понедельник, 5 февраля 2018 г.

«უსარგებლო» სახელი. ვის აწყობს ეს?



უსაფუძვლო მსჯელობების ფონზე იმის შესახებ, უნდა იცოდნენ და უნდა განადიდებდნენ თუ არა მორწმუნე ადამიანები ღვთის სახელს (იეჰოვა), მგონი, ყველაზე გონივრულია შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს: «რას ფიქრობს ამისა შესახებ თავად ღმერთი? სურს თუ არა მას, რომ ადამიანებმა იცოდნენ და განადიდებდნენ მის სახელს?» 


ამ შეკითხვებს, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პასუხები გააჩნია ბიბლიაში: 

«მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).

«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18).

«შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან“. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში"» (გამოსვლა 3:15).

გონიერი ადამიანის ლოგიკა, რომელსაც ღვთის სიტყვისადმი ღრმა პატივისცემა გააჩნია, ამასთან დაკავშირებით გულწრფელ დასკვნებს აკეთებს. პირველი, ღმერთი თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელით «იეჰოვა». მეორე, მას სურს, «რათა იცოდეს ხალხმა» ის როგორ ღმერთი, რომელიც კონკრეტულად ამ სახელს ატარებს. და მესამე, ღვთის ეს სახელი კაცობრიობამ უნდა დაიმახსოვროს «თაობიდან თაობაში», ანუ ყოველთვის! 

თითქოსდა, არანაირი სირთულეები არ უნდა არსებობდეს ამ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით. ღვთის თვალსაზრისი ნათელია და მისი გაპროტესტება უგუნურების პიკი იქნებოდა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ყოველ სიმარტივეს უამრავი ბრძენკაცი გამოუჩნდებაო, რომლებიც მზად არიან აშკარა რამ - წარმოუდგენელ რამედ აქციონ (მარკოზი 7:6-8,13). 

რაღაც უცნაური მიზეზის გამო ე.წ. «ქრისტიანების» ბოლო თაობა, თითქოს უჩინარი ძალები ამოქმედებენო, არაჩვეულებრივი სიჯიუტით ცდილობს საპირისპიროს დამტკიცებას - მისი სახელის სიწმინდესთან და განდიდებასთან დაკავშირებული, ღვთის ზემოთ მოყვანილი მითითებების მიყოლის აუცილებლობა უკვე აღარ არსებობსო. «იეჰოვა? და მერე რა? ამ სახელს ჩვენთვის არ გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიც წარსულში ჰქონდა მისი მსახურებისათვის» - ფაქტიურად ასე შეიძლება იმ განწყობილების გამოხატვა, რომელიც მათ გონებაშია გაბატონებული, ვინც ღვთისადმი საკუთარ «რწმენაზე» და «პატივისცემაზე» საუბრობს.

და რას ვიღებთ შედეგად? იეჰოვას ის გაფრთხილებები, რომლებსაც ის წარსულში თავის ერს აძლევდა, სულ უფრო მეტი აქტუალურობით ჟღერენ დღეს, მაგრამ უკვე არა ისრაელის ერის მაშტაბით, არამედ მთელი თანამედროვე «ქრისტიანული» სამყაროს მიმართ.
   
«არავინ უხმობს შენს სახელს, არავინ იღვიძებს, რომ ჩაგეჭიდოს» (ესაია 64:7).

«ცდილობენ, ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ თავიანთი სიზმრებით, …როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაალის გამო» (იერემია 23:27).

«ახლა თქვენ გიბრძანებთ, მღვდლებო! თუ არ მომისმენთ და გულთან არ მიიტანთ ამას, რომ განადიდოთ ჩემი სახელი,— ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,— მეც მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც თქვენი კურთხევა, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი ბრძანება» (მალაქია 2:1,2).

„განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს, რომელიც შებღალეთ მათ შორის; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,— ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა,— როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ» (ეზეკიელი 36:23).

როგორც ვხედავთ, ისტორია მეორდება, თანაც, გაცილებით დიდი მაშტაბებით და იეჰოვას სახელისადმი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული უგულებელყოფით. როდესაც ასეთ ტენდენციას ხედავ, ძალაუნებურად კითხვა გებადება: ვის აწყობს ეს? 

იქნებ ღმერთს? რაღა თქმა უნდა, არა! რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს ჩვენ ბიბლიაში მცირე მინიშნებასაც კი ვერ ვიპოვით იეჰოვას სახელის «დროებითობაზე» ან «უსარგებლობაზე», იმაზე მინიშნმებით, რომ შემდგომ ის უნდა «ჩანაცვლებულიყო» სხვა რომელიმე სახელით. პირიქით, როგორც თავიდან ვნახეთ, ეს სახელი დედამიწის ყველა მცხოვრებმა უნდა იცოდეს და თაობიდან თაობაში უნდა განადიდებდნენ მას. ტყუილად როდი წარმოადგენს ზუსტად ეს სახელი – «იეჰოვა» - ბიბლიაში ყველაზე ხშირად გამოყენებად სახელს. შვიდი ათასჯერ! წმინდა წერილებში მოხსენიებული სხვა პიროვნებების, არავითარი სხვა სახელი, ახლოსაც კი ვერ მივა იმ სიხშირესთან, რა სიხშირითაც იეჰოვას სახელს ვხვდებით წმინდა წერილებში. მისი ძე, იესოც კი არაა ბიბლიაში ისე ხშირად ნახსენები, რამდენადაც იეჰოვა!  

მაშ ვის აწყობს ღვთის სახელის დამცირება? ვის სჭირდებოდა, რომ იეჰოვას სახელს ბიბლიის თარგმანების ფურცლებზე რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობით გაეჟღერა? ვინ არის იმაში დაინტერესებული, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს «მორწმუნეებად» მიიჩნევენ, დისკომფორტს და უხერხულობას განიცდიდნენ სიტყვა – «იეჰოვას» ერთი წარმოთქმისასაც კი?




ერთხელ, ერთმა ადამიანმა ჩემი ყურადღება ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტისაკენ მიმართა – იმისაკენ, თუ როგორი დამიკიდებულება აქვს იეჰოვას სახელისადმი მის მთავარ მტერს, სატანას. საინტერესოა, რომ წმინდა წერილი ამ პიროვნების სიტყვების რამოდენიმე მაგალითს შეიცავს, რომელიც მის მიერ პირველ პირშია ნათქვამი. თქვენ მათი ნახვა შეგიძლიათ ბიბლიის ისეთ მუხლებში, როგორებიცაა დაბადების 3:1-5; იობის 1:6-12; 2:1-7 და მეთეს 4:3-10 (ასევე – ლუკას 4:3-12). თვალში  გვხვდება საკმაოდ დამახასიათებელი თავისებურება: სატანა ღვთისადმი მიმართვისას ან ღმერთთან საუბრისას, არასოდეს არ იყენებს მის სახელს «იეჰოვა». ყველა შემთხვევაში ის მხოლოდ ფრაზა «ღმერთი»-თ შემოიფარგლება. თანაც ეს მაშინ, როდესაც, შესაბამისი მონაკვეთების უახლოეს კონტექსტში საუბარი უშუალოდ იეჰოვას ეხება. ამის მეტ-ნაკლებად ნათელ მაგალითს სატანის იესოსთან საუბარი წარმოადგენს:

«მაშინ მაცდური მივიდა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ». მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».
მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“». იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».
ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა: «ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ». იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:3-10).

რამდენად ნათელია სხვაობა ღვთის სახელისადმი დამოკიდებულებაში იესოსა და, თავის მხრივ, სატანას შორის! თუ ქრისტესთვის იეჰოვას სახელი განდიდების ღირსს წარმოადგენდა და იმის პიროვნებას უსვამდა ხაზს, ვის მიმართაც უნდა შესრულებულიყო წმინდა მსახურება, სატანის შემთხვევაში, მის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ ტიტული «ღმერთი»-თ შემოიფარგლებოდა. თუმცა, ეს არცაა გასაკვირი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თავად მას აქვს უდიდესი სურვილი, რომ ანალოგიურ ტიტულს ატარებდეს, რითაც ამავდროულად ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას პიროვნებას ამცირებს (შეადარეთ 2 კორინთელები 4:4). 

ბიბლია სატანის ამ მდაბალ მისწრაფებას ხაზს უსვამს ასევე «დრაკონის» მაგალითზე, რომელიც მის მიერ შექმნილ მიწიერ სისტემას აღძრავს «ღვთის საგმობად, რათა და[გმოს] მისი სახელი» (გამოცხადება 13:1,2,6; 12:9). ბიბლიური კონტექსტის თანახმად, სატანის ეს მცდელობა განსაკუთრებით ძლიერ, ბოროტი ქვეყნიერების «უკანასკნელ დღეებში» უნდა გამოვლინდეს (გამოცხადება 12:12). შეუძლებელია საკუთარი თავი არ დაიჭირო იმ აზრზე, რომ ზუსტადაც რომ ჩვენს დროში, როგორც არასოდეს, განიცდის იეჰოვას სახელი კრიტიკასა და შეურაცხყოფას უამრავი ადამიანის მხრიდან,მათ შორის ე.წ. «მორწმუნეების» მხრიდანაც. 

აქედან ნათელი ხდება, რომ პირდაპირი ინტერესი, თუ არ ვიტყვით, ამოცანა, იმისა, რომ ღმერთს ადამიანების გაგებაში საკუთარი სახელი წაართვას, სატანას გააჩნია. თანაც, თავად მისი სახელი «სატანა» (ანუ «მოწინააღმდეგე», «მტერი») მჭიდროდ უკავშირდება 74-ე ფსალმუნში მოხსენიებული ღვთის მტრის აზრებსა და მიზნებს:

«ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი? ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს? …გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა, და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს» (ფსალმუნები 74:10,18).

მაშ რამდენად უგუნურად გამოიყურება თანამედროვე «მორწმუნე» ადამიანების მცდელობები, რომ, ზემოთაღწერილის მსგავსად, მხარი დაუჭირონ ქრისტიანების მხრიდან იეჰოვა ღმერთის სახელის განდიდების «უსარგებლობას»! თანაც ისე მონდომებით უჭერენ მხარს, რომ საკუთარი ბიბლიის თარგმანებიდანაც კი მზად არიან ამოშალონ და ღვთის სახელისადმი ზიზღის გამო წმინდა წერილის ათასობით (!) ადგილს ამახინჯებენ. უნებურად კითხვები გებადება: ვის მაგალითს ბაძავენ ისინი ამით? ვის ინტერესებს უწყობენ ხელს ამ ყველაფრით? და როგორა აქვთ შინაგანი სინდისის საქმე, როდესაც ჩვეულებისამებრ ყველაზე ცნობილი ლოცვის სიტყვებით ლოცულობენ:

«ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი» (მათე 6:9)?

------------------------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru 

1 комментарий: