вторник, 2 мая 2023 г.

იოანეს 1:3, 4-ის პუნქტუაცია და არიანული დავები

  


 


მიიჩნევა, რომ ქრისტიანული ბერძნული წერილების ავტოგრაფებში არანაირი სახის სასვენი ნიშნები არ ეწერა. მაგრამ ამ მოსაზრების სისწორე რომ დავადგინოთ, ავტოგრაფები არ გვაქვს. თუმცა პროფესიონალები ერთსულოვნები არიან ამ საკითხში და მათთან დავას არ დავიწყებსაქმე თუ მართლაც ასე მდგომარეობდა, მაშინ წმინდა წერილის ტექსტის წაკითხვის რიგი ალტერნატიული ვარიანტები უნდა არსებობდეს - იქ, სადაც მისი აზრი პუნქტუაციიდან გამომდინარე იცვლება. ფართო რეზონანსს ის ადგილები იღებენ, რომლებიც დოქტრინალური მნიშვნელობის საკითხებს ეხებიან. ერთერთი ცნობილი მაგალითია - ლუკას 23:43

უფრო იშვიათად კომენტარი უკეთდება ვარიანტს იოანეს 1:3, 4-დან, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩემმა თანამოსაუბრემ გაამახვილა ყურადღებასასვენი ნიშნების დასმის ორი განსხვავებული ვარიანტია ნაჩვენები ქვემოთ მოცემულ მაგალითებში:




ვარიანტი 1. ახალი ქვეყნიერების თარგმანი:

(3) ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა; მის გარეშე არაფერი შექმნილა. (4) და ის, რაც მისი მეშვეობით შეიქმნა, იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.

 

ვარიანტი 2.  საპატრიარქოს გამოცემა (და პრაქტიკულად ყველა ქართული თარგმანი):

(3) ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. (4) მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

 

მე ძალიან გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბიბლეისტების მიერ მთელი წიგნები ყოფილა დაწერილი. ორი შეხედულების დაპირისპირების ისტორია დასაბამს ახ.წ. III-IV საუკუნეებში იღებს, თუმცა ამ ფაქტმა როდი მომცა საკითხში გარკვევის სტიმული, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი სიძველეები მომწონს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრობლემა პირდაპირ ეხება ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომპეტენტურობას.

რადგან მესმის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერია დაწერილი, რისი დაწერაც კი შეიძლებოდა, მე ჩემს წინაშე მოკრძალებულ მიზანს ვსახავ - მოკლედ გადავავლო თვალი საკითხის ისტორიას და განვმარტო, თუ რატომ შევჩერდი ვარიანტი 1-ზე ღრმა გამოკვლევის შემდეგ. თავდაპირველად საჭიროა გავიგოთ, თუ როგორი დოგმატური მნიშვნელობა გააჩნდა იოანესეულ ამ პროლოგის მონაკვეთს ნიკეამდელი ქრისტიანებისთვის?

 

არიანელობასთან ბრძოლა. კურტ ალანდმა, ბრიუს მეცგერმა და სხვა გამოჩენილმა ბიბლეისტებმა, ადრექრისტიანული მწერლების მიერ იოანეს 1:3,4-ის ციტირების სტატისტიკის შესწავლის შემდეგ, აღნიშნეს, რომ ნიკეის საეკლესიო კრებამდე მათ შორის გასაოცარი თანხმობა არსებობდა ვარიანტი 1-ის სასარგებლოდ - მიუხედავად მათი შეხედულებებისა. ანუ, როდესაც ისინი ციტირებდნენ ფრაზას ὃ γέγονεν ("რაც კი შეიქმნა"), მას მომდევნო წინადადებაში სვამდნენ, რომელიც ჩვენს შემთხვევაში მე-4 მუხლშია მოცემული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულების დროსთან ახლოს ერთადერთ მიღებულ ვარიანტს, ვარიანტი 1 წარმოადგენდა - და აზრის ზუსტად ასეთი გაგება შეეძლო გადმოეცა იოანეს სიტყვიერად, მას თუ პუნქტუაციის ნიშნები არ ჰქონდა არსენალში.

სიტუაციამ შეცვლა არიანული დავების დაწყების პარალელურად დაიწყო, რაც III ასწლეულში რომის იმპერიის აღმოსავლეთში ჩაისახა. მათი მტკიცებით, ვინც არიანელთა ღვთისმეტყველება შეისწავლა, არიანელები იოანეს 1:3,4-ს იშველიებდნენ იმის დამტკიცების მიზნით, რომ წმინდა სული ღვთის მიერ ქრისტეს მეშვეობით იყო შექმნილი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი. ამ მონაკვეთის ასე ბოროტად გამოყენება რომ აღეკვეთათ, ორთოდოქსალურმა აპოლოგეტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს ὃ γέγονεν-ის წინამდებარე წინადადებაზე მიბმა და ისინი დაახლოებით ასე განსჯიდნენ: "დაწერილია - "უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა". ხოლო ვინაიდან წმინდა სული შეუქმნელია, ანუ "არ შექმნილა", არ შეიძლება მისი იმ ყველაფრის სიაში ჩასმა, რაც ქრისტეს მონაწილეობით გაჩნდა".


 


ეკლესიის მამების მიერ იოანეს 1:3,4-ში პუნქტუაციის გამოყენების ვარიანტების სტატისტიკა. ცხრილი შედგენილია გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მიერ გამოცემული ბერძნული ტექსტის 27-ე გამოცემის კრიტიკული აპარატის მონაცემების თანახმად   



ვესკოტი-ხორტის ტექსტი და პაპირუსი P75. პატრისტიკას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ ბრუკ ვესკოტმა და ფენტონ ხორსტმა ბერძნული ტექსტის თავის ვერსიაში (1881) ვარიანტი 1-ის მიყოლა გადაწყვიტეს, რაც აისახა კიდეც ახალი ქვეყნიერების თარგმანის პუნქტუაციაზე, რომელსაც საფუძვლად ეს ვერსია დაედო. თუმცა უკვე XX საუკუნის შუა პერიოდში მოხდა მოვლენა, რომელმაც პუნქტუაციის გარშემო არსებულ დავებს ახალი იმპულსი მისცა. 1953 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი იქნა პაპირუსები, რომლებიც ბოდმერის პაპირუსების სახელით გახდა ცნობილი. ორი მათგანი (P66 და P75) იოანეს სახარების დიდ ნაწილებს შეიცავენ, მათ შორის ჩვენს მიერ საკვლევ მონაკვეთს. ორივე მათგანი დაახლოებით ახ.წ. 200 წლით თარიღდება. რამაც ყველაზე მეტად გამოიწვია ბიბლეისტებში ინტრიგა - ეს იყო პუნქტუაციის არსებობა პაპირუს P75-ზე (ილუსტრაცია სტატიის დასაწყისში). და ზუსტად იოანეს 1:3-ში დგას მაღალი წერტილი (stigme teleia), რომელიც დღევანდელ წერტილს შეესაბამება, ანუ აზრის ლოგიკურ დასრულებას აღნიშნავს*


 

წითლად ის ადგილია შემოხაზული, სადაც კარგად ჩანს მაღალი წერტილი οὐδὲ ἓν და  γέγονεν შორის


თუმცა ზოგიერთი სპეციალისტები უშვებენ, რომ წერტილი ოდნავ მოგვიანებით კორექტორმა დასვა და არა თავად გადამწერმა, მეცგერმა სამართლიანად შენიშნა, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში იმ დროის დომინანტ შეხედულებას ირეკლავს. და ეს კარგად ეთანხმება აღნიშნულ საკითხში ნიკეამდელ მწერლებს შორის არსებულ კონსენსუსს. ამიტომ P75 წარმოადგენს ყველაზე ადრეულ და საკმაოდ წონიან მტკიცებულებას ვარიანტი 1-ის - ახალი ქვეყნიერების თარგმანისა და რიგი თანამედროვე თარგმანების სასარგებლოდ.


საფეხუროვანი პარალელიზმი. არსებობს კიდევ ერთი თავისებურება ამ მონაკვეთში, რომელიც გვაიძულებს ὃ γέγονεν მე-4 მუხლს მივაკუთვნოთ და არა მე-3. ესაა თავისებური რითმა, რომელიც იოანეს პროლოგშია მოცემული, რომელიც პოეტურ ჰიმნად მიიჩნევა. ეს რითმა მიიღწევა ილეთის წყალობით, რომელსაც საფეხუროვანი პარალელიზმი ჰქვიამისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ერთი სტროფის ბოლო სიტყვა მეორე სტროფის დასაწყისში მეორდება. იოანეს 1:3-5 პუნქტუაცია ვარიანტი 1-ის მიხედვით ამ პირობას აკმაყოფილებს, და ეს ორიგინალში ასე გამოიყურება:


 

სიტყვა O GEGONEN რომ მეორე სტროფში გადავიტანოთ (ვარიანტი 2-ის შესაბამისად), რითმა დაირღვევა

 

 

ზოგიერთი თანამედროვე თარგმანები, რომლებიც ვარიანტ 1-ს მიჰყვებიან. ბიბლიის რუსულენოვან თარგმანებს შორის, ახალი ქვეყნიერების გარდა, ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ორი თარგმანია ცნობილი (ქართულ თარგმანებს შორის არცერთი, გარდა ახალი ქვეყნიერების თარგმანისა), რომლებიც ვესკოტი-ხორტის ტექსტს და სპეციალისტების უმრავლესობის დასკვნებს მიჰყვებიან:

 

(3) Всё через Него возникло, и без Него не возникло и единого.
Что возникло в Нем, (4) было жизнь, и жизнь была свет людей. 
(Буквальный перевод Нового Завета Одинцова-Белинского)

(3) Все чрез Него сделалось, и без Него сделалось и не одно. Которое сделалось (4) в Нём жизнью было, и жизнь была свет людей. (Подстрочно-дословный перевод А.Винокурова )

 

 

ინგლისურენოვან ვერსიებში უფრო მეტი სხვაობა და ნაკლები დოგმატიზმია:

 

Without the Word nothing came into being. What came into being through the Word was life (Common English Bible)

Nothing was made without the Word.Everything that was created received its life from him (Contemporary English Version)

Nothing - not one thing! - came into being without him.What came into existence was Life (The Message)

And nothing was created except through him.The Word gave life to everything that was created  (New Living Translation)

Without him not one thing came into being. What has come into being in him was life (NRSV, NRSVA, NRSVACE, NRSVCE)

 

ასევე მათ ეთანხმებიან NT, NAB, NJB, JB, NEB, BBE, Anchor Bible, Fenton, Schonfield, Lattimore, Translator's New Testament, Funk/Hoover and Rotherham. 

 


რატომ დავობენ ამის შესახებ ჩვენს დღეებში. განა იოანეს 1:3, 4-ის პუნქტუაციას აქვს რაიმე მნიშვნელობა თანამედროვე "ორთოდოქსებისთვის"? დიახ, აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი არ გახდებოდა ჩვენს დღეებში ასეთი ფართო კვლევების საგანი. თუმცა, დღეს აღარავინ ცდილობს ამ მუხლების დახმარებით სიტყვის მეშვეობით წმინდა სულის შექმნის არიანული იდეის წამოწევას. სამაგიეროდ მათი დახმარებით მრავალი ცდილობს იესო ქრისტეს შეუქმნელობის დამტკიცებას. თუმცა ამის შესახებ უახლოეს პერიოდში ცალკე სტატიაში დავწერ.

 

გაგვაჩნია რა ეს მტკიცებულებები ვარიანტი 1-ის სასარგებლოდ, და ასევე "ტრადიციული" პუნქტუაციის (ვარიანტი 2) სუფთა თეოლოგიური მოტივი, თითოეულმა ბიბლიის გულწრფელმა მკვლევარმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს სასარგებლო და საწინააღმდეგო მტკიცებულებებს, იმ ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებით, რომლითაც ის სარგებლობს.

__________________

* ბოდმერის პაპირუსების აღმოჩენამდე უკვე არსებობდა ათზე მეტი ხელნაწერი (V საუკუნიდან მოყოლებული) და თარგმანი (III საუკუნიდან მოყოლებული), რომლებიც ვარიანტი 1-ის ტექსტს იზიარებენ, ასე რომ მათაც იქონიეს გავლენა ახალი ქვეყნიერების თარგმანის პუნქტუაციის არჩევანზე. თუმცა პაპირუსი P75 იმითაა საინტერესო, რომ იოანეს 1:3,4-ის ყველაზე ძველ ხელმისაწვდომ ბერძნულ ტექსტს წარმოადგენს.

 ---------------------------------------------------------------------------------------

 

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

 

Комментариев нет:

Отправить комментарий