пятница, 18 августа 2017 г.

ბიბლია (100)







1. წარსულში ადამიანები სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში, რათა ბიბლია წაეკითხათ. დღეს მაშინ იგდებ სიცოცხლეს საფრთხეში, თუ არ კითხულობ მას. (ა. აბრამოვი, «teonote.livejournal.com»)
2. თუ ქრისტიანი გინდა გახდე, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო ბიბლია თავიდან ბოლომდე. ხოლო თუ შემდგომაც აპირებ ქრისტიანად დარჩენას, მაშინ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა უნდა გააგრძელო. (ავტორი უცნობია)
3. — მე არ წამიკითხვას ბიბლია, მაგრამ ქრისტიანი ვარ! — მე კი არც სამედიცინო უნივერსიტეტში მისწავლია და არც პრაქტიკა გამივლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილი ქირურგი ვარ! (https://otvet.mail.ru/question/178473847)
4. რატომ ხდება ასე, რომ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა არ იცის სადაა მათი ბიბლია და სრულიად მშვიდად ცხოვრობენ. ხოლო როდესაც ტელეფონს კარგავენ — პანიკა ეწყებათ? (Artur Simonyan, Facebook)

5. ერთხელ მქადაგებელს ჰკითხეს: როგორ იცავდა ის ბიბლიას როდესაც ბიბლიას ვინმე თავს ესხმოდა. «ძალზედ იოლად, — უპასუხა მან. — ზუსტად ისევე, როგორც ლომის დაცვა რომ მიწევდეს: მე მას უბრალოდ გისოსიდან გამოვუშვებ…» (ავტორი უცნობია)
6. ჩვენ საკუთარ თავს არ ვიცნობთ, სანამ ბიბლიას არ "გადავეყრებით". (ავტორი უცნობია)
7. «სცენიდან» წაკითხულმა ბიბლიამ არ უნდა ჩაანაცვლოს ბიბლია «სახლში». (©EsseFelix)
8. ბიბლია პარაშუტივითაა. ისინი არავითარ სარგებელს არ მოიტანენ, სანამ ისინი დახურულია. (ჯგუფი «jwtruth»)
9. როდესაც არ კითხულობ წიგნებს, ძალიან ბევს რამეს კარგავ ცხოვრებაში. როდესაც ბიბლიას არ კითხულობ, ცხოვრებას კარგავ. (სვეტლანა ბურავლიოვა, VK)
10. ადამიანები იმიტომ კი არ აქცევენ ზურგს ბიბლიას, რომ ის საკუთარ თავს უპირისპირდება, არამედ იმიტომ, რომ ის მათ უპირისპირდება. (ამერიკული თქმულება)
11. ხანდახან რა რთულია ბიბლიური მუხლის დამახსოვრება და რა ადვილია დაიმახსოვრო ჭორი! (ავტორი უცნობია)
12. ბიბლია — ესაა ყოველდღიური პური, რომელიც არ ობდება.  (დევიდ მაკასლანდი)
13. მორწმუნეთა უმეტესობისათვის ბიბლია  — სალიცენზიო ხელშეკრულებასავითაა: ისინი მას მხოლოდ ფურცლავენ, წაუკითხავად და აჭერენ «ვეთანხმები». (დენის ოსოვსკი, VK)
14. ჩვენ არ შეგვიძლია ბიბლიის შეცვლა, ბიბლიას კი ჩვენი შეცვლა შეუძლია. (ავტორი უცნობია)
15. ბიბლია, წიგნი, რომელიც გვასწავლის: «არ მოიპარო», ყველაზე ხშირად მოპარვადი წიგნია მაღაზიებში. (სტატისტიკა)
16. ჩვენ უნდა შევისწავლოთ «რას გვასწავლის ბიბლია» და არა «რას გვასწავლის «რას გვასწავლის ბიბლია».(©EsseFelix)
17. ბიბლია საგადასახადო კანონმდებლობასავითაა: ერთი წერია, მაგრამ ყველა სხვადასხვაგვარად იხდის.(ავტორი უცნობია)
18. ბიბლიის კითხვა თავისთავად წარმოადგენს განათლებას. (ლორდი ტენისონი)
19. ბიბლიის აუჩქარებლად კითხვითა და მასზე ღრმა დაფიქრებით, ჩვენ თითქოს უზენაესისგან "კარნახს" ვწერთ ჩვენი გულის "ქვის ფილებზე". (ჯგუფი «jwtruth»)
20. ნუ გადაუშლით თქვენს გულს ადამიანს, რომელიც ბიბლიას არ შლის. (პ.ი. ბოლოხოვი)
21. თუ გადარბენებზე ხართ და ბიბლიის წასაკითხი დრო ვერ გამონახეთ — ესეიგი, მართლა ზედმეტს დარბიხართ. (ვ. სავიჩი)
22. ბიბლია — ესაა გრდემლი, რომელმაც სკეპტიკოსების უროები დაცვითა. (ბერტ ტომსონი)
23. ბიბლია ღვთისგანაა შთაგონებული, ზუსტად ამიტომ შთამაგონებს ის მე. (©EsseFelix)
24. თუ ბიბლია არ წაგიკითხავს — ტყუილად გისწავლია კითხვა. (რეკლამა ქ. ხერსონის ცენტრში)
25. თუ არ გინდათ, რომ იეჰოვას მოწმეები ყოველდღე მოდიოდნენ თქვენთან, დათანხმდით ბიბლიის შესწავლას და მაშინ კვირაში ერთხელ მოვლენ!  (ავტორი უცნობია)
26. ვისაც სიცოცხლეში ბიბლია უყვარდა — მათ არ აშინებდათ საფლავის წყვდიადი! (ბენი ხინი)
27. პატიოსანი ადამიანი გადაშლილი ბიბლიით, ფანქრითა და ბლოკნოტით, სწრაფად გაერკვევა თუ რაშია ის არასწორი. (ა. ტოზერი)
28. ბიბლია — ცხოვრების ერთადერთი გზამკვლევია. ყველა დანარჩენი — «ამაოდმკვლევებია». (სერგეი ასტაფიევი, «Всё в притче)
29. ბიბლიის კვლევისას, საკუთარი გულის კვლევა ისწავლე. (ავტორი უცნობია)
30. ბიბლია — ესაა წიგნი, რომელიც საგზაო ნიშნებსა და მინიშნებებს შეიცავს ღვთისკენ სავალ გზაზე. (ე. ანტოსიუკი)
31. თუ თქვენ გაქვთ ბიბლია, რომელიც იმის გამო იშლება, რომ ის უამრავჯერ გადაიკითხეს — ესე იგი, ის აშენებს იმ სიცოცხლეს, რომელიც ინგრეოდა. (ჯგუფი VK «МЫ — Всемирное Братство — JW»)
32. რა არის მსოფლიო ისტორია? ეს შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებებია. (ავტორი უცნობია)
33. ჩვეულებრივ ისტორიები ასეთი სიტყვებით მთავრდება: «და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად». იეჰოვას მოწმეებთან კი: «და მასთან ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული!» (ავტორი უცნობია)
34. ბიბლია — ესაა სიცოცხლის გამოყენების ინსტრუქცია მწარმოებლისაგან. ვინც არღვევს მას, საგარანტიო მომსახურებას კარგავს. (ჯგუფი OK «jwtruth»)
35. ბიბლიას თუ შეუჩერებლად და მასზე მსჯელობის გარეშე წავიკითხავთ, წაკითხვის ბოლოს დაგვრჩება გრძნობა: «როგორც იქნა ჩავედი». ხოლო თუ შევჩერდებით და ვიფიქრებთ, საინტერესო აზრებს მოვინიშნავთ, დაგვრჩება გრძნობა: «მე დღეს ვიმოგზაურე». (tv.jw.org)
36. სანამ ბიბლიის თანახმად არ დავიწყებთ ცხოვრებას, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ გვესმის ის. (ავტორი უცნობია)
37. ნურასოდეს დაიწყებ იმის მიზეზების ძებნას, რის გამოც ბიბლიის კითხვა არ შეგიძლია. შენ ხომ არ გაქვს იმის მიზეზი, რომ ინტერნეტში არ იჯდე! (ჯგუფი VK «Христианская мудрость в притчах»)
38. ბიბლიასთან შედარებით, ადამიანთა ყველა წიგნები — პატარა პლანეტებივითაა, რომლებიც მთელ თავის სინათლესა და ბრწყინვალებას მზისაგან იღებენ. (რობერტ ბოილი)
39. ბიბლია გვეხმარება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ ჩვენი «მინდა» და «არ შეიძლება».(ავტორი უცნობია)
40. უკეთესია, ცხვირი ბიბლიაში გქონდეს ჩაყოფილი, ვიდრე სხვის საქმეებში. (ვარიაცია ტ. სტარიკოვას ილუსტრაციაზე)
41. ან ბიბლია დაგაშორებს ცოდვას, ან ცოდვა ბიბლიას. (Alex Lvinski)
42. ბიბლიას უნდა ენდო და არა "შეიძლება...." (ავტორი უცნობია)
43. თუ გაგიგიათ ოდესმე, რომ ადამიანს ეთქვას: “წყალწაღებული ვიყავი, ყველას ვძულდი, მაგრამ იმ მომენტიდან, რაც მათემატიკა, გეოგრაფია და ყველა დანარჩენი ქვეყნიური მეცნიერებანის კითხვა დავიწყე, ხელახლა დავიბადე და ახალ ადამიანად ვიქეცი?” არა, ამას თქვენ ვერსად მოისმენთ. სამაგიეროდ ძალიან ბევრი ადამიანის ნახვა შეიძლება, რომლებიც ამბობენ: “მე მკვდარი, უბედური ადამიანი ვიყავი, სიყვარულისა და იმედის გარეშე, მაგრამ როდესაც ბიბლიის კითხვა დავიწყე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა». (ავტორი უცნობია)
44. ბიბლიის კითხვისას მნიშვნელოვანია არა წაკითხული ფურცლების რაოდენობა, არამედ მათი დახმარებით დაბადებული აზრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა (ა. ზუიკოვი)
45. მიყვარს დილით ყავის სუნი ბიბლიის ფურცლების გემოთი. (ვარიაცია ნ. იასმინსკის აფორიზმზე)
46. წუწუნი იმის გამო, რომ ღმერთი სდუმს, მაშინ როდესაც შენი ბიბლია დახურულია, ჰგავს წუწუნს, რომ SMS-შეტყობინენებს არ იღებ, მაშინ როდესაც შენი ტელეფონი გამორთულია.(ჯეიმს გოლი)
47. ნუ მოიქცევი ისე, როგორც ყველა იქცევა, ისე მოიქეცი, როგორც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. (ავტორი უცნობია)
48. ღვთიურ კანონში კმაყოფილების პოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ღვთიური კანონის ცოდნა. (ს. ლეტი)
49. ბიბლია შეიძლება ავტომობილის ფარების სინათლეს შევადაროთ ტყის გზაზე. შუქი არ ავსებს გზაზე არსებულ ორმოებს და არ გვაცილებს გზაზე დავარდნილ მოტეხილ ხეებს, ის ამ დაბრკოლებების დანახვაში გვეხმარება. (ჯგუფი VK «МЫ — Всемирное Братство — JW»)
50. ბიბლია — ესაა ქრისტიანობის კონსტიტუცია. (ავტორი უცნობია)
51. მცირედი ტვინითაც კი შეიძლება იბრწყინო, ის თუ კარგადაა წიგნით "გალესილი". (https://otvet.mail.ru/question/30254257)
52. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ჩვენ თითქოს «ანტივირუსის განახლებას» ვაკეთებთ საკუთარ თავში და უფრო ადვილად ვუწევთ წინააღმდეგობას ცდუნებებს. განაახლე შენი «ანტივირუსი» ყოველდღე. (ა. ბაბარიკინი, VK)
53. კარგია როდესაც ბიბლია ხელში გაქვს, მაგრამ უკეთესია თუ ის გულში გაქვს. (კ. ლუკიანცევი, livejournal.com)
54. ბიბლია სულიერ გულს აძლევს პულსს. (ავტორი უცნობია)
55. ბიბლიის, წმინდა წერილის დახმარებით, ჩვენი დროის მატარებელი ზუსტი განრიგით მოძრაობს. (ავტორი უცნობია)
56. ბიბლია გვაგებინებს ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ, და არა ყველაფერს, რისი ცოდნაც გვინდა.(რეგიონალური კონგრესი)
57. ბიბლია — ესაა განძი, ხოლო პუბლიკაციები — ის ინსტრუმენტებია, რომლებიც დამალული განძის ამოთხრაში გვეხმარებიან. (ავტორი უცნობია)
58. შემოქმედებაში ღმერთის ხელი ჩანს. წმინდა წერილებში მისი გული. (vk.com.zav1975)
59. ბიბლია — აბია, ხოლო პუბლიკაციაბი — ესაა წყალი, რომელიც აბის გადაყლაპვაში გვეხმარება. (ავტორი უცნობია)
60. როდესაც კითხულობ, ცოდნის ოკეანეებს აღმოაჩენ. თუ ბიბლიას კითხულობ — სიცოცხლის წყალს დალევ. (блог Абдураимова Э. Н)
61. ზურგი აქციო ბიბლიას იმის გამო, თუ როგორ იქცევა ქრისტიანული სამყარო, იგივეა, რომ გადააგდო წერილი იმის გამო, რომ ფოსტალიონი რომელმაც ის მოგიტანა, ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. (ერთი დის ბიოგრაფიიდან)
62. ღვთის სიტყვა ჭეშმარიტების ბარომეტრს წარმოადგენს. (ავტორი უცნობია)
63. ბიბლიამ შეიძლება სიმართლით დაგჭრას, მაგრამ ის არასოდეს დაგამშვიდებს ტყუილით. (ა.როგოჟნიკოვი)
64. ბიბლია — უნიკალური წიგნია. ბიბლიის კითხვისას ავტორი მუდამ ჩვენთანაა. (https://otvet.mail.ru/question/187308120)
65. თუ გინდა რომ გარეგნულად ლამაზი იყო — სარკის გარეშე ვერაფერს გახდები. თუ გინდა რომ სულიერად ლამაზი იყო — ბიბლიის გარეშე ვერაფერს გახდები. (ავტორი უცნობია)
66. იცოდით, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანის შექმნას 12 წელი 3 თვე და 11 დღე დასჭირდა? (ჯგუფი «СИ вокруг света»)
67. ბიბლია — ესაა ყოველდღიური პური და არა ტორტის ნაჭერი განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. (Elena Loza(Kesler)
68. ეშმაკს საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ ბიბლია გაქვთ. მას საერთოდ არ აშინებს, როდესაც ხედავს, თუ როგორი დიდია ის, რა ხშირად დაგაქვთ ის თან ან თუ სად გიდევთ ის სახლში. ეშმაკს მხოლოდ იმ ბიბლიის ეშინია, რომელმაც ღრმა ფესვები გაიდგა თქვენს გულში და რომლის თანახმადაც თქვენ ცხოვრობთ, ღვთისადმი რწმენაზე დაიმედებულნი. (ჯონ უიკლიფი)
69. ბიბლიაზე დადებული მტვერი — გულზე მოდებული «ჟანგია». (ვიდეო «ბიბლიის ადგილი შენს ცხოვრებაში»)
70. ბიბლიის საუკეთესო თარგმანი ისაა — რომელსაც საკუთარ ცხოვრებას უსადაგებ.(ავტორი უცნობია)
71. ბიბლია იმიტომ კი არ უნდა წაიკითხო, რომ განსხვავებულად იგრძნო თავი, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებულად იაზროვნო. (ს. ივანოვი)
72. ჩვენც კი არ ვიცნობთ საკუთარ თავს, სანამ ბიბლიას არ «გადავეყრებით». (ავტორი უცნობია)
73. ჩვენ ადამისაგან შთამომავლობით სულიერი დიაბეტი მივიღეთ, ბიბლია კი სულიერი ინსულინია. (ავტორი უცნობია)
74. ნუ იტყვი, რომ ღმერთი დუმს, თუ თაროზე მტვრიანი ბიბლია გიდევს. (ვიდეო «ბიბლიის ადგილი შენს ცხოვრებაში»)
75. განცხადება ტეხასის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გაზეთში: «იმის გასაგებად, თუ რას უნდა აკეთებდნენ ადამიანები, ბიბლია წაიკითხეთ. იმის გასაგებად კი, თუ რას აკეთებენ ისინი სინამდვილეში, ჩვენი გაზეთი წაიკითხეთ».
76. ბიბლიის კითხვა დაფიქრების გარეშე — იგივეა, სარეცხი ვრეცხოთ, სარეცხი ფხვნილის გარეშე. (ავტორი უცნობია)
77. ქვეყნიერება საკუთარი თავის რწმენას გვასწავლის, ბიბლია ღვთისადმი რწმენას.
78. ინსტრუქციას მაშინ ვკითხულობთ, როდესაც უკვე ყველაფერი გაფუჭებულია, ხოლო ბიბლიას — როდესაც სიცოცხლე უკვე ნაცხოვრებია… (https://otvet.mail.ru/question/62324077)
79. ბიბლიაში მრავალი რამ მართლაც თანამედროვედ ჟღერს. თუნდაც ნოეს ისტორია ავიღოთ, რომელიც 40 წელი ეძებდა პარკირების ადგილს. (რობერტ ორბენი)
80. ბიბლიაში ისე ჩაიხედე როგორც სარკეში და არა როგორც უკანა ხედვის სარკეში.(რეგიონალური კონგრესი)
81. ღვთის სიტყვის მოქმედება შეიძლება წყალს შევადაროთ: ის ჩვენი გონების ხევ-ხუვებში მიედინება და ყოველგვარ სიბინძურესა და ხორციელი აზროვნების ტალახს რეცხავს. (ავტორი უცნობია)
82. ზოგიერთი წიგნი ინფორმირებას ახდენს, ზოგი — რეფორმირებას და მხოლოდ ბიბლია ახდენს — ტრანსფორმირებას. (ლ. პირსონი)
83. ბიბლიის კითხვა ადამიანს ტვინს მატებს, წლების მატების გარეშე. (ა. ტკაჩოვი)
84. ბიბლია გვატყობინებს ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც გვჭირდება და არა ყველაფერ იმას, რისი ცოდნაც გვსურს. (ე. ვიკულენკო)
85. მთავარი ის კი არ არის, თუ როგორები ვართ მაშინ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, მთავარი ისაა როგორები ვართ, როდესაც ბიბლიას ვხურავთ. (ს. აფონსკი)
86.  ადამიანმა ბიბლია თავისი ქცევის წესად უნდა აქციოს. (ავტორი უცნობია)
87. წიგნის «ღმერთი როგორც ილუზია» გამოსვლამ ბიბლიის გაყიდვები 120%-ით გაზარდა. რაღაც სარგებელი მაინც მოიტანა ათეიზმმა. (ავტორი უცნობია)
88. ბიბლიის კითხვის გრაფიკი აგატა კრისტისაგან: «მის მარპლმა გადაწყვიტა მცირე ხნით კიდევ დარჩენილიყო საწოლში. მან ბალიშები დაფერთხა, საწოლის საზურგეზე მიაწყო ისინი და საათს შეხედა: შვიდის ნახევარია. მან აიღო ბიბლია, რომელსაც მგზავრობისასაც კი არ შორდებოდა და ნახევრად მწოლიარემ ერთ ნახევარი თავი წაიკითხა — თავისი დღიური ნორმა». (აგატა კრისტი, «სასტუმრო ბერტრამი»)
89. შენი ცხოვრება შეიძლება ერთადერთი «ბიბლია» იყოს მრავალი ადამიანისათვის. (კ. კულმანი)
90. სჯობს ბიბლიის ერთი მუხლის მიხედვით ცხოვრობდე, ვიდრე მთელი თავი იცოდე ზეპირად. (ავტორი უცნობია)
91. ის, ვინც ბიბლიას კითხულობს და არ ფიქრობს წაკითხულზე, ჰგავს ადამიანს, რომელსაც თავს ზემოთ ქოლგა უჭირავს. (ს. ასტაფევი, «Всё в притче»)
92. ბიბლიის ორივე ყდას შორის საკმარისი ჭეშმარიტებაა, რათა მარადიულად იცხოვრო. (ედ კოული)
93. იკვლიეთ არა ბიბლია, არამედ იეჰოვა. 
94. თუ დარწმუნებული ხარ, რომ სწორ გზაზე დგეხარ, მაშინ არ უნდა გეშინოდეს თვითშემოწმებების. მხოლოდ მათ ეშინიათ, რომლებმაც იციან, რომ საკუთარი რწმენის შენება სახურავიდან დაიწყეს და არა საძირკვლიდან და ეშინიათ, რომ ბიბლიის ფურცლების მცირედი შრიალიც კი დაანგრევს მას. (ავტორი უცნობია)
95. მრავალი წიგნი ცხოვრებას ხატავს, ბიბლია კი გარდაქმნის მას. (© remaker.in)
96. ძალიან დიდი განსხვავებაა იმ წიგნებს შორის, რომლებსაც ადამიანები ქმნიან და იმ წიგნს შორის, რომელიც ადამიანებს ქმნის. (ავტორი უცნობია)
97. «გთხოვ, წაიკითხე ბიბლია!» (შენი დაღლილი გული)
98. ბიბლია არც ძველია და არც თანამედროვე, ის მარადიულია: მას ყველა თაობისათვის აქვს სათქმელი. (მარტინ ლუთერი)
99. ჭეშმარიტების «კარიესი» გაწუხებთ? გადაწმინდეთ მტვერი თქვენი ბიბლიიდან. (ავტორი უცნობია)
100. აი ეხლა ზიხარ და ჩემს ბლოგს კითხულობ, არადა შეგეძლო ბიბლია წაგეკითხა! (:
------------------------------------------------------------------------
წყარო: https://essefelix.wordpress.com

3 комментария:

  1. ახალი თემები ხო დაიდება? სწავლებებზე? ცხოვრებისეულ საკითხებზე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. აუცილებლად. მოუცლელობის გამო იგვიანებს.

      Удалить