вторник, 20 августа 2019 г.

მოსაზრებები 144 ათასის შესახებ


გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი, ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან (გამოცხადება 7:4).

გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი (გამოცხადება 14:1).

ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა (გამოცხადება 14:3).



ეს შეუძლებელია ებრაელები იყვნენ

ქრისტიანობა ინტერნაციონალური რელიგია გახდა, რომელშიც ნაციონალურმა განსხვავებებმა საკუთარი როლი დაკარგა, იუდაიზმისგან განსხვავებით. ბიბლია ამას მრავალჯერ უსვამს ხაზს (ლუკა 13:29; საქმეები 15:14; 1 კორინთელები 12:13; კოლოსელები 3:11; გალატელები 6:15). შეუძლებელია ღმერთმა ჯერ სხვადასხვა ეროვნების ამდენ ხალხს მოუხმოს, შემდეგ კი რომელიმე ჯგუფში ისევ ებრაელები გამოარჩიოს, მათ გარკვეული პრივილეგიები ან დავალებები მისცეს, რომლებიც არაებრაელებს არ აქვთ. ეს ახალი აღთქმის მთლიან ლოგიკას ეწინააღმდეგება. შესაბამისად ის, რომ ებრაული ტომების მოხსენიებით მათი ასოცირება ებრაელებთან ხდება, იმავე აზრით უნდა გავიგოთ, როგორც ქრისტიანულ კრებას რომ ეწოდება «ღვთის ისრაელი» (გალატელები 6:16). ეს გახლავთ სიბოლური მნიშვნელობა, რომელიც იმას უსვამს ხაზს, რომ ღვთის მიზნების შესრულების საქმეში ქრისტიანულმა კრებამ ხორციელი ისრაელი ჩაანაცვლა.

ეს შეუძლებელია ყველა ქრისტიანი იყოს

იოანე უბრალოდ გაკვრით კი არ მოიხსენიებს ცოფრს 144000, არამედ სამჯერ აკეთებს ამას (გამოცხადება 7:14; 14:1, 3), თითქოს დაჟინებით ამახვილებს მასზე ყურადღებას. ეს თუ ყველა ქრისტიანია, მაშინ რაში სჭირდება იოანეს ამ ჯგუფის დასრულებულობაზე, შეზღუდულობაზე ასე ხაზის გასმა? ეს როგორც მინიმუმ არალოგიკურად გამოიყურება. აქ საქმე იმაშიც კი არაა, ზუსტია ეს ციფრი თუ სიმბოლური.

მაშინაც კი ეს ციფრი რომ სრულიად სიმბოლური ყოფილიყო, შეკითხვა რჩება: საერთოდ რა საჭიროა ციფრი? იოანეს არაფერი უშლიდა ხელს, რომ ყველა ქრისტიანი უბრალოდ «უამრავ ხალხად» მოეხსენიებინა – მან ხომ ერთხელ უკვე გამოიყენა ეს ფრაზა (გამოცხადება 7:9), და შემდეგ დაამატა კიდეც: «რომლის დათვლა არავის შეეძლო». ესე იგი, იოანეს არაფერი უშლის ხელს იმაში, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი უწოდოს და მკითხველი არ დააბნიოს. თუმცაღა 144000-ის შემთხვევაში ის სამჯერ მოიხსენიებს კონკრეტულ რიცხვს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან განსხვავებას უნდა ხაზი გაუსვასო.

ჩვენ გვთავაზობენ, რომ ეს ასე გავიგოთ: იოანე აქ დიდი რაოდენობის ჯგუფზე საუბრობს, და ეს ასეც უნდა იქნას გაგებული; აქ იოანე საუბრობს გაცილებით მცირე, აღრიცხვად ჯგუფზე, თუმცა ეს უკვე ასე კი არ უნდა გავიგოთ, არამედ ასევე უნდა გავიგოთ როგორც დიდი და აღურიცხავი. იოანე ორი ჯგუფის შესახებ საუბრობს, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ორი ჯგუფი, ჩვენ მათ შევურევთ და ვიტყვით, რომ ეს ერთი და იგივე ჯგუფია, იოანემ კი გადმოცემისას უბრალოდ ცუდად გადმოგვცა. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვეთანხმებით იოანეს და პირდაპირ გვესმის მისი სიტყვები, მეორე შემთხვევაში კი შესწორებები და პირობები შეგვაქვს და გვინდა ეს ჯგუფი ფიზიკურად გავაუქმოთ და პირველ ჯგუფს შევუერთოთ. რისთვის? რატომ? 

მემგონი, ეს ახსნის ძალიან და ძალიან სადაო მეთოდია. ამ ფრაგმენტების ნებისმიერი პირდაპირი და ბუნებრივი წაკითხვა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს წინაშე ორი ჯგუფია: აღრიცხვადი და აღურიცხავი. ჩვენ თუ პატიოსანი მკვლევარები ვართ, ვერაფერს ვუზავთ ამას – და რაც მთავარის, სურვილიც კი არ გაგვიჩნდება. იოანე იმდენად აშკარად აღწერს სხვადასხვა მახასიატებლების მქონე ორ ჯგუფს, რომ მე არ მესმის, როგორც შეიძლება ამის გვერდის ავლა და მით უმეტეს მათ შორის არსებული განსხვავებების შეგნებულად წაშლა.

უამრავი ხალხი

იმის დამატებით არგუმენტს, რომ 144000 შეუძლებელია აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს წარმოადგენდეს, წარმოადგენს ის, რომ მეორე ჯგუფის წევრები – «უამრავი ხალხი» გამოცხადების 7:9-დან – ასევე შეესაბამებიან ქრისტიანთა განსაზღვრებას. ისინი განადიდებენ ღმერთს და კრავს (10), გადაიტანეს დიდი გასაჭირი (14), განიწმინდნენ კრავის სისხლის წყალობით (14), ღვთის ტახტის წინ იმყოფებიან და ემსახურებიან მას, ღმერთი «თავის კარავს შლის მათზე» (15), აღარს სშიათ და აღარც სწყურიათ სულიერი გაგებით (16), კრავი მწყემსავს მათ, ღმერთი კი მოსწმედს მათ ყველა ცრემლს (17). სრულიად გამორიცხულია, რომ ამგვარად აღწერილი ხალხი ქრისტიანები არ იყვნენ ან «არასრულფასოვანი» ქრისტიანები იყვნენ, როგორც ხშირად შეგვიძლია მოვისმინოთ. ისინი ყველა პარამეტრებით შეესაბამებიან ქრისტიანთა განსაზღვრებებს (ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანი – ესაა ქრისტეს მოწაფე მიუხედავად მისი იმედისა, ამიტომ ქრისტიანთა სრულფასოვნებასა და არასრულფასოვნებაზე საუბარი თავიდანვე უაზრობაა).

ამასთანავე, იოანე ამ ქრისტიანებს 144000-სგან განცალკევებით მოიხსენიებს. ის ხაზს უსვამს, რომ «მათი დათვლა არავის შეეძლო» (7:9), მაშინ როდესაც 144000-ის შემთხვევაში რიცხვს სამჯერ იმეორებს. არათანმიმდევრულობის პიკი იქნებოდა თან რიცხვი დაესახელებინა და ამასთანავე დათვლის შეუძლებლობაზე ესაუბრა ერთი და იგივე ჯგუფთან დაკავშირებით.

გამოცადების 7:15,17-ში მოცემული უამრავი ხალხის აღწერას პარალელები გააჩნია გამოცხადების 21:3, 4-თან. ერთგანაც და მეორეგანაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ ღმერთი იქნება მათთან და მოსწმედს მათ ყველა ცრემლს. ამავდროულად იქვე გამოცხადების 21:2-ში ნათქვამია, რომ «წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმი» ზეციდან ეშვება. უმარავი ხალხი თუ ზეცაში იმყოფება, მაშინ ეს ქალაქი რატომ ეშვება ზეციდან მათთან? ეს ხილვის უაზრო ელემენტი იქნებოდა. აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შლის ღმერთი კარავს, რათა ადამიანებთან დამკვიდრდეს, ასევე ხაზს უსვამს, რომ ღმერთი ყურადღებას ადამიანებს დედამიწაზე აქცევს და არ მიჰყავს ისინი თავისთან ზეცაში.

საინტერესოა, თუ იოანეს ხილვის ამ ნაწილს როგორ განმარტავს მე-2 საუკუნის «წმინდანი» ირინეოს ლიონელი: «ამის შემდეგ, უფლის მოწაფე იოანეს სიტყვების თანახმად, მიწაზე დაეშვება ახალი იერუსალიმი, როგორც თავისი ქმრისთვის მორთული პატარძალი, და ეს არის ღვთის კარავი, რომელშიც ღმერთი დამკვიდრდება ადამიანებთან» (მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა). როგორც ვხედავთ, ის ამ საკითხში იეჰოვას მოწმეებს ეთანხმება.

ერთს ვხედავ და მეორე მესმის?

მე ასეთი მოსაზრებაც მოსმენილი მაქვს: მე-7 თავში იოანეს ერთი ესმის (144000), ხოლო მეორეს ხედავს (უამრავი ხალხი), თუმცა სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ჯგუფია. ძალიან არადამაჯერებელი განმარტებაა, ორი მიზეზის გამო. პირველი, თავად არგუმენტი «ერთს ვხედავ და მეორე მესმის» ძალიან უცნაურად გამოიყურება. ან  იოანეს აქვს აღქმის ორგანოებთან პრობლემები, ან ღმერთს არ შეუძლია ხილვის სხვადასხვა ელემენტების სინქრონიზება, თითქოს რომელიღაც ანგელოზური კინოპროექტორი გაფუჭდა. ორივე ვარიანტი ნაკლებსავარაუდო ჩანს.

თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამაა: რიცხვი 144000 ზმნა «გავიგონე»-სთან ერთად მხოლოდ მე-7 თავშია მოხსენიებული, ხოლო მე-14 თავში (მუხლი 1) იოანე ამას უკვე ხედავს: «გავიხედე და, აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი…». ასე რომ, იოანე ამას როგორც ხედავს, ასევე ესმის. შემდეგ კი, 14:3-ში, იოანე ამბობს: «არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა». აქ საერთოდ არ არის ზმნები «დანახვა» ან «გაგონება», არამედ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა.

რიცხვი 144000 – სიმბოლურია თუ ზუსტი?

ჩვენს წინაშეა ფორმულა 12*12*1000 ან 12 კვადრატში * 1000. 12-თან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ამ ციფრს მნიშვნელოვანი ნუმეროლოგიური აზრი აქვს ებრაულ კულტურაში (დასრულებულობა, სისავსე). თუმცა აი შეკითხვა: რა საჭიროა დამატებით 1000-ზე გამრავლება? სიმბოლური რიცხვები ჩვეულებრივ პატარებია. ჩვეულებრივ ესენია 6, 7, 10, 12 ან 24. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ 4 ცოცხალი არსების ან 24 უხუცესის შესახებ (გამოცხადება 5:8), მაშინვე გვესმის, რომ ამ ციფრებს რეალურ ცხოვრებასთან შეხება არ აქვთ, რადგან იესოს მიწიერი ცხოვრების პერიოდშიც კი ასობით მოწაფე ჰყავდა (1 კორინთელები 15:6). ციფრი 144-იც კი საეჭვოდ დიდია, თუმცა ის კიდევ შეიძლება სიმბოლურად ჩაითვალოს იმ მიზეზის გამო, რომ ის თორმეტის კვადრატია.

თუმცა შემდეგ რატომ ხდება 1000-ზე გამრავლება? ციფრ 1000-სს არც რაიმე ნუმეროლოგიური მნიშვნელობა გააჩნია და თანაც მთელ ციფრს ძალიან დიდს ხდის სიმბოლურისთვის. ის კიდევ შეიძლება გავიგოთ, თუ რატომ ოპერირებს ხილვა 12-ის კვადრატით, მაგრამ სრულიად გაუგებარია დამატებით 1000-ზე გამრავლების აზრი, რაც ანგრევს კიდეც ლამაზ ნუმეროლოგიას და რიცხვს უაზროდ დიდს ხდის.

შესაბამისად, პირდაპირი მნიშვნელობით გაგება უკეთ შეესაბამება ტექსტის ბუნებრივ წაკითხვას და უკეთ ეთანხმება ბიბლიის განმარტების წესებს. ამ წესთაგან ერთერთი ასე ჟღერს: ჩვეულებრივ ტექსტი გაიგება პირდაპირი მნიშვნელობით, თუ საპირისპირო არ იქნება დადგენილი. ანუ, უპირატესობა ყიველთვის უნდა გაკეთდეს პირდაპირ გაგებაზე და მას სიმბოლური გაგება მხოლოდ მაშინ უნდა ვარჩიოთ, თუ კონტექსტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ტექსტის პირდაპირ გაგებას. 144000-ის შემთხვევაში ასეთი დაბრკოლებები არ არის. ისინი მაშინ იქნებოდა, ციფრი რომ ძალიან მცირე იყოს, მაგალითად 144. თუმცა დამატებითი და ნუმეროლოგიურად უაზრო 1000-ზე გამრავლება ამ ერთადერთ შესაძლო დაბრკოლებასაც აცილებს.

ამგვარად, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომელიც ტექსტის პირდაპირ გაგებაში შეგვიშლის ხელს. ეს განმარტება ასე ჟღერს: ღმერთმა გადაწყვიტა, გარკვეული განსაკუთრებული მსახურებისათვის ქრისტიანთა ჯგუფის არჩევა, რომელთა რიცხვიც თუმცა კი ბიბლიურ ნუმეროლოგიაზეა დაფუძნებული, მაგრამ მაინც შედარებით დიდია.

ნუმეროლოგიური მნიშვნელობა არ ეწინააღმდეგება პირდაპირ გაგებას

ზოგჯერ შეიძლება მოვისმინოთ, რომ ვინაიდან ციფრ 12-ს სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია, პირდაპირი გაგებით წაკითხვა ავტომატურად გამოირიცხებაო. ეს ძალიან უმეცრული არგუმენტია. ციფრი 12 მართლა გავრცელებულია ებრაულ კულტურაში, თუმცა ეს არასოდეს არ უშლიდა ხელს მის პირდაპირი გაგებით გამოყენებას. ისრაელში 12 ტომი იყო, ქრისტეს კი 12 მოციქული ჰყავდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს პირდაპირი გაგებით 12 იყო: როგორც ტომების, ისე მოციქულების რაოდენობა პირდაპირი გაგებით 12 იყო.

აქ უბრალოდ გაგებებში უნდა გავერკვეთ: საუბარია არა სიმბოლიზმზე, არამედ ნუმეროლოგიურ მნიშვნელობაზე. ნუმეროლოგიურად მნიშვნელოვანი რიცხვი შეიძლება იყოს როგორც ზუსტი, ასევე სიმბოლური. ეჭვგარეშეა, რომ 12-ის კვადრატს, გამრავლებულს 1000-ზე, ნუმეროლოგიური მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს ამ რიცხვის პირდაპირ გამოყენებას. პირდაპირი გაგების გამოსარიცხად, გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზები უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში ისინი არ არსებობს.

ორი კომპონენტის ცალცალკე შეფასება

შემდეგი კონტრარგუმენტი: ან ციფრისა და ხალხის რაოდენობა ერთნაირად ზუსტია, ან ციფრისა და ხალხის რაოდენობა ერნაირად სიმბოლურია. ანუ, ჩვენ თუ ციფრი 144000 პირდაპირ გვესმის, მაშინ ხორციელი ისრაელიანების რაოდენობის სიზუსტეც უნდა ვაღიაროთ, და პირიქით – თუ ებრაელობას სიმბოლურად ვხსნით, მაშინ ციფრი 144 000-იც სიმბოლურად უნდა ავხსნათ. ჩემთვის ეს ლოგიკა გაუგებარია. რატომ უნდა არსებობდეს აუცილებლად ასეთი ურთიერთდამოკიდებულება? გამოცხადების 4:4-ში მოხსენიებული ტახტებზე მსხდომი მეფეები ზუსტია, მაგრამ მათი რიცხვი – 24 – სიმბოლური (იმიტომ რომ ძალიან მცირეა). 144000-ის შემთხვევაში საპირისპირო სურათი გვაქვს: ხალხი სიმბოლურია, ციფრი ზუსტი.

თითოეულ შემთხვევაში ორი კომპონენტის (ხალხი და ციფრი) ცალცალკე გაანალიზებაა საჭირო. ანალიზის ლოგიკა ყოველთვის ერთნაირია: ჯერ იმას ვარკვევთ, ვინ დგას ჩვენს წინაშე, ხოლო შემდეგ – რატომ არიან მაინც და მაინც ამდენი. ეს ლოგიკა გამოსადეგია 24 უხუცესის შემთხვევაშიც,  4 ცოცხალი არსების შემთხვევაშიც, 144000 ისრეალიანის შემთხვევაშიც და გამოცხადების ყველა იმ დანარჩენი მაგალითების შემთხვევაშიც, რომლებიც გამუდმებით ციფრებთან ირევიან (7 თავი, 10 რქა, 7 გვირგვინი, 10 გვირგვინი, 7 მეფე, 8 მეფე და ა.შ.). სუბიექტის ანალიზი დაფუძნებულია მის როლსა და ფუნქციაზე, ციფრის ანალიზი – ნუმეროლოგიისა და სიმბოლიზმის მოსაზრებებზე. თუ ანალიზის ორი კომპონენტი როგორღაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაშინ საკმაოდ ირიბად.

დედამიწიდან გამოსყიდულნი – ესე იგი მეფეები და მღვდლები

ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ განვაზოგადებთ, 144 000-ის სრულიად ლოგიკური და არა ურთიერთსაპირისპირო ახსნა, მათი გამოცხადების 5:10-სა და 20:6-ში მოხსენიებულ «მეფეებთან და მღვდლებთან» გაიგივება იქნება. მხოლოდ 144000-ია «დედამიწიდან ნაყიდი» (გამოცხადება 14:3). გამოცხადებაში სხვა არცერთ ჯგუფზე არაა ეს ნათქვამი, მათ შორის უამრავ ხალხზე. გამოცხადების 14:4-ში კიდევ ერთხელ მეორდება, რომ ისინი ნაყიდნი არიან, თუმცა ამჯერად არა დედამიწიდან, არამედ «ადამიანთაგან». ესე იგი, მათ გარდა არსებობს სხვა ხალხიც და ისინი დედამიწაზე იმყოფებიან.

იესოც ეუბნებოდა თავის მოწაფეებს, რომ ისინი მასთან ერთად წავიდოდნენ ზეცაში (იოანე 14:3), მოგვიანებით კი პავლემ დაადასტურა ეს 1 თესალონიკელების 4:17-ში. რა საჭიროა იქ წასვლა? არაა საჭირო ვარაუდების წამოყენება, ამის შესახებ თავად იესომ თქვა: ზეცაში მისი მოწაფეები «ტახტებზე დასხდებიან», ანუ იმმართველებენ (მათე 19:28). მოგვიანებით ეს პავლემაც დაადასტურა (2 ტიმოთე 2:12), პეტრემ კი თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ფრაზა გამოცხადების 5:10-დან, როდესაც თავისი წერილის მკითხველებს «სამეფო სამღვდელოება» უწოდა (1 პეტრე 2:9). ესე იგი, ისინი არა მართო იმეფებენ, არამედ მღვდლების ფუნქციასაც შეასრულებენ.

გამოცხადების 20:6-ში ზუსტდება, რომ ისინი, ვინც ქრისტესთან ერთად იმეფებენ, პირველ აღდგომაში მონაწილეობენ და მეორე სიკვდილს მათზე ძალაუფლება არ აქვს. ისინი თუ მიწიდან ნაყიდები არიან, ეს ლოგიკურია, რადგან მეორე სიკვდილი, როგორც მას გამოცხადების 20:7–10-ში ეწოდება, მხოლოდ დედამიწას ეხება და არა ზეცას.

ამგვარად, 144000-ის როგორც ზეციერი მეფეებისა და მღვდლების ახსნა, კარგად ეთანხმება კონტექსტს, თვითონ გამოცხადებას და მთლიანად ახალ აღთქმას. თუმცა ასეთი ახსნა ლოგიკური მხოლოდ მათთვის იქნება, ვისაც თავიდანვე ესმის, თუ როგორია ღვთის განზრახვა დედამიწასთან და კაცობრიობასთან მიმართებით და რა მიზნისთვის მიჰყავს ადამიანები ზეცაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაუგებარი იქნება.

24 უხუცესი

დასაშვებია თუ არა 144000-ის  24 უხუცესთან გაიგივება, რადგან უშუალოდ ისინი წარმოადგენენ «მეფეებსა და მღვდლებს» გამოცხადების 5:10-დან? დიახ, იმიტომ რომ 24 უხუცესი (და მით უმეტეს 4 ცოცხალი არსება, რომლებიც თითქმის ყოველთვის მათთან ერთად მოიხსენიება) აშკარაა, რომ სიმბოლურ ფიგურებს წარმოადგენენ. უხუცესთა რაოდენობა ძალიამ მცირეა პირდაპირი გაგებისთვის, ცხოველებს კი არ შეუძლიათ მეფეები და მღვდლები რომ გახდნენ. 

თუმცა საინტერესო სხვა რამაა. უხუცესებს ხელში ქნარები უჭირავთ და «ახალ სიმღერას» მღერიან (გამოცხადება 5:8, 9) – 144000-საც ქნარები უჭირავს და ისინიც ახალ სიმღერას მღერიან (გამოცხადება 14:2, 3). ამასთანავე 144000 ისეთ სიმღერას მღერის, «რომლის შესწავლაც არავის შეეძლო» მათ გარდა, თუმცა უხუცესებიც ამ სიმღერას მღერიან. როგორ ისწავლეს მათ ეს სიმღერა, თუ მისი სწავლა არავის შეეძლო, 144000-ის გარდა? (ასევე დავაკვირდეთ, რომ უამრავ ხალხსაც არ შეუძლია მისი სწავლა). შემდეგ, უხუცესები მღვდლების ფუნქციებს ასრულებენ (მათ საკმევლით სავსე ოქროს თასები აქვთ, გამოცხადება 5:8) – იგივეა ნათქვამი «პირველი აღდგომისას» აღმდგრების შესახებ (გამოცხადება 20:6), ამავეზე წერს პეტრე (1 პეტრე 2:9), პავლე კი «ქრისტეს» აღმდგრებზე, ქრისტეს შემდეგ პირველებს უწოდებს. შესაბამისად, ყველანაირი ბიბლიური საფუძველი არსებობს დავასკვნათ, რომ უხუცესები იმავე ჯგუფს წარმოადგენენ, რასაც 144000, ოღონდ გაცილებით მხატვრულ ჭრილში.

სინამდვილეში 24 უხუცესი – ესაა ძალიან მძლავრი არგუმენტი 144 000-ის, როგორც ზეციერი მეფეების ახსნის სასარგებლოდ. უხუცესებსა და 144000-ს შორის არსებული პარალელები შეუიარაღებელი თვალითაც კი აშკარაა, ამასთანავე უხუცესები პირდაპირი ტექსტით არიან აღწერილნი, როგორც მეფეები: ისინი ტახტებზე სხედან ოქროს გვირგვინებში (გამოცხადება 4:4).

144000-ის ახსნა ღვთის სამეფოს შესახებ სწავლებასთან მიმართებით

მე ეს აზრი უკვე ვახსენე, მაგრამ მინდა მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდე. ჩვენ თუ მიგვაჩნია, რომ ღმერთს მიწიერი სამოთხის აღდგენა სურს და ამას ზეციერი სამეფოს მეშვეობით გააკეთებს, რომელშიც «სამეფო სამღვდელოება» იმსახურებს, მაშინ ასეთი ახსნა ჩვენთვის ყველაზე ლოგიკური იქნება. თუმცა თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ღმერთს ყველა კარგი ადამიანის ზეცაში გადასახლება სურს, მაშინ ასეთი ახსნა ჩვენთვის არალოგიკური იქნება. 144000-ის ინტერპრეტაცია წარმოებულია გაცილებით მნიშვნელოვანი ბიბლიური სწავლებებიდან. ეს მხოლოდ იმის მცირე ზომის დანამატია, რაც ისედაც ვიცით ბიბლიის მთელი კონტექსტიდან. შეუძლებელია, და აზრიც არ აქვს, 144000-ის ანალიზი ამ ფართო კონტექსტისგან განცალკევებით. ის, თუ როგორ გვესმის ღვთის განზრახვა დედამიწასა და კაცობრიობასთან მიმართებით, კერძოდ, ეს განსაზღვრავს 144 000-ის ჩვენს გაგებას. აქ არჩევანი დიდი როდია.

აი თუ რატომ აყენებს თანამედროვე ქრისტიანული სამყარო აგუმენტებს ციფრის სიმოლურობასთან დაკავშირებით, «ერთი მესმის, მეორეს ვხედავ» და ამის მსგავსი – ის ასეც უნდა მოიქცეს საკუთარი კონცეფციის გამო, რომლის თანახმადაც ყველა კარგი ადამიანის ტოტალური გადასახლება მოხდება ზეცაში (ან ახალ პლანეტაზე). მისთვის 144000-ის პირდაპირ გაგება მოუხერხებელი და მიუღებელია, მაგრამ ეს მოუხერხებლობა და მიუღებლობა გამომდინარეობს არა თავად ციფრიდან და საერთოდ გამოცხადებიდან, არამედ ღვთის სამეფოს უშუალოდ მისი (ქრისტიანული სამყაროს) გაგებიდან. თავად ციფრში პრობლემა არ არის, ყველა პრობლემა იმ წინაპირობებშია, რომლებიც ამ ციფრს არტყავს გარს.

ამიტომ ძალიან მცირე აზრი აქვს 144 000-ის ახსნის მტკიცებას იმ ადამიანისთვის, რომელსაც სწორი წარმოდგენა არ აქვს ღვთის სამეფოს, მისი მიზნისა და საშუალებების შესახებ. თუ ჩვენს თანამოსაუბრეს, როგორც ადამიანთა უმრავლესობას, სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ სული მაშინვე ზეციურ სამოთხეში გადასახლდება, ან თუ უკეთ იცნობს მართლმადიდებლურ სწავლებას და იცის, რომ სულს საშინელი სასამართლო ელის, შემდეგ კი კვლავ სხეულს დაუბრუნდება, ოღონდ უკვე სადღაც სხვა სამყაროში, – ორივე ამ შემთხვევაში ის ვერ აღიქვავს ვერცერთ თქვენს არგუმენტს. ისინი მისთვის არალოგიკური, გაუგებარი იქნება და ამას ვერაფერს ვუშველით. ხოლო მას თუ ესმის ღვთის სამეფოს შესახებ სწავლება და იცის, რომ ამ სამეფოს კონტექსტში ზეციურ დანიშნულებას განსაზღვრული მიზანი აქვს, მაშინ მისთვის მოცემული ახსნა ყველაზე ლოგიკური და პრაქტიკულად უალტერნატივო იქნება. ისინი ისე ერწყმიან ერთმანეთს, როგორც რუსული "მატრიოშკები".

როგორ ესმოდათ გამოცხადებამდე?

ასეთი არგუმენტიც კი მომისმენია: მაგრამ ეს ხომ გამოცხადების გარდა არსად არაა და რომ არა გამოცხადება, ქრისტიანები ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ 144000-ის შესახებ. დიახ, მაგრამ რაშია აქ პრობლემა? გამოცხადება – მნიშვნელოვანი წიგნია. მასში საკმაო რაოდენობის ისეთი სწავლებებია, რომლებიც სხვაგან არსად მოიხსენიება, მაგალითად ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის ვადა, სატანის ზეციდან გადმოგდება და შემდეგ მისი უფსკრულში გამოკეტვა, ბოლო გამოცდა 1000 წლის ბოლოს და სხვა. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ წიგნის გამოჩენამდე ქრისტიანებმა არაფერი იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ? რა თქმა უნდა. ღმერთი ჭეშმარიტებებს ერთიანად არ ჰფენდა ნათელს. მაგალითად, ქრისტიანებმა რამოდენიმე წლის განმავლობაში არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ არაებრაელების მონათვლა იყო საჭირო, სანამ ღმერთმა აშკარად არ მიუთითა ამაზე (საქმეები 11:1–18).

გამოცხადებამდე თუ ქრისტიანებმა ის არ იცოდნენ, რომ «სამეფო სამღვდელოება» ციფრი 144000-ით იყო განსაზღვრული, ეს რას ცვლიდა? მათ ნებისმიერ შემთხვევაში კარგად ესმოდათ, რომ სამეფო სამღვდელოება შეუძლებელი იყო უსასრულოდ დიდი ყოფილიყო, იმიტომ რომ მეფეები და მღვდლები განსაზღვრულად შეუძლებელია ძალიან ბევრნი იყვნენ. მეფეც და მღვდელიც – ესაა როლები, რომლებსაც ერთი ან რამოდენიმე ადამიანი ასრულებს. ისრაელში მხოლოდ ერთი მეფე იყო, ერთი მღვდელმთავარი და  შედარებით ცოტა მღვდელი. ქრისტიანებსაც ერთი მეფე და ერთი მღვდელმთავარი ჰყავთ (ებრაელები 4:14) პლუს «სამეფო სამღვდელოება» როგორც დამატებითი ჯგუფი, რომელიც მეფე-მღვდელმთავარს ეხმარება. ის განსაზღვრულად შეუძლებელია, რომ ძალიან დიდი იყოს. იოანეს გამოცხადებას ამ გაგებაში არაფერი ახალი არ შემოაქვს, მხოლოდ რაოდენობა ზუსტდება.

მაგალითად, როდესაც იესომ მოციქულებს უთხრა, რომ ისინი «ტახტებზე დასხდები[ან]» (მათე 19:28), შეიძლება მათ ეს ისე გაეგოთ, რომ აბსოლუტურად ყველა კარგი ადამიანი ტახტებზე დაჯდებიან? ეს გამორიცხულია, მით უმეტეს რომ იესო იქვე ამატებს: «…ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ». დიახ, მაშინ მოციქულებს ეს პოლიტიკური გაგებით ესმოდათ, თუმცა არსი ერთია: თუ მოსამართლეები არსებობენ, ესე იგი არსებობენ ბრალდებულებიც; თუ არსებობენ ტახტები, არსებობენ ქვეშევრდომებიც. მოციქულებმა სულ თავიდანვე იცოდნენ, რომ მათთვის განსაკუთრებული მისია იყო გამზადებული და არა უბრალოდ დასვენება და სიამოვნება.

გალატელების 3:8-ში პავლე წერს, რომ აბრაამში იკურთხება დედამიწის ყველა ერი, ქვემოთ კი, 29-ე მუხლში, «აბრაამის თესლთან» აიგივებს თავისი წერილის მკითხველებს. ეს არის მითითება დაბადების 22:18-ზე. როგორც ვხედავთ, პავლეს კარგად ესმის, რომ აბრაამის თესლი, რომელშიც თვითონ და მისი მკითხველებიც შედიან, – ესაა ინსტრუმენტი დედამიწის ერების საკურთხებლად. ხოლო თუ ასეა, ეს თესლი შეუძლებელია ამ ერებთან იყოს გაიგივებული ან მათ რაოდენობას შეესაბამებოდეს.

1 კორინთელების 6:3-ში პავლე წერს, რომ ის და მისი მკითხველები «ანგელოზებს გაასამართლებენ». ისტორიის ყველა პერიოდში მცხოვრები ყველა კარგი ადამიანები გაასამართლებენ ანგელოზებს? მთლად სარწმუნოდ არ ჟღერს. თუმცა ქრისტესთან ზეცაში წაყვანილი მეფეების მცირე ჯგუფს სრულიად შეუძლია ამის გაკეთება.

ამგვარად, მაშინაც კი, თუ იოანემდე ქრისტიანებმა არაფერი იცოდნენ ციფრი 144000-ის შესახებ, ეს არანაირად არ მოქმედებდა მათ მიერ სრული სურათის დანახვაზე და მათ მიმართ ღვთის განზრახვის გაგებაზე.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მიწიერი იმედის შესახებ ახალ აღთქმაში იშვიათადაა საუბარი, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის. ბიბლიაში არის საკმარისი რაოდენობის სწავლებები,რომლებიც იშვიათად ან საერთოდ ერთხელაა ნახსენები, თუმცა მათ ამის გამო არავინ უკეთებს იგნორირებას. მაშინაც კი თუ რომელიმე სწავლება მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, მაგრამ სარწმუნოა, მისი იგნირირება ან უმნიშვნელოდ მიჩნევა არ შეიძლება, მიწიერი იმედი კი რამოდენიმეჯერაა მოხსენიებული ახალი აღთქმის სხვადასხვა ადგილას (გამოცხადების გარდა შეგვიძლია გავიხსენოთ მათეს 5:5 და ლუკას 23:43).

რა ალტერნატივები არსებობს?

რა მოხდება, თუ აქ მოცემულ განმარტებაზე უარს ვიტყვით და ყველა კარგი ადამიანის ზეცაში ტოტალურ გადასახლებას ვიწამებთ, ქრისტიანობამდე მცხოვრები მართლების ჩათვლით? მაშინ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ღვთის სამეფო ცარიელ დედამიწაზე მეფობს, ან ცოდვილთა ქვეყნიერებაზე (ან მკვდრეთით აღმდგარი ან არმაგედონში გადარჩენილი). ეს ორივე ვარიანტი ძალიან პრობლემატურია, რადგან ისეთ მუხლებს ეწინააღმდეგებიან, როგორიცაა გამოცხადების 20:7, 8, სადაც ნათქვამია, რომ სამეფოს მეფობის დროს  დედამიწაზე მრავალი ადამიანია და როგორც მინიმუმ მათი უმეტესობა მართალი ადამიანია. ცოდვილები არმაგედონში გადარჩენას ვერ შეძლებენ მათეს 25:45, 46-სა და 2 თესალონიკელების 1:8, 9-ს თანახმად.

თუმცა, მეორე ვარიანტი შეიძლება ცოტა შევცვალოთ: ყველა ქრისტიანი ზეცაში მიდის, დედამიწაზე კი მკვდრეთით აღდგებიან ქრისტიანობამდე მცხოვრები მართალი ადამიანები და პლუს ის ხალხი, ვინც ღვთის გაცნობა ვერ მოასწრო. თუმცა, პირველი, ამ ვარიანტს არცერთი კონფესია არ გვთავაზობს (საინტერესოა, რატომ?). და მეორე, «უამრავი ხალხის» ახსნის პრობლემა იქმნება:  ამ ქრისტიანებმა «დიდი გასაჭირი» გადაიტანეს, მაგრამ «დედამიწიდან ნაყიდნი» არ არიან და, გამოცხადების მე-7 თავის აღწერიდან გამომდინარე, არანაირად არ არიან დაკავშირებულნი ზეცასთან. მათ კრავი მწყემსავს და სიცოცხლის წყლებთან დაჰყავს ისინი. რომ არც მივიჩნიოთ, რომ «დიდი გასაჭირი» არმაგედონს ნიშნავს, როგორც ზოგიერთები გვთავაზობენ, ისინი ნებისმიერ ვარიანტში არ არიან  «დედამიწიდან ნაყიდნი», ამიტომ ატარებს კრავი მათ სიცოცხლის წყლებთან და ამიტომ წმენდს მათ ცრემლებს ღმერთი დედამიწაზე.

ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ თუ სწორად გვესმის მესიანური წინასწარმეტყველებები და მათი რეალიზება ღვთის ზეციერ სამეფოში, მაშინ ჩვენ არ გაგვაჩნია 144 000-ის, როგორც მეფეების, ხოლო  «უამრავი ხალხის» – როგორც ქვეშევრდომების (როგორც მინიმუმ ერთერთი მათგანის) განმარტების წარმატებული ალტერნატივები. ეს განმარტება – თავსატეხის ბოლო დეტალია, რომელიც ყველაფერს თავთავის ადგილზე აწყობს. 

უამრავი ხალხი მხოლოდ ბოლო დღეებში ჩნდება

გამოცხადების 7:14-ის თანახმად, «უამრავი ხალხი»  «დიდი გასაჭირიდან» გამოდის. ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ეს ჯგუფი მხოლოდ ამ გასაჭირის წინ ჩნდება და მანამდე ის არ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მოციქულთა წერილებში ამ საკითხს თითქმის არ ეხებიან – ისინი სხვა აუდიტორიისთვის წერდნენ.

და კვლავ ვხედავთ პარალელებს ბიბლიის სხვა ადგილებში. მაგალითად, ქრისტე მათეს 25-ე თავში, დიდი გასაჭირის მოვლენების აღწერისას, გადარჩენას პირდაპირ აკავშირებს მისი «მცირე ძმებისადმი» მზრუნველობის გამოვლენასთან. ვინც მზრუნველობას გამოავლენს ამ ძმების მიმართ, გადარჩება, ვინც არ გამოავლენს – ვერ გადარჩება. სახეზეა გადარჩენილების ორი ჯგუფი: 1) ისინი, ვინც გადარჩებიან («ცხვრები»); 2) ისინი, ვის მიმართ დამოკიდებულებასთანაცაა გადარჩენა დაკავშირებული («ძმები»). რაც შეეხება მეორეებს, მოვლენების ლოგიკა მოითხოვს, რომ მათი გადარჩენის შესახებ საკითხი უკვე დახურულია – რასაც იოანესთანაც ვხედავთ, რომელიც დიდი გასაჭირის წინ 144 000-ის «ბეჭედდასმაზე» საუბრობს (გამოცხადება 7:3, 4). ასპროცენტიანი ანალოგიაა მათეს 25-ე თავშიც. «ცხვრები» – ესაა სახარებისეული პარალელი გამოცხადების «უამრავ ხალხთან».

…და იეჰოვას მოწმეებთანაც

«უამრავი ხალხის» სწრაფი და მოულოდნელი გამოჩენა თანამედროვე იეჰოვას მოწმეების ისტორიის თანახმადაც ჩანს. მრავალ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ თავიდან მოწმეებიც (მაშინ ჯერ კიდევ «ბიბლიის მკვლევარები»), ისევე როგორც სხვა კონფესიები, ზეცაში აპირებდნენ წასვლას მთელი შემადგენლობით, თუმცა კი იცოდნენ, რომ ზეციერი სამეფო მიწიერ სამოთხეს აღადგენდა. ამ სიტუაციამ შეცვლა მხოლოდ 1910-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, განსაკუთრებით კი ფილმი «შემოქმედების ფოტოდრამის» გამოსვლის შემდეგ. მაშინ ზოგიერთი მიხვდა, რომ მათ გული არ მიუწევდათ ზეცისკენ და, შესაძლოა, მათ არ ჰქონდათ ზეციური მოწოდება. აი რა იყო ნათქვამი 2001 წლის 15 მაისის «საგუშაგო კოშკში»:

მაგრამ იყვნენ ცხებული ქრისტიანების ისეთი თანამსახურებიც, რომლებიც სამქადაგებლო საქმიანობაში ძალიან გააქტიურდნენ. მათ არ ჰქონდათ არავითარი სწრაფვა ზეციერი ცხოვრებისკენ. მართლაც, მათი იმედი შეესებამებოდა საჯარო მოხსენებას „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, რომელსაც 1918—1922 წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იეჰოვას ხალხი. ეს ადამიანები დედამიწაზე მარადიული ცხოვრებით იქნებოდნენ კურთხეულნი.
1923 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, რომელიც ცხვრებისა და თხების შესახებ იესოს იგავს იხილავდა, ნათქვამი იყო: „ცხვრებით წარმოდგენილია ყველა ერის ხალხი; არა სულით ცხებულები, არამედ სიმართლისადმი კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც გონებით სცნობენ იესო ქრისტეს თავიანთ უფლად და, რომლებიც უკეთეს მომავალს მოელიან მისი მმართველობის ქვეშევრდომობით“ (მათე 25:31—46).

აი რა იყო ნათქვამი ერთერთ ბიოგრაფიაში (სკ 15.02.98; [რუს]):

მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლოების მიღების უფლება ყველას ჰქონდა, განსაკუთრებით კი გულმოდგინე სრული დროით მსახურებს, მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმაში დარწმუნებული, რომ ზეციური მოწოდება მქონდა.

ყოველივეს გათვალისწინებით, მიწიერი იმედისა და «უამრავი ხალხის» შესახებ არსებული თანამედროვე გაგება თავისთავად არ გაჩენილა, თითქოს ვიღაც დაჯდა, ბიბლია გადაშალა და თქვა: «მოდით ეს ასე გავიგოთ». ის გაჩნდა როგორც საღვთისმეტყველო პასუხი იმაზე, რაც ზოგიერთმა ქრისტიანებმა თვითონვე იგრძნეს, საკუთარი ინიციატივით, რომ მათ არ ჰქონდათ ზეციური იმედი. თავიდან ისინი ამას მიხვდნენ, შემდეგ კი ამ მოვლენის ასახსნელად გაჩნდა მოცემული ბიბლიური ინტერპრეტაცია და არა პირიქით. თანაც ეს მიხვედრა სპონტანურად დაიწყო, მასიური მაშტაბით, უშუალოდ ბოლო დღეების პერიოდში (ფაქტიურად 1914 წელთან დამთხვევით) თან მხოლოდ ერთ კონფესიაში, თანაც უშუალოდ იმაში, რომელსაც პრაქტიკულად ერთადერთს ესმოდა სწორად ღვთის სამეფოს მიზანი – დედამიწასა და კაცობრიობასთან მიმართებით ღვთის ჩანაფიქრის აღდგენა. ეს რაღაცაზე მეტყველებს.

---------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий