вторник, 29 августа 2023 г.

იყო თუ არა მძიმე ლუკას 23:43-ში?



წინა სტატიაში უკვე ვახსენე, თუ რით არის საინტერესო პაპირუსი P75. როგორც ძალიან ძველი (ახ.წ. 175-225 წ.), ის იმის შესახებ მოწმობს, რომ უკვე იმ ადრეულ დროში ბერძნული კოინესთვის პუნქტუაციის სისტემის შემუშავება დაიწყეს. ძირითადად იქ გვხვდება მაღალი წერტილი (stigma teleia), რომელიც თანამედროვე წერტილს შეესაბამებოდა, და წინადადების დასასრულს აღნიშნავდა. გაცილებით იშვიათად შეიძლება შევხვდეთ დაბალ წერტილს (hypostigme) - ჩვენი წერტილ-მძიმეს ანალოგს, და შუა წეტილს (stigma mese) - რომელიც თანამედროვე მძიმეს მსგავსია.

ეს ძველი ხელნაწერი ასევე შეიცავს ლუკას სახარების ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველაზე ძველ ტექსტს. როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დამაინტერესა იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურება მასზე ლუკას 23:43, მითუმეტეს რომ ამის შესახებ მეგობრებიც მეკითხებოდნენ. 


_________________________________________________________
მან უპასუხა: 
«ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს: 
ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში»
_________________________________________________________


ამ მუხლის სქოლიოში "New World Translation"-ში ნათქვამია:

"თუმცა [ვესკოტი-ჰორტის ვერსია] ბერძნულ ტექსტში მძიმეს შეიცავს სიტყვა "დღეს" წინ, ბერძნულ უნციალურ ხელნაწერებში მძიმეები არ გამოიყენებოდა. კონტექსტის მიყოლით, ჩვენ მძიმეს [სიტყვა] "დღეს" შემდეგ ვსვამთ. Syc (ახ.წ. V ს.) ამ მუხლს ასე გადმოსცემს: “ამინ, მე გეუბები შენ დღეს, რომ ჩემთან ერთად იქნები ედემის ბაღში”. 

ზემოთ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდი P75-დან, და თუ შევეცდებით, მასზე 43-ე მუხლის გარჩევაც შეიძლება. ფრაგმენტი მომყავს: 



και ειπεν
αυτω αμην σοι λεγω σημερον μετ εμου
εση εν τω παραδεισω

ყურადღება მიაქციეთ სასვენი ნიშნების არარსებობას მუხლის შიგნით. ამავდროულად მუხლი ორივე მხრიდან მაღალი წერტილებითაა გამოყოფილი და მას ისე გამოჰყოფს, როგორც დასრულებულ წინადადებას.


(ი. შიტიკოვი)

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий