გამო. მინდა იმ გამამხნევებელ აზრებზე ფიქრი შემეძლოს, რომლებსაც მშვიდად ჩატარებულ ქრისტიანულ კრებაზე მოვისმენ, და არა იმაზე, თუ როგორ ავუხსნა დაკითხვაზე მილიციონერს, რომ «ექსტრემისტი» არ ვარ. მინდა რომ… ეჰ, ბევრი რამე მინდა!

 

  თუმცა იესომ თავის მოწაფეებს რატომღაც ყველაზე დადებითი პერსპექტივები როდი დაუხატა: «თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან» (იოანე 15:20). «სასამართლოებს გადაგცემენ და სინაგოგებში გაგშოლტავენ, წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, რაც მათთან და უცხოტომელებთან ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ» (მათე 13:9). «მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო» (მათე 24:9). 
 

  ასევე პავლემაც საკმაოდ გასაგებად თქვა, რომ «ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება» (2 ტიმოთე 3:12).

 

  ასეთი სიტყვების შემდეგ ხვდები, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. არც ვარდის ფურცლებით მოფენილი ბილიკი იქნება, რომელიც პირდაპირ ახალ ქვეყნიერებამდე მიგვიყვანს, არც სასიამოვნო თბილი ნიავი და არც გარშემომყოფი ქვეყნიერების აპლოდისმენტები. თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. მაგრამ არ იქნება!

 

  მთელ ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი რამაა ნათელი: მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად არასასიამოვნოა, რუსეთში მიმდინარე ქრისტიანი იეჰოვას მოწმეების დევნა ღვთისთვის რაიმე მოულოდნელს არ წარმოადგენს! შესაბამისად, ის არც ჩვენთვის უნდა წარმოადგენდეს რაიმე უცნაურს. გარდა ამისა, ამ ყველაფერს სიხარულით უნდა ვუყუროთ! განა განსაცდელების ასეთი სახით მიღებას არ მოელის ღმერთი თავისი მსახურებისგან?

 

  «ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ» (მათე 5:10-12).

 

  «საყვარელნო, მძიმე განსაცდელები საგონებელში ნუ გაგდებთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს თავს უცნაური რამ ხდება. პირიქით, გიხაროდეთ, რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ, რათა მაშინაც გაიხაროთ, როცა მისი დიდება გამოცხადდება. თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული... თუ ქრისტიანობის გამო გიწევთ ტანჯვა, კი არ შეგრცხვეთ, არამედ როგორც ღვთის სახელის მატარებლებმა, კვლავაც განადიდეთ ღმერთი» (1 პეტრე 4:12-16).

 

  «მართალია, ეს დიდად გახარებთ, მაგრამ განსაცდელების გამო ცოტა ხნით დამწუხრება მოგიწევთ, რათა ასე გამონაცადი რწმენის წყალობით,+ რაც ბევრად ძვირფასია ცეცხლში გამობრძმედილ ოქროზე, რომელიც მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის ღირსად ჩაითვალოთ იესო ქრისტეს გამოცხადებისას» (1 პეტრე 1:6-7).

 

  რა თქმა უნდა, ღმერთი არ დგას მორწმუნე ადამიანების შევიწროვების უკან, ის არ არის ამ ყველაფრის ინიციატორი. თუმცა ღმერთი, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნიერების წინააღმდეგობას თავად ქრისტიანების რწმენის სასარგებლოდ აბრუნებს. და გააგრძელებს კიდეც ამის კეთებას, «რათა თავმდაბლობა ესწავლებინა თქვენთვის და გამოეცადეთ თქვენსავე საკეთილდღეოდ», «რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ» (კანონი 8:16; იაკობი 1:2-3; შეადარეთ მათე 24:13; 2 კორინთელები 4:17). ეს როგორც ადრე იყო ასე, ისე იქნება დღესაც.

 

 

  აქვს თუ არა ასეთ განსაცდელებს რაიმე სარგებელი მოწმეებისთვის? თუ დიახ, მაშინ რა და რატომ? და იმოქმედებს თუ არა ჩინოვნიკების მხრიდან შევიწროვება იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე?

  თავს ნებას მივცემ ჩემი პირადი მოსაზრებები გადმოვცე ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

უამრავი დადებითი მომენტი!

 

 

  უცნობია, რა დონემდე გამკაცრდება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული სანქციები. თუმცა მოდით მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტი წარმოვიდგინოთ. დავუშვათ, რომ ხელისუფლება ამ ქრისტიანებს საბოლოოდ გადაიყვანს «ხალხის მტრების» რანგში აქედან გამომდინარე ყველა შედეგებითურთ: ნებისმიერი რელიგიური ღონისძიებების ჩატარების ტოტალური აკრძალვა, ქადაგების აკრძალვა, ბიბლიური პუბლიკაციების ქვეყანაში შეტანის, შენახვისა და გავრცელების აკრძალვა, ორგანიზაციის იმ წევრების დაპატიმრება, რომლებიც აგრძელებენ თავისი რწმენის მიყოლასდა ასე შემდეგ

 

  შეკითხვა პირველი: იპოვიან თუ არა მოწმეები ამ ყველაფერში დადებით მომენტებს? ყოველ ეჭვგარეშე! მათთვის ეს შესანიშნავი სკოლა და ღვთისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულების შემოწმება იქნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, თანამედროვე რუსი მოწმეებისთვის ეს ძალიან დროულიც კი იქნებოდა. პუბლიკაციებში ძალიან ბევრს ვკითხულობთ იმ სასტიკი დევნების შესახებ, რომელსაც ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმი აწარმოებდა ქრისტიანების წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ ხანდაზმული ძმების ინტერვიუებს, რომლებმაც მრავალი წლები გაატარეს ციხეებსა და ბანაკებში იმის გამო, რომ ერთგული იეჰოვას მოწმეები რჩებოდნენ. ყველა ეს მაგალითი, ეჭვგარეშეა, ძალიან გვიმყარებს რწმენას.

  მაგრამ მეორეს მხრივ, მრავალი ახალი ქრისტიანისთვის საბჭოთა წლებში ძმების შევიწროვების ისტორიები, ალბათ უფრო, რომელიღაც სხვა, საუკუნეებში გადაკარგული ცხოვრების ფრაგმენტებს ჰგავს. და ამაში უჩვეულო არაფერია. ჩვენი დიდი უმრავლესობა ჭეშმარიტებაში გაცილებით გვიან, «ხელსაყრელ წლებში» მოვიდა. ჩვენ, ფაქტობრივად, სასათბურე პირობებში გავიზარდეთ და არ ვიცით, რა არის ნამდვილი დევნა და ოფიციალური აკრძალვა. ძალიან ადვილია გწამდეს, როდესაც შენს გარშემო მეტნაკლებად მშვიდი გარემოა; როდესაც, მშვიდად მიდიხარ კრების შეხვედრაზე და არ მოელი, რომ იქ შენი და შენი თანამორწმუნეების წინააღმდეგ მილიცია “ობლავის” ორგანიზებას მოახდენს. პავლეს სიტყვები «ცოდვას კი ებრძვით, მაგრამ ჯერ თქვენი სისხლი არ დაღვრილა ამისთვის» ძალიან აქტუალურია მრავალი ჩვენთაგანისთვის (ებრაელები 12:4).

 

  რა თქმა უნდა, არავის უნდა საკუთარი თავისთვის ბოროტება და უბედურება. ცხოვრება და სიცოცხლით გახარება – «ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია» (ეკლესიასტე 5:18-20). მაგრამ სიტუაცია თუ მაინც რწმენის მკაცრი გამოცდის მხარეს განვითარდება, მაშინ ქრისტიანი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც დადებითი მომენტების ძიებას შეეცდება (იაკობი 1:2-3). განსაცდელები სასიკეთოდ მოემსახურება სასარგებლო გამოცდილების შეძენას და ამავდროულად ქრისტიანების შესანიშნავ სულიერ წრთობას შეუწყობს ხელს. სირთულეებში ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს; მან საკუთარ რწმენაში და პიროვნებაში შეიძლება ის პრობლემები აღმოაჩინოს, რომელთა აღმოჩენასაც შესაძლოა ჩვეულებრივ სიტუაციაში ვერასოდეს შეძლებდა. როგორ არ გავიხსენოთ აქ მოციქული პეტრეს თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც იესოსადმი ასე ძლიერ ერთგული იყო მისი დაპატიმრების მომენტში და მოულოდნელად სულმოკლეობა დაუშვა იმავე საღამოს, როდესაც გამოცდის წინაშე აღმოჩნდა? (მათე 26:31-35, 69-75). განსაცდელები პეტრეს საკუთარი სისუსტეების გაცნობიერებაში და საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობის ჩატარებაში დაეხმარა.

 

  განსაცდელები ჩვენს დროშიც იგივე მიზანს მოემსახურება და ათასობით მოწმეს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი სიმტკიცისა და ღვთისადმი ერთგულების შეძენაში. თუმცა სადაო საკითხი საერთო ჯამში მოგვარებულია, თითოეულ ჩვენთაგანთან მიმართებით ის ჯერ კიდევ ღია რჩება. თითოეულმა ქრისტიანმა პირადად უნდა დაამტკიცოს ქრისტეს სწავლებისადმი ერთგულება, ამა თუ იმ განსაცდელების წინაშე ერთგულების შენარჩუნებით. ან როგორ შევძლებდით იეჰოვასთვის გამოცდილი რწმენის წარდგენას, თუ სხვა ადამიანები ჩვენთვის სირთულეების შექმნას არ შეეცდებოდნენ?

 

  სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ განსაცდელები ქრისტიანული ორგანიზაციის გაწმენდის საქმეს მოემსახურება. ამ ყველაფრით მათი რწმენა გამოიცდება, ვინც ორგანიზაციაში იმყოფება, იმ ადამიანების ნამდვილი მოტოვები გაშიშვლდება, რომლებიც ორგანიზაციაში, ასე ვთქვათ, შემთხვევით მოვიდნენ, რადგან კაცობრიობის საქმეებში ღვთის ახლო მომავალში ჩარევას იმედოვნებდნენ ან რაიმე სხვა პირადი მიზნები გააჩნდათ.

  იმის შესაძლებლობა გაჩნდება, რომ მორჩილება, თავმდაბლობა და კრების პასუხისმგებელ ძმებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოვავლინოთ. შესაძლოა, ვინმეს ასეთმა სიტუაციამ პუნქტუალურობა ასწავლოს. სხვებს კაცთმოშიშებასთან ბრძოლაში ან საკუთარი პიროვნების სხვა სუსტ მხარეებთან ბრძოლაში დაემხაროს. განსაცდელები თუ ვინმეს სირცხვილის გრძნობას აღუძრავს, რა თქმა უნდა, ეს ისინი არ არიან, ვინც წნეხის ქვეშ აგრძელებენ იეჰოვას და მისი ქრისტეს მხარეზე დგომას, ეს ისინი არიან, ვინც ადამიანების შიშის გამო ქვეყნიერების თვალსაზრისის შესაბამისად იხრიან ქედს.

 

 

მოწმეებისთვის ქადაგების აკრძალვა - შეუძლებელი საქმეა!

 

  მეორე შეკითხვა: რას შეცვლის დევნა იეჰოვას მოწმეების საორგანიზაციო საქმიანობაში? კერძოდ, არაფერს. თანაც ეს ყველა მათგანს ესმის, ვინც სულ ოდნავ მაინც იცნობს მოწმეებს.

 

  რეალურად ვიმსჯელოთ. იეჰოვას მოწმეების სტრუქტურა და საქმიანობა ბიბლიურ პრინციპებზეა დაფუძნებული და არა რაიმე ფორმალურ საორგანიზაციო წესდებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგეებისთვის საკმაოდ იოლი იქნებოდა ორგანიზაციის არსებობის ჩვეული ხილული ფორმების მოსპობა, მაგალითად, კრების შეხვედრების ჩატარებისა და საკუთარი სამლოცველო სახლების ფლობის აკრძალვით. თუმცა ასეთი ილეთი იეჰოვას მოწმეების შემთხვევაში ვერ გაჭრის. კარგი, წაართმევენ მოწმეებს სამეფო დარბაზებს და რა? ისინი თავის ბინებში შეიკრიბებიან.

 

  კონგრესების ჩასატარებლად დიდი დარბაზების დაქირავების შესაძლებლობას არ მისცემენ? მოწმეები როგორც ძველ დროს «დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლებს» მოაწყობენ და მაინც ჩაატარებენ თავის კონგრესებს, თანაც იმ ფინანსებსაც დაზოგავენ, რომელსაც სხვა შემთხვევაში დარბაზების ქირაში დახარჯავდნენ. ასეა თუ ისე მოწმეები «არ მოიშლიან ერთად შეკრებას» (ებრაელები 10:25).

 

  ჟურნალების გავრცელებას აკრძალავენ? კი ბატონო, საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო მაგრამ მათ მაინც ავრცელებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჟურნალების გარეშეც შეიძლება ქადაგება, მხოლოდ ბიბლიითაქაც არის სარგებელი ქადაგების ჩვევები კიდევ უფრო დაიხვეწება.

 

  «ახალი ქვეყნიერების თარგმანით» ქადაგებას აკრძალავენ? ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემით ვიქადაგებთ. რა მნიშვნელობა აქვს?! ათწლეულების განმავლობაში ხომ ვმსახურობდით საპატრიარქოს გამოცემით და არც მაშინ გვქონდა ცუდი შედეგები! და ისევ, თუ საჭირო გახდება, შიშველი ხელებითაც ვიქადაგებთ, რადგან იესომ ხომ მოგვცა პრინციპი: «რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული» (მარკოზი 13:11).

 

  ბოლოს და ბოლოს, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩინოვნიკებმა იეჰოვას მოწმეების ყველა რელიგიური თემის იურიდიულ ლიკვიდაციას მიაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე, ეს გარემოებაც კი ვერ შეუშლის ხელს სამქადაგებლო საქმიანობის განხორციელების ქრისტიანების კანონიერ უფლებას. იურიდიული პირის ლიკვიდაცია არ აუქმებს კონსტიტუციის იმ ნორმებს, რომელთა თანახმადაც თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, სხვებთან ერთად ნებისმიერი რელიგია გაიზიაროს.

  ზუსტად ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება ამჯერად უკვე იეჰოვას მოწმეების დახურული რელიგიური ორგანიზაცია "ტაგანროგის" წარმომადგენელმა ნიკიტა აბრამოვმა. როსტოვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან თქვა: «სასამართლოს გადაწყვეტილება თუ ისეთივე დარჩება, როგორც ის ამჟამადაა, მაშინ, მართლაც, რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა ვეღარ გაგრძელდება, ეს შეუძლებელიცაა. იურიდიული პირის მხრიდან არანაირ ქმედებებს აღარ ექნება ადგილი, იმიტომ რომ ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და, ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას შევასრულებთ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კონსტიტუცია თითოეულ ადამიანს სინდისისა და რწმენის თავისუფლების გარანტიას აძლევს. რწმენის პირადი, კერძო სახით ან ჯგუფურად გავრცელების უფლება მოწმეებისთვის არავის წაურთმევია, ეს მათი სინდისის გადასაწყვეტი იქნება. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ» ("Дон-ТР").

 

  იეჰოვას მოწმეებისთვის ქადაგების საერთოდ აკრძალვა - შეუძლებელია. და ეს უბრალო პათოსური სიტყვები როდია. ამ ქრისტიანების ისტორია სავსეა ამის თვალსაჩინო მაგალითებით. გინდა საბჭოთა კავშირში, გინდა ჰიტლერის დროინდელ გერმანიაში, გინდა ტოტალიტარული მმართველობის მქონე სხვა ქვეყნებში, იეჰოვას მოწმეები, აკრძალვების, თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობის მიუხედავად, მაინც ამოწმებდნენ თავისი მრწამსის შესახებ. ზუსტად ამიტომაც ჰქვიათ მოწმეები! როგორც ჟურნალისტმა მიხეილ გორუშნიმ აღნიშნა, «ნებისმიერი მოწმე აუცილებლად თავისი რწმენის მქადაგებელია». და როგორც არ უნდა სურდეს ჩინოვნიკთა აპარატს, ქრისტიანებისთვის გაჩუმების იძულება მხოლოდ მათთვის პირზე “სკოჩის” აკვრითაა შესაძლებელი.

 

 

დრო მოწმეებზე მუშაობს...

 

  თუ საბჭოთა კავშირში აკრძალვის მრავალწლიანმა პერიოდმა არ მოიტანა სასურველი შედეგი, მაშინ, მით უმეტეს, ვერ მიაღწევენ თავის მიზნებს იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეები თანამედროვე დროში. რატომ შეიძლება ამის თქმა? ამის მრავალი საკმაოდ ობიექტური მიზეზი არსებობს.

 

  პირველ რიგში, ის უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების ოფიციალური დევნის დაწყებისას (1940-იანების ბოლო – 1950-იანი წლების დასაწყისი) თავად რუსეთის ტერიტორიაზე ამ ქრისტიანების რიცხვი საკმაოდ მცირე იყო. მათი უმრავლესობა აქ ქვეყნის დასავლეთი ტერიტორიებიდან უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან მოწმეების სტალინური დეპორტაციის შედეგად აღმოჩნდნენ. 1951 წელს, იეჰოვას მოწმეების 5 000-ზე მეტი ოჯახი იქნა ეშელონებით გადასახლებული სსრკ-ს დასავლეთი რესპუბლიკებიდან ირკუტსკისა და ტომსკის ოლქებში შენიშვნით "სამუდამოდ". ფაქტიურად, ხელისუფლებამ რომელმაც ანტიქრისტიანული დევნები დაიწყო, ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა, თავადვე განახორციელა იეჰოვას მოწმეების იმ ადგილებში უფასო გადასახლება, სადაც სასიხარულო ცნობის ქადაგების მოთხოვნილება არსებობდა. ის, რასაც ხელისუფლებამ გადასახლება დაარქვა, იეჰოვამ იმის შესანიშნავ შესაძლებლობად გამოიყენა, რათა სამქადაგებლო საქმიანობა გაფართოვებულიყო და  ახალი ქრისტიანული კრებები და ჯგუფები ჩამოყალიბებულიყო. და შესაბამისად, ეს იქნა კიდეც მიღწეული. შედეგად მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის შორეულ ტერიტორიებზეც კი გაჩნდნენ იეჰოვას მოწმეები.

 

  ამ ყველაფრიდან გამომდინარე საგულისხმო ფაქტია, რომ სახემწიფო უშიშროების მინისტრი აბაკუმოვის მიერ სტალინისთვის წარდგენილ მოხსენებას "იეგოვისტების ანტისაბჭოური სექტის მონაწილეებისგადასახლების აუცილებლობის შესახებ" განმარტება გააჩნდა: "თავისუფლებაზე დარჩენილი სექტანტი-არალეგალები აგრძელებენ ანტისაბჭიურ საქმიანობას და კვლავ ახმარენ ძალისხმევას სექტის გამყარების საქმეს".

 

  საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების რიცხვი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებოდა. თანაც ეს მაშინ, როდესაც მათი ორგანიზაცია ოფიციალურად აკრძალული იყო, თავად მათ კი აპატიმრებდნენ და ციხეებსა და ბანაკებში სვამდნენ! თუმცა ციხეებში, ბანაკებსა და სპეცდასახლებებში მოხვედრის შემდეგ, მოწმეები იქაც იმის კეთებას განაგრძობდნენ, კერძოდ, რისთვისაც ხელისუფლება ასამართლებდა სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ. ამგვარად, ის ადამიანები, ვინც მათ უსმენდა, მათ შეხედულებებს იზიარებდნენ და თვითონაც იეჰოვას მოწმეები ხდებოდნენ. ხოლო თავისუფლებაზე გამსვლის შემდეგ, ისინი თავის მშობლიურ მხარეებს უბრუნდებოდნენ და თავის მხრივ იქ იწყებდნენ ქადაგებას. ბუნებრივია, რომ განსხვავებულ აზროვნებასთან მებრძოლ ყველაზე მძლავრ მანქანასაც კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ აშკარა ფაქტის წინააღმდეგ.

 

  როგორც ჩანს, ამის გაცნობიერების შემდეგ, ხრუშჩოვის დროს ხელისუფლების მიერ მოწმეების მიერ განხორციელებული ქადაგების წინააღმდეგ ცოტა განსხვავებული მეთოდიკა იქნა გამოყენებული. ამჯერად ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი იეჰოვას მოწმეებისთვის სპეციალური ბანაკების ორგანიზაციის მიზნით, რომლებშიც მხოლოდ მათ ათავსებდნენ, რათა სხვა ადამიანებთან მათი კონტაქტი აღეკვეთათ. მაგრამ, რაც სრულიად კანონზომიერია, ამ იდეამ არ გაამართლა და, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ მასზე უარი თქვა. ამ ყველაფრის შედეგად, თითქმის 40-წლიანი დევნების შემდეგ იმ აშკარა ფაქტის დანახვა იყო შესაძლებელი, რომ ხელისუფლების მცდელობებმა, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ იეჰოვას მოწმეები გაესრისათ, არა თუ მცირედი შედეგიც ვერ გამოიღო, არამედ, პირიქით, ჩინოვნიკების სრული მარცხი გამომჟღავნდა ამ სულიერ დაპირისპირებაში: საბჭოთა კავშირში მოწმეების რიცხვი ბევრად უფრო მეტი გახდა, ვიდრე ოფიციალური დევნების დაწყებამდე იყო; გარდა ამისა, კარდინალური სახით შეიცვალა იმ ტერიტორიის მაშტაბებიც, რომელიც მათ ქადაგებას ჰქონდა მოცული!

 

  თავის წიგნში პროფესორმა ნ.ს. გორდიენკომ, სანკტ-პეტერბურგის ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელმა, აღწერა, რა შედეგები მოჰქონდა მდევნელების მცდელობებს: «...ისინი მოსალოდნელის სრულიად საპირისპირო შედეგებს აღწევდნენ: სსრკ-ში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შესუსტება სურდათ, სინამდვილეში კი, პირიქით, გააძლიერეს. დასახლებების ახალ ადგილებში, სადაც ამ კონფესიის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ, იეჰოვას მოწმეები თავისი რწმენით და მისადმი ერთგულებით ასნებოვნებდნენადგილობრივ მოსახლეობას».

 

  ეხლა კი წარმოვიდგინოთ, რომ იმ დევნების მსგავსი რამის ორგანიზება მოახდინონ დღესაც. გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ეს რამენაირად მაინც შეუშლის ხელს იეჰოვას მოწმეების ქადაგებას. პირიქით, ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს მათი ქადაგების მნიშვნელობას და რუსეთში მათი რიცხობრივი ზრდის დამატებით სტიმულად იქცევა. ისინი, ვინც ამ «პრობლემის» ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას ფიქრობენ, ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ ერთ სერიოზულ ჭეშმარიტებაზე. არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების საბჭოთა ან ნაციტური დევნების ისტორია, არამედ სრულიად სხვა ქვეყნებისა და სხვა თარიღების მაგალითები იმაზე მეტყველებენ, რომ სახელმწიფო დონის დევნები ვერასოდეს იწვევდა ამ ქრისტიანების განადგურებას, პირიქით, მხოლოდ ხელს უწყობდა მათი ქადაგებისა და რიცხობრივი ზრდის გაძლიერებასასევე იყო მალავიშიც, როდესაც ხელისუფლება მოწმეებს საკუთარი სახლებიდან და დასახლებებიდან ყრიდა, ყველანაირ საზოგადოებრივ უფლებებს ართმევდა, სცემდა და სადისტურად ხოცავდა. ასევე იყო საქართველოშიც, როდესაც ხელისუფლება ღიად უწყობდა ხელს მოწმეების წინააღმდეგ მიმართულ დარბევებს, რომლებსაც რელიგიური ექსტრემისტები ახორციელებდნენ. ასევე იყო სხვა ტერიტორიებზეც, რომლებზეც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემდნენ, იეჰოვას მოწმეების უფლებებს კი განსაკუთრებით. ყველა შემთხვევაში დევნები სრულიად საპირისპირო შედეგებს იწვევდა!

 

  სინდისის თავისუფლების ეროვნული ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი მოზგოვოიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა ეს გარემოება, როდესაც რუსეთში გაძლიერებული იეჰოვას მოწმეების დევნის შესახებ თქვა: «ეს კონფესია დინამიურად ვითარდება. მაგრამ რეპრესიებმა, ჩემი აზრით, პირიქით ამ განვითარებისა და ნეოფიტების ნაკადის ზრდა შეიძლება გააძლიეროს» (კომენტარი Собкор.ru-სთვის, 2009 წლის 21 ივლისი).

 

  კარგი იქნება გავიხსენოთ, რომ ჩინოვნიკების თავნებობა, რომელიც იეჰოვას მოწმეების აკრძალვისკენაა მიმართული, თანამედროვე რუსეთში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან შეინიშნება. 1995-დან 1998 წლამდე მოსკოვის პრიკურატურამ ოთხჯერ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. მათ ბრალად რელიგიური შუღლის გაჩაღება, ოჯახების ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და მოქალაქეთა უფლებების ხელყოფა ედებოდათ. როდესაც გაირკვა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, 1998 წელს მოწმეების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი აღძრეს, რომელშიც ისევ იგივე უსაფუძვლო ბრალდებები იქნა წაყენებული

  1999 წელს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების სათაო ცენტრის ხელახლა რეგისტრაცია მოახდინა, რითაც აღიარა, რომ არც იეჰოვას მოწმეების საქმიანობაში და არც მათ ლიტერატურაში არ არის ისეთი არაფერი, რასაც შეიძლება რელიგიური შუღლი, ოჯახების ნგრევა ან ადამიანის უფლებების დარღვევა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, პროკურორმა კვლავ იგივე ბრალდებები წამოაყენა! საბოლოო ჯამში 2004 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ «ქალაქ მოსკოვის იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის» როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

  მაგრამ შეცვალა თუ არა ამან თუნდაც რაიმე იეჰოვას მოწმეების საქმიანობაში? შეამცირა მათი სამქადაგებლო აქტივობა? მათი რიცხობრივი რაოდენობა თუ შეამცირა? პირიქით! 1998 წლის სექტემბერში, როდესაც იეჰოვას მოწმეების მოსკოვის თემის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პირველი მოსმენები იმართებოდა, მოსკოვში 43 კრება იყო. რვა წლის შემდეგ კრებების რიცხვი 93-მდე გაიზარდა!

  2007 წელს იეჰოვას მოწმეებმა საოლქო კონგრესი ჩაატარეს მოსკოვის «ლუჟნიკის» სტადიონზე, რომელზეც ოდესღაც ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. კონგრესს 29 040 ადამიანი დაესწრო და 655 მოინათლა.

  ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც იეჰოვა დაჰპირდა თავის ხალხს: «შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული» (ესაია 54:17).

 

  2004 წელს იეჰოვას მოწმეების მოსკოვის თემის დახურვის შესახებ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასებისასჟურნალი «Религия и право»-ს მთავარმა რედაქტორმა ანატოლი პჩელინცევმა, სხვათა შორის, აღნიშნა:

  «დამარცხებულმა მხარემ უკვე გაასაჩივრა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასე რომ ახლო მომავალში გადაწყვეტილებას ველით. მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ის მორწმუნეების სასარგებლოდ იქნება. რუსეთის მხარეს ეს წინასწარ უნდა დაენახა, როდესაც იურიდიულად უსაფუძვლო გადაწყვეტილებას იღებდა რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "Открытая. Для всех и каждого", «არ იცი, რა გააკეთო კანონის თანახმად მოიქეცი», 21.02.2010 .).

 

  «საბოლოო ჯამში, ისე არაფერი ეხმარება ჭეშმარიტების გამარჯვებას, როგორც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა» - აღნიშნა ერთხელ უ. ჩენინგმა. იეჰოვას მოწმეებმა ეს ჭეშმარიტება დევნებით მდიდარი თავისი გამოცდილებიდან იციან

 

 

  ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ის გარემოებაც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ 1950-იანი წლების შუა პერიოდისგან განსხვავებით, რუსეთში იეჰოვას მოწმეების რიცხვი არა რამოდენიმე ათასი, არამედ ბევრად მეტია. მათი გათვალისწინებით, ვინც იმ ბიბლიური ჭეშმარიტების მიმართ ღრმა ინტერესს ავლენენ, რომელსაც მოწმეები ქადაგებენ, რუსეთში საუბარი უკვე რამოდენიმე ასეულ ათას ადამიანზე მიდის! ამავდროულად ყოველწლიურად 4%-იანი ზრდა შეინიშნება. 2010 წლის გაზაფხულისთვის რუსეთში უკვე დარეგისტრირებულია იეჰოვას მოწმეების 408 ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია. 2010 წლის 30 მარტს იეჰოვას მოწმეების 2 337 კრებამ და ცალკეულმა გჯუფმა რუსეთში ყოველწლიური შეხვედრა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ჩაატარა (1 კორინთელები 11:23-26).

 

  ყოველ ეჭვგარეშე, იეჰოვას მოწმეების აკრძალვისკენ მიმართული საერთოსახელმწიფოებრივი დევნების ორგანიზება ვერანაირად ვერ შეამცირებს ამ მაჩვენებლებს, არამედ მხოლოდ გაზრდის მას! საინტერესოა, რომელ ციხეებში ან სპეცდასახლებებში აპირებენ ჩინოვნიკები რუსეთის სამასი ათასზე მეტი მოქალაქის გადასახლებას? არადა ნათელია, რომ რუსი მოწმეები არ აპირებენ საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მათი რაიმე სახით დასჯა მოუწევს. მინდა ვიკითხო: როგორ?

 

  იეჰოვას მოწმეების აკრძალვის მცდელობის აბსოლუტურ უაზრობას საკმაოდ ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომლებიც სულ ოდნავ მაინც იცნობენ ამ ქრისტიანებსპროფესორი ანატოლი პჩელინცევი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

  «დღეისათვის რუსეთში დაახლოებით 400 თემია დარეგისტრირებული. თანაც ეს, როგორც წესი, ღრმად მორწმუნე და საკუთარი რელიგიური დოქტრინისადმი ერთგული ადამიანების საკმაოდ დიდი თემებია. ისინი რა, ლიკვიდაციის შემდეგ დაიშლებიან? არავითარ შემთხვევაში! სახელმწიფო მათ იატაქვეშეთში გადასვლას აიძულებს, ისინი ისე იარსებებენ, როგორც რელიგიური ჯგუფი იურიდიული პირის გარეშე, და ასეთი სახით სახელმწიფო საგრძნობი სახით შეასუსტებს მათზე ნებისმიერ კონტროლს» («მოაცილეთ მოწმეები», «Независимая газета», 5 აგვისტო 2009 .).

 

  სხვა ინტერვიუში ანატოლი პჩელინცევი კვლავ შეეხო იეჰოვას მოწმეებს და თქვა:

  «მათ საბჭოთა დროშიც ებრძოდნენ - ციმბირში და ყაზახეთში ასახლებდნენ, - მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. ისინი მამაცი ადამიანები არიან, თავისი რწმენისადმი ძალიან ერთგულნი. ხელისუფლების მოქმედებებს ისე აღიქვავენ, როგორც განსაცდელებს და ღვთის განგებას და მზად არიან დევნებისთვის. […] რას მივაღწევთ? ნუთუ ვინმე სერიოზულად იმედოვნებს, რომ იეჰოვას მოწმეებს თუ აკრძალავენ, ისინი მაშინვე უარს იტყვიან საკუთარ მრწამსზე და დაიშლებიან? რა თქმა უნდა, არა! მორწმუნეები როგორც იკრიბებოდნენ თავის «სამეფო დარბაზებში», ისევ ისევე შეიკრიბებიან. ოღონდ, «ლიკვიდაციის» პირობებში, ისინი იატაკქვეშეთში წავლენ. აკრძალვამ და დევნამ შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სახელმწიფოებრივ-კონფესიონალურ ურთიერთობებშისახელმწიფოსთვის უკეთესია, ორგანიზაცია თუ გამჭვირვალე იქნება, თუმცა ჯერ ის ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელთა რეალიზებაც არ იცის როგორ მოახდინოს» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "Открытая. Для всех и каждого", «არ იცი, რა გააკეთო კანონის თანახმად მოიქეცი», 21.02.2010 .).

 

  მართლაც, იმაზე დაიმედება, რომ მოწმეებზე მკაცრი პრესინგის განხორციელების შემთხვევაში ისინი მაშინვე უარს იტყვიან თავის რწმენაზე, როგორც მინიმუმ, უცნაურია. «ზუსტად [იეჰოვას მოწმეები] არიან ყველაზე ერთგული მორწმუნეები» - მათ შესახებ თქვა თავის საავტორო პროექტში ალექსანდრე დონსკოიმ («Новая газета», № 36, 7 აპრილი 2010 .).

 

 

  დღეს, გამორჩეული ტექნოლოგიებისა და გიჟური სისწრაფით განვითარებადი ტექნიკური მიღწევების საუკუნეში, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ქრისტიანებს იმის აუცილებლობა აღარ გააჩნიათ, რომ როგორც არც ისე შორეულ წარსულში, ბიბლიური მუხლები ან ბიბლიური პუბლიკაციების სტატიები ასანთის კოლოფის ზომის რვეულებში გადაწერონ. ინტერნეტი, მობილური ტელეფონები და სხვა მრავალრიცხოვანი ელექტრონული ციფრული მატარებლები, ნებისმიერი ზომის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომენტალურად მიღების საშუალებას იძლევიან. როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე მთელ კრებებს შეუძლიათ წარმატებულად და სწრაფად გაცვალონ საჭირო ცნობები, ქვეყნის რომელ ნაწილშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. იმისათვის, რათა შენს ქრისტიანულ ორგანიზაციასთან ცენტრალიზებული კავშირი გქონდეს და ყველა უკანასკნელი სიახლე შეიტყო, დღეს სულ რამოდენიმე წამია საჭირო. ეხლა რომ იეჰოვას მოწმეებს ჟურნალი «საგუშაგო კოშკის» ახალი ნომრების მიღება აუკრძალონ, კრებებზე განსახილველი სასწავლო სტატიებით, მათი მიღება და ასლის სახით შენახვა მაინც შესაძლებელი იქნება ინტერნეტის დახმარებით.

 

  დღეს ХХ საუკუნის შუა პერიოდი აღარ არის, ამიტომ ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკებს, რომლებმაც კვლავ გადაწყვიტეს იეჰოვას მოწმეებთან ბრძოლა, გაცილებით უფრო რთული ამოცანა მოელით, ვიდრე მათ სტალინის დროინდელ წინამორბედებს. თანაც მაშტაბებიც გაცილებით სერიოზულია და არც ტექნიკური საშუალებები ჰყოფნით იმისათვის, რათა საიდუმოდ შეინახონ რელიგიურ განსხვავებულ აზროვნებასთან გაჩაღებული ომი სრულიად რუსეთის მაშტაბით, რომლის მსხვერპლიც ასობით ათასი კანონმორჩილი მოქალაქეა.

 

 

 ძალა - სიმართლეშია!

 

 

  იმის კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ მოიტანს სასურველ შედეგებს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ წამოწყებული თანამედროვე დევნა, წარმოადგენს ქრისტიანების მიერ საკუთარი მართალი მდგომარეობისა და მათ წინააღმდეგ წარმოებული დევნის უსამართლობის მკაფიო გაცნობიერება.

 

  იესო ამბობდა: «ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ» (მათე 5:10-12).

 

  მსგავსი სახის დარიგებას აძლევდა მოციქული პეტრეც: «მაგრამ, რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით… საყვარელნო, მძიმე განსაცდელები საგონებელში ნუ გაგდებთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს თავს უცნაური რამ ხდება. პირიქით, გიხაროდეთ, რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ, რათა მაშინაც გაიხაროთ, როცა მისი დიდება გამოცხადდება. თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული. ნურცერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც ქურდს, მკვლელს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს, მაგრამ, თუ ქრისტიანობის გამო გიწევთ ტანჯვა, კი არ შეგრცხვეთ, არამედ როგორც ღვთის სახელის მატარებლებმა, კვლავაც განადიდეთ ღმერთი» (1 პეტრე 3:14; 4:12-16).

 

  საკუთარი პოზიციის სისწორისა და ბიბლიური პრინციპებისადმი მისი სრული შესაბამისობის შეგრძნება ქრისტიანს უჩვეულო სულიერ ძალას აძლევს, რომელიც რწმენისა და ჭეშმარიტებისადმი ერთგულების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას უწყობს ხელს. ამავდროულად, წარმოებული დევნების უსამართლობა, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს იმის გაგებას, რომ შევიწროვებულ ქრისტიანებზე ბოლო დღეებში ღვთის ჭეშმარიტი მსახურების დევნასთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. ხოლო იმის ცოდნა, რომ შენ ისეთი დიდებული ბიბლიური წინასწარმეტყველებების პირდაპირი მონაწილე ხარ, რომლებიც ბოლო დროს ეხება, ქრისტიანს იმდენად დიდ შინაგან სიძლიერეს სძენს, რომ ის ნებისმიერი მდევნელების მოტივებზე განუზომლად ძლიერია. ამ ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით ფიზიკურად ყველაზე სუსტი ქრისტიანიც კი, ნებიმიერ სტეროიდებით დაბერილ ჯალათზე გაცილებით ძლიერი იქნება სულით.

 

  «დაწვა არ ნიშნავს უარყოფას!» - თქვა კოცონზე სიკვდილის წინ ცნობილმა მეცნიერმა ჯორდანო ბრუნომ. იგივეს თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარების შესახებ. შეიძლება ვინმე მოკლა. ვინმე ციხეში ჩასვა. თუმცა თავნებობითა და უსამართლობით ადამიანის იმაში დარწმუნება შეუძლებელია, რომ ის კი არ არის მართალი, არამედ ჯალათი. მსგავსი მეთოდებით მხოლოდ სუსტებში შიშის ჩანერგვის ცდაა შესაძლებელი, და მეტი არაფერი. თუმცა ამასთან დაკავშირებით იესომ გაგვაფრთხილა: «ჩემო მეგობრებო, გეუბნებით: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ ამაზე მეტის გაკეთების ძალა არ შესწევს.  მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში  ჩაგდების უფლებამოსილებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ» (ლუკა 12:4-5).

 

  როდესაც იმას ხედავ, თუ როგორ მიჰყავთ შენი ძმები კოცონზე იმის გამო, რომ ისინი დარწმუნებულები არიან ჭეშმარიტებაში და მისგან გადახვევა არ სურთ, შენ ხვდები, რომ სიმართლე მათ მხარეზეა და არა იმ ადამიანების, ვინც ცეცხლს აჩაღებენ. როგორც ერთმა მოაზროვნე ადამიანმა თქვა, ერეტიკოსი ის კი არ არის, ვინც კოცონზე იწვის, არამედ ის, ვინც ცეცხლს შეშას უკეთებს! ეს აშკარა იყო საუკუნეში და ასე იქნება ეხლაც.          

  

 დევნის აშკარა უაზრობა

 

 

  რელიგიური შევიწროვების უაზრობა იმ ადამიანებისთვისაც კი აშკარა ხდება, რომლებიც იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხედულებებს საერთოდ არ იზიარებენ. მრავალი ხვდება იმას, რომ მოწმეების წინააღმდეგ რუსეთში წამოწყებული ბრძოლა სინამდვილეში ბიბლიისა და მისი გაგების უფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის მოსაზრება, რომელიც თავის დროზე რელიგიათმცოდნემ, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო  პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ნ.ს. გორდიენკომ გამოთქვა:

  «ის პოზიცია, რომლიდანაც დღეს იეჰოვას მოწმეებს აკრიტიკებენ, ათეიზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა. იმ დროს ძირითადად კრიტიკას ბიბლია და, საერთოდ რელიგია ექვემდებარებოდა. დღეს ბიბლიის კრიტიკა მოდაში არ არის. არც ეგრეთ წოდებული ტრადიციული რელიგიების კრიტიკა შეიძლება, იეჰოვას მოწმეების კი შესაძლებელია. თუმცა სინამდვილეში კრიტიკას კვლავ ბიბლია ექვემდებარება. იეჰოვას მოწმეების ბრალეულობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თანმიმდევრულად უწევენ პროპაგანდას ბიბლიურ სწავლებებს და საკუთარ ცხოვრებაში იცავენ მას».

 

 

  რელიგიურ ოპონენტთა შორისაც კი არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოყენებული აკრძალვების მეთოდების უაზრობას აცნობიერებენ, არამედ ამ პოზიციის ხელშემწყობი ეკლესიების დისკრედიტაციასაც. მაგალითად, ალექსეი რასკაზოვი ერთერთ თავის სტატიაში წერს:

  «თუმცა მინდა შეკითხვა დავსვა: ეფექტურია თუ არა სასამართლოების დახმარებით იეჰოვას მოწმეების დევნა, რადგან ეს ხომ უაზრობაა, ვინაიდან ისინი მაინც გააგრძელებენ თავის საქმიანობას იატაკქვეშეთში, მით უმეტეს რომ ისინი ყველაფერს საკუთარ სინდისთან შეთანხმებულად აკეთებენ... ჩვენ თუ ისტორიას მივმართავთ, ადვილად შევძლებთ იმაში დარწმუნებას, რომ დევნებს თითქმის არასოდეს არ მოჰქონდა სასურველი შედეგი. მეორეს მხრივ კი, პირიქით, ისინი რამოდენიმე ნეგატიურ მომენტს ააშკარავებენ: 1. ჯგუფი, რომელიც დევნებს ექვემდებარება, როგორც წესი, კიდევ უფრო იკეტება, და მათი დახმარება, ვინც ამ ჯგუფში აღმოჩნდა, უფრო რთული ხდება. 2. დევნები ჯგუფს რეკლამას უკეთებს, და მისკენ არასასურველ ყურადღებას მიაქცევს. … თავად დევნილობის ფაქტი ამ ჯგუფის თანამგრძნობთა შორის მათ მიერ ქადაგებული იდეებისადმი პატივისცემას გამოიწვევს. 3. ხელისუფლების შეცვლისა და დევნების შეწყვეტის შემთხვევაში, ჯგუფის მიერ ეს დევნები რეკლამის სახით იქნება გამოყენებული.

   […]

  ამიტომ აქ არანაირი დევნები არ არის საჭირო. ერეტიკოსებს სახემწიფო სტრუქტურების მეშვეობით კი არ უნდა ებრძოლო, არამედ ღვთის სასუფევლის შესახებ დადებითი დამოწმებით ქრისტეს ეკლესიაში, არა სასამართლო დარბაზებში, არამედ წყნარ და მშვიდობიან დისკუსიებში, ხელში კოდექსით კი არა, არამედ ღვთის სიტყვით. ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ყველას მივმართო: ძმებო, მოდით ნუ დავემსგავსებით მდევნელებსა და ჯალათებს, არამედ უკეთესად დავაკვირდეთ საკუთარ თავს და შევეცადოთ თვითონ შევიცვალოთ…» (ალექსეი რასკაზოვი «გვჭირდებიან თუ არა იეჰოვას მოწმეები?).

 

  სხვა მართლმადიდებლურ წყაროში შემდეგი რამ იყო აღნიშნული:

  «მოციქული პეტრე ამბობს: «მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას» (1 პეტ.3.15). ანუ პასუხი მოწიწებული უნდა იყოს და არა იეჰოვას მოწმეების ხმამაღლა მლანძღველი. კრიტიკა საჭიროა, მაგრამ ის, პირველ რიგში, პატიოსანი უნდა იყოს; მეორე, ზრდილობიანად უნდა განხორციელდეს სკანდალებისა და დავების პროვოცირების გარეშე, რომლებსაც ღვთის სიტყვა განიკითხავს: «შუღლსა და დავას... თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო» (ტიტე.3.9). თუ გრძნობთ, რომ პოლემიკის გამართვა ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით არ შეგიძლიათ, მაშინ, გთხოვთ, ნუ დაკავდებით ამ საქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოქცევით მხოლოდ დახმარებას გაუწევთ «საგუშაგო კოშკის» ორგანიზაციას. ისინი თქვენსავე სტატიებს გამოიყენებენ ერთის მხრივ მათდამი შეუწყნარებლობის ფაქტების სახით, რადგან ერთ მცირედ ტყუილს ან შეცდომას (თუნდაც შეუგნებლად) მთელი სტატიის გაფუჭება და საკუთარი ეკლესიის დისკრედიტირება შეუძლია

  ამ მხრივ მინდა ყველა მათგანს მივმართო, ვინც იეჰოვას მოწმეებზე წერენ: სანამ მათზე ტყუილს ან სიცრუეს დაწერთ, შეეცადეთ მათ დაელაპარაკოთ და მათ შესახებ მეტი გაიგოთ, თორემ ავტორების კალმის ქვეშიდან ძალიან ბევრი ისეთი ლიტერატურა გამოდის, რომლის წაკითხვაც არა მხოლოდ მოწმეებისთვისაა სასაცილო, არამედ ყველა მათგანისთვისაც, ვინც კი რამენაირად მაინცაა დაკავშირებული ამ პრობლემატიკასთან…» (ქ. მოსკოვის დანილოვის მონასტერთან მდებარე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი, 1999-2001).

 

  «მოდი მოწმეებისადმი ჩვენი საკუთარი დამოკიდებულება გავაანალიზოთ, - წერს ჟურნალისტი მიხეილ გორუშნი. - რატომ ვერ ხვდებიან ისინი ქადაგების მსვლელობისას მართლმადიდებელ ქრისტიანებს? რატომ ოდნავადაც კი არ განსხვავდება (ხშირად კი საერთოდ) ჩვენი საქციელი არარელიგიური მოქალაქეების საქციელისგან? მოციქული პავლე, ეპისკოპოსი ტიტეს დარიგებისას, წერს: "თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი." (2 ტიმ. 2:24-26). როგორც წესი, მოწმეებმა იციან, როგორი რეაგირება მოახდინონ ჩვენს ამა თუ იმ საწინააღმდეგო აზრებზე, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ საერთოდ ნებისმიერ შეკითხვაზე აქვთ პასუხი! თუმცა ხშირად ისინი მზად არ არიან ჩვენი მხრიდან მოციქულის მიერ აღწერილი დამოკიდებულების შესახვედრად. ურწმუნების მხრიდან კი ბატონო, მოწმეები ხანდახან ყურადღებასაც იღებენ, პატივისცემასაც და კეთილ მოპყრობასაც, მაგრამ მართლმადიდებლების მხრიდან თითქმის არასოდეს».

 

 

დამატებითი ყურადღების მიპყრობა 

 

  აქედან კიდევ ერთი დადებითი მომენტი უნდა გამოვყოთ, რომელიც იმ საქმეს შეუწყობს ხელს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აწარმოებენ. ფართო დევნები აუცილებლად მიაპყრობს სხვა ადამიანების ყურადღებას სასიხარულო ცნობას. ამ გარემოებას მრავალგზის დადასტურებული პრეცედენტები გააჩნია.

 

  მაგალითად, ასე იყო ბენინში.

«რადიოგრამაში, რომელიც 1976 წლის 16 აპრილს გადაიცა მთელი ქვეყნის მაშტაბით, შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან აკრიტიკებდა იეჰოვას მოწმეებს. სხვა ყველაფერთან ერთად მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ იდეოლოგიურ კურსებში მონაწილეობაზე და განსწავლულნი იყვნენ არ გაემეორებინათ პოლიტიკური ლოზუნგები. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეები თუ თვის ბოლომდე არ შეიცვლიდნენ საკუთარ პოზიციას, მაშინ ყველა მათი წარმომადგენელი, რომლებიც «”ცერეუს” დიპლომირებულ აგენტებს» წარმოადგენდნენ,— მოტყუების მიზნით კი მისიონერების როლს ასრულებდნენ ქვეყნიდან იქნებოდნენ დეპორტირებულნი!

ასეთი განსცხადებები რადიოს მეშვეობით ორი კვირის განმავლობაში გადაიცემოდა ბენინის ყველა კუთხეში. მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების შესახებ არაფერი სმენოდა, ინტერესი გამოავლინა: «ვინ არის ეს ხალხი, მათზე რომ ამდენს ლაპარაკობენასეთმა რადიოგადაცემებმა ძლიერი ინტერესი გააღვივა, და იეჰოვას სახელი მთელ ქვეყანაში ისეთი მაშტაბით გაჟღერდა, რომლის მიღწევასაც თვითონ მოწმეები ვერ შეძლებდნენ, რადგან იმ დროს საჯარო საქმიანობა აკრძალული ჰქონდათ» («იეჰოვას მოწმეების წელიწდეული, 1997 წელი», გვ. 97-98 [რუს.]).

 

  ასე იყო ისრაელშიც.

  «ორთოდოქსალური შეხედულებების თავგამოდებულ მომხრეებს თუმცა ებრაულ საზოგადოებაში მათი რიცხვი მცირეა ის არ მოსწონთ, რომ სასიხარულო ცნობისადმი ინტერესი იზრდება. 1997 წლის იანვარში, ქალაქ იაფაში (თელ-ავივთან ახლოს), სადაც საოლქო კონგრესი ტარდებოდა, დაახლოებით 300-მა კაცმა დემონსტრაცია გამართა. უნდა ითქვას, რომ დემონსტრანტების უმრავლესობას, რომლებიც ავტობუსებით ჩამოვიდნენ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან, იმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ ვის წინააღმდეგ უნდა გამოეხატათ პროტესტი

  თუმცა წინააღმდეგობა ჩვენს ძმებს ვერ აშინებს, ის არც სხვა ადამიანებს უშლის ხელს იმის დანახვაში, ჭეშმარიტება სად არის. ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ისრაელიანთა უმეტესობაში აღშფოთებას იწვევს. ყოველთვის, როდესაც რელიგიური აქტივისტები ბეთილის შენობის წინ პიკეტს აწყობენ, ეს მრავალი გამვლელის ყურადღებას იქცევს. ისინი ჩერდებიან, რათა გაიგონ, რა ხდება და სიამოვნებით ისმენენ ბიბლიაზე დაფუძნებულ პასუხებს. ზოგიერთმა მათგანმა, ვისი ყურადღებაც ამ დემონსტრაციებმა მიიპყრო, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათ შეხვედრებზე დასწრებაც კი დაიწყეს» («იეჰოვას მოწმეების წელიწდეული, 1999 წელი», გვ. 53-54 [რუს.]).

 

  როგორც იმ დასავლეთ-ევროპულ ქვეყანაში მცხოვრებმა ერთმა ქრისტიანმა თქვა, რომელშიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო, «აკრძალვის დროს უფრო ადვილია მსახურება, ვიდრე თავისუფლების პირობებში» («იეჰოვას მოწმეების წელიწდეული, 1999 წელი», გვ. 115 [რუს.]).

 

  ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია დარმუნებულები ვიყოთ, რომ შევიწროვება თუ გაძლიერდება, ეს საზოგადოების მხრიდან იეჰოვას მოწმეებისადმი უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. თანაც, თავად მოწმეები, რა თქმა უნდა, თავის საქმიანობას გააძლიერებენ, მიმდინარე უსამართლობის მიმართ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით. კერძოდ, მოწმეებმა უკვე დაადასტურეს საკუთარი რეაქციის ოპერატიულობა მათი ორგანიზაციის მიმართ ქვეყანაში დაწყებული შევიწროვების დაწყებაზე, როდესაც სულ რაღაც სამ დღეში - 2010 წლის 26-დან 28 თებერვლამდე - შესაშური ოპერატიულობითა და ორგანიზებულობით გაავრცელეს რუსეთის ტერიტორიაზე 12 მილიონი სპეციალურად გამოცემული 4-გვერდიანი ტრაქტატი სახელწოდებით «ისტორია მეორდება? შეკითხვა რუსეთის მოქალაქეებს». 

 

  რუსეთში იეჰოვას მოწმეების სამმართველო ცენტრის წარმომადგენელმა, ვ.მ. კალინმა ამასთან დაკავშირებით თქვა:

  «სამოცი წლის წინ იეჰოვას მოწმეებმა რეპრესიების არნახული ტალღა გადაიტანეს. ბოლო დროს მოწმეების წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს გეგმიური კამპანია — ამჯერად ჩვენი ლიტერატურისა და თვითონ საქმიანობის ცნობა უნდათ ექსტრემისტულად. ჩვენს ღვთისმსახურებებს შლიან, მორწმუნეები კი უკანონო დაკავებებს, დაკითხვებს, ჩხრეკებს და პირადი ნივთების ჩამორთმევას ექვემდებარებიან. შექმნილი სიტუაციის მთელი სერიოზულობის გათვალიწინებით იეჰოვას მოწმეებმა აუცილებლად მიიჩნიეს, რომ თავისი თანამემამულეებისთვის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისთვის, სანდო ინფორმაცია მიეწოდებინათ საკუთარი თავის, და ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის იმ გამოვლინებების შესახებ, რომლებთან შეჯახებაც ჩვენ გვიწევს».

 

  "პორტალი-Credo.Ru"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კალინმა თქვა:

  «ჩვენი მიზანი იყო სიმართლის თქმა ჩვენზე და იმაზე, რაც ქვეყანაში ჩვენს თავს ხდება. რათა ყურადღება გაგვემახვილებინა საშიშ ტენდენციებზე, დაგვენახვებინა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, როგორც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა რეპრესიებისთვის მზადება. ჩვენ სხვა არანაირი მიზანი არ გვქონია. თქვენი განსასჯელია, მივაღწიეთ თუ არა ჩვენს მიზანს. მინდა თვალსაჩინო შემთხვევა მოვიყვანო. ორენბურგის საინფორმაციო საიტმა გამოაქვეყნა ადგილობრივი პროკურატურის შემდეგი შინაარსის შეტყობინება: "ბუგურუსლანის რაიონთაშორისი პროკურატურა მოსახლეობის ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის უკანონო საქმიანობის მიმართ და სთხოვს მას შეატყობინოს თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების ან ნაცნობების ამ ორგანიზაციაში ჩათრევის მცდელობების, ორგანიზაციის მონაწილეების მიერ ლიტერატურისა და ბუკლეტების გავრცელების შესახებ". ამ შეტყობინებას საიტის მომხმარებლების უამრავი კომენტარი მოჰყვა, მე მხოლოდ ერთ მათგანს მოვიყვან, სიტყვა-სიტყვით ვციტირებ: "ცოტა ხნის წინ ბუკლეტი გადმომცეს, რომელშიც მოწმეების დევნაზეა საუბარი. თავიდან არ დავიჯერე, ეხლა კი მჯერა. მადლობა ბუგურუსლანის პროკურატურას! ჩემს ქუჩაზე მოწმეების ოჯახი ცხოვრობს. დღესვე წავალ მათთან და ვთხოვ უფრო დაწვრილებით წამიკითხონ რამე. ოლეგი"» ("პორტალი-Credo.Ru", 26 მარტი 2010 .).

 

  ამასთან ერთად მოწმეების მიერ ორგანიზებული იქნა პრეს-კონფერენცია "სრულიად რუსეთის აქცია რწმენის თავისუფლების დასაცავად", რომელზეც წამოწეული იყო რუსეთში არსებული პრობლემა მორწმუნე ადამიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით და ახსნილი იქნა სპეციალური ტრაქტატის გავრცელების მიზანი. ის ჩაატარეს რუსეთში იეჰოვას მოწმეების სამმართველო ცენტრის წარმომადგენლებმა იაროსლავ სივულსკიმ და ალექსეი ნაზარიჩევმა, ასევე ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევ ლევინსონმა. მან აღნიშნა, რომ დღეს "ადგილი აქვს მათ დევნას სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის ლოზუნგით". ამ დევნებს დასაბამი უზენაესი სასამართლოების ორმა გადაწყვეტილებამ დაუდო, შესაბამისად, რუსეთის და ალტაის რესპუბლიკის, რომლებიც, შესაბამისად, გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში იქნა მიღებული. ამ სასამართლოების მიერ მოწმეების 34 გამოცემა იქნა ცნობილი "ექსტრემისტულად", რაც, ლევინსონის აზრით, უახლოეს მომავალში "ასევე მთელი ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადებასაც გამოიწვევს".

 

შესანიშნავი შეჯანჯღარება არააქტიურებისთვის

 

  არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ იეჰოვას მოწმეების რუსეთში დაწყებული დევნა კარგი შეჯანჯღარება იქნება მათთვის, ვინც სულიერ «ძილს» მიეცა. მსგავს პრობლემაზე საუბრობდა იესო გამოცხადების წიგნში, როდესაც «ლაოდიკეის კრების ანგელოზს» მიმართავდა: «ვიცი შენი საქმეები; არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ და არც ცივი, ამოგანთხევ პირიდან. რაკი ამბობ, მდიდარი ვარ, დიდძალი ქონება მაქვს და არაფერი მჭირდებაო, არადა, საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ, გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, თეთრი სამოსელი, რათა შეიმოსო და დაიფარო სამარცხვინო სიშიშვლე, და თვალის მალამო, თვალებზე რომ შეიზილო და დაინახო. ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და დავსჯი. ამიტომ გამოიჩინე მოშურნეობა და მოინანიე» (გამოცხადება 3:15-19).

 

  ასე იყო, მაგალითად, 2000-იანების პირველ ნახევარში, როდესაც მოწინააღმდეგეებმა მოსკოვში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ორგანიზაციის აკრძალვას მიაღწიეს. საგულისხმოა, რომ იმ მოვლენებმა მრავალი აღძრა იმისკენ, რათა ქრისტიანული ვალდებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულებისთვის გადაეხედათ და სულიერი აქტივობის სასარგებლოდ მიეღოთ გადაწყვეტილება. და არა მხოლოდ მოსკოვში. საინტერესოა, რომ იმ მოვლენების შემდეგ კრებებში მათ დაიწყეს დაბრუნება, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჩანდნენ და მსახურებისადმი ნებისმიერი ენთუზიაზმი ჰქონდათ დაკარგული. აღდგა წინათ შეწყვეტილი ბიბლიის შესწავლები. და საერთოდ, თვითონ მაუწყებლებმა იმის დამატებითი აღძვრა იგრძნეს, რათა მჭიდროდ ჩასჭიდებოდნენ ქრისტიანულ რწმენას და კრებას (ებრაელები 10:24-25).  

 

  დღევამდელი საგანგაშო მოვლენები ასევე უნებლიედ გაიძულებენ გამოფხიზლებას და ძილის მომგვრელი აზრების თავიდან მოშორებას. ცოტა ხნის წინ მეზობელ კრებაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ გარიცხული ქრისტიანი აღდგა; რუსეთში დაწყებულმა უსამართლო დევნებმა მასში იეჰოვას მოწმედ აღდგენის სურვილი გააღვიძა.

  ასევე ამის შესახებ სთხოვა უხუცესებს ყოფილმა დამ, რომელმაც ცხრა წლის წინ უარი თქვა კრებასთან ურთიერთობაზე.

 

   კიდევ ერთმა ძმამ აღიარა, რომ აქამდე ქრისტიანულ შეხვედრებზე «ავტომატურად» დადიოდა, ენთუზიაზმის გარეშე, ხანდახან კი კრების შეხვედრებს აცდენდა კიდეც. როსტოვის მოვლენების შემდეგ ის, როგორც თვითონ თქვა, «გონს... მოეგო» (ლუკა 15:17). «ეხლა კრების შეხვედრებზე არა მხოლოდ დიდი სურვილით, არამედ პრინციპულადაც კი მივდივარ! – ამბობს ის. – თვითონ იმის ფაქტს, რომ ამ მომენტში კრების შეხვედრაზე ვიმყოფები, მე ვაფასებ როგორც ჩემს პირად დასტურს იმისა, რომ იეჰოვას მხარეს ვდგევარ და არა ქვეყნიერების!».

  კიდევ ერთმა ქრისტიანმა აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეების შევიწროვების რუსეთში დაწყებული მოვლენები მას იმ ხანგრძლივი ილუზორული წარმოდგენების თავიდან მოშორებაში დაეხმარა, თითქოს მას უკვე ნაპოვნი ჰქონდა თავისთვის მშვიდი ადგილი ამ სისტემაში, როდესაც საკუთარი ბიზნესის აწყობაც შეეძლო და იმის შიში არ ჰქონოდა, რომ მას საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო «ბრალს დასდებდნენ». 

 

  ასეთი მაგალითები, რაღა თქმა უნდა, სულ უფრო მეტი და მეტი იქნება, და ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. იეჰოვას შეუძლია ნებისმიერი საფრთხე ისე გამოიყენოს თავისი საქმის სასარგებლოდ, რომ ის გასაოცარ შედეგებს მოიტანს! ზუსტად ისე, როგორც ეს ცრუწინასწარმეტყველი ბალაამის, ან ცბიერი ჰამანის შემთხვევაში მოხდა, ასევე ჩვენს დროშიც იეჰოვა მოწინააღმდეგეების წყევლას თავისი ხალხის სასარგებლოდ შემოაბრუნებს (ესაია 8:9-13). ღვთიური ხსნის განთიადი ხშირად ზუსტად მაშინ იწყება, როდესაც განსაცდელების ყველაზე ბნელი დრო დგება.

 

 

დასკვნა

 

  რით შეიძლება დავასრულო ასობით ათასი რუსეთის მოქალაქისთვის ასე აქტუალური თემა? ალბათ, რუსეთში იეჰოვას მოწმეების სამმართველო ცენტრის ხელმძღვანელის ვასილი კალინის სიტყვებით:

  «ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ხელისუფლებას, და ეს ჩვენი თანმიმდევრული რელიგიური პოზიციაა, რომელიც ბიბლიურ სწავლებებზეა დაფუძნებული. ის ბრალდებები, რომ იეჰოვას მოწმეები სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, მაგრამ, სხვათა შორის, ახალი არ არის. თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეების დევნა მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების დროს იმართებოდა, და ესაც მხოლოდ იმიტომ, რომ მოწმეები "ღვთისას" "ღმერთს" აძლევდნენ და არა "კეისარს".

  ამავდროულად ჩვენ გავურბივართ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკის კრიტიკას, რადგან ეს ცოდვად მიგვაჩნია. ერთადერთი ჩვენი სურვილი, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ესაა "რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით". იქვე ნათქვამია, რომ ამავდროულად უნდა აღვავლინოთ ლოცვები "მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია". ჩვენ ასეც ვიქცევით.

 

[…] რაც შეეხება უკანონო მოქმედებების შემთხვევებს როგორც ცალკეული გაბოროტებული ელემენტების, ასევე არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირების მხრიდან, ჩვენ მათ გახმაურებას და გასაჩივრებას ვაპირებთ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და რელიგიური შეუწყნარებლობის აფეთქება ნელნელა ჩაქვრება» ("პორტალი-Credo.Ru", 26 მარტი 2010 .). 


2011 .

ავტორი: სერგეი ივანოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий