пятница, 7 июля 2017 г.

სიყვარულის ბორბალი

ამბობენ, რომ ბორბალი - ადამიანის პირველი გამოგონებააო. ასეა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეს გამოგონება რომ თავისი გენიალური უბრალოების მიუხედავად ძალიან სასარგებლოა, ეს ფაქტია. დღეს ბორბლის გარეშე ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა ძალიან რთულია: ავტომობილები, ველოსიპედები, გორგოლაჭები, თვითმგორავები და მრავალი სხვა რამ ბორბლის გარეშე არ იარსებებდა. ყველაფერი კი აი ასე იწყებოდა:


მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თავად ბორბალში (მაგალითად ველოსიპედის) საკაცობრიო არსის ფუნდამენტალური პრინციპია ჩადებული, უფრო სწორად კი მსოფლმხედველობის, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში ძალუძს ნამდვილი ჰარმონიის მოტანა. გაოცებული ხართ? 
ბიბლიაში ღმერთმა მრავალი მცნება მოგვცა, მათ შორის ათი ძირითადი მცნება, რომლებიც მან თავად დაწერა ქვის ფილებზე. მაგრამ რატომაა ეს მცნებები მაინც და მაინც ამ თანმიმდევრობით დაწერილი, მრავლისთვის გაუგებარია. თითქოსდა, სავსებით ლოგიკურია, რომ პირველი და ესე იგი უმთავრესი მცნება უნდა ყოფილიყო "არ მოკლა", პირველი მცნება კი შეიძლება ბოლოში გადაგვეტანა: "რადგან რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ღმერთს ემსახურები, მთავარია კარგი ადამიანი იყო," - ფიქრობენ ისინი. 
მაგრამ კიდევ უფრო დიდ გაკვირვებას იესოს პასუხი იწვევს იმ კითხვაზე, თუ რომელი მცნებაა კანონში ყველაზე უდიდესი: 
ერთმა მათგანმა, კანონის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა: - მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში? მან უთხრა: - "გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით". ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: "მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს". ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები.  (მათე22:35-40) 
რატომ არ დაასახელა იესომ ყველაზე დიდ მცნებად ათი მცნებიდან პირველი მცნება? და რატომ დაამატა მეორე მნიშვნელოვანი მცნება, რომელიც ათ მცნებაში საერთოდ არ იყო?
საქმე იმაშია, რომ იესო ასწავლიდა არა მცნებებს, არამედ პრინციპებს. ეს განათლება ეჭვგარეშე უპირატესობს, რადგან შეუძლებელია პრინციპები გამოიყენო, თუ ისინი არ გესმის! ეგრევე იფარცხებიან ყოველგვარი ფანატიკოსები, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან ზემოდან მომდინარე მითითებებს. განა ღმერთს ბრმა მორჩილება სჭირდება? რა თქმა უნდა, არა. 
ამ ორი პრინციპის გამოყოფით, იესომ ჰარმონიის საიდუმლო გაამხილა. ყურადღებით დააკვირდით ამ ბორბალს:

ის სიმბოლურად ადამიანთა საზოგადოებასა და თავად შემოქმედს განასახიერებს. რაზე იქნება დამოკიდებული მსგავსი ბორბლის სიმყარე? სწორია, ის მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, როდესაც დისკის ყველა წერტილი მყარად იქნება შეერთებული ერთმანეთთან. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს წერტილი-ადამიანები, მყარად იყვნენ მოჭიდებული ცენტრს - ღმერთს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს კონსტრუქცია მყარი და მოქმედი. 
დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს სურს მშვიდობა და ჰარმონია, რომ არ იყოს ომები და დამნაშავეობა, ქურდობა და სიცრუე. მაგრამ ნდომა საკმარისი არ არის. მაგალითად, როდესაც 1917 წელს იდეალისტების მცირე ჯგუფი ახალი ქვეყნიერების შექმნას ცდილობდა, მათ არაფერი გამოუვიდათ. უფრო უარესიც კი გამოუვიდათ. რატომ?

ერთხელ მეუღლესთან ქალაქში სეირნობისას, ჩვენ გვერდით ჩავუარეთ კარავს, რომელიც თანამედროვე კომუნისტებს გაეშალათ და სადაც ისინი გამვლელთა აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ. აბა გვერდს როგორ ჩავუვლიდი? ზუსტად იმ პერიოდში ვკითხულობდი "არქიპელაგი გულაგს" და ძალიან ბევრი შეკითხვა მქონდა ამ პარტიის წარმომადგენლებთან. კომუნისტი-მამაკაცი ძალიან სასიამოვნო და კეთილი აღმოჩნდა, ზუსტად ისეთი, როგორც ისინი, რომლებიც რევოლუციას იწყებდნენ. ცოტა მოშორებით, კარავში, მზისგან და ადამიანებისაგან შორს, იჯდა ის, ვინც უფრო მეტად იმათ ჰგავდა, რომლებიც რევოლუციას ამთავრებდნენ: გაბოროტებული და დაბღვერილი. მე პირდაპირ შევეკითხე: 
- წაკითხული გაქვთ "არქიპელაგი გულაგი"? 
მან ცერად გაიღიმა და მითხრა, რომ ეგ წარსულში იყო, დღეს კომუნისტურ პარტიას სხვა მეთოდები აქვსო. ჩვენ ცოტახანს ვისაუბრეთ და შემდეგ შევეკითხე, გაუგია თუ არა ფრაზა, რომ "რევოლუციას ყოველთვის იდეალისტები იწყებენ, ხოლო გარეწრები ამთავრებენ", როგორც ეს უკვე იყო ჩვენ არც თუ შორეულ ისტორიაში? ის ისევ გაიღმიჯა და იმის ახსნას ცდილობდა, რომ ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო. ჩემს მიერ გაკეთებული მორიგი დასკვნების შემდეგ მან თქვა: 
- თქვენ რომ კაცმა მოგისმინოთ, მაშინ საერთოდ აღარაფერი უნდა აკეთო კაცმა!

არ ვიცი, რა მიზნისკენ იყო მიმართული ამ მამაკაცის მცდელობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ესმოდა, თუ რისი სწამდა. ადრე ამბობდნენ, რომ "კომუნიზმი - ესაა სამოთხე ქრისტეს გარეშეო". მაგრამ სინამდვილეში - ეს უბრალოდ შეუძლებელია. ბორბალს ღერძს თუ გამოვაცლით, მაშინ დისკი მყიფე და სუსტი გახდება. ზუსტად ამიტომ შეეძლო იმ რეჟიმს მხოლოდ ძალადობის საშუალებით "დგომა" და მაშინვე დაეცა, როგორც კი ძალა მოსუსტდა. კი, ადამიანები იმაზე მეგობრულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე დღეს არიან, მაგრამ ნამდვილი ერთიანი ავტორიტეტის გარეშე ის სისტემა დანგრევისთვის იყო განწირული. რატომაა ასე აუცილებელი, რომ ამ კონსტრუქციაში ღმერთი იყოს? 
წარმოვიდგინოთ დაახლოებით ას სახლიანი სოფელი. დიდი სოფელი. რა მოხდება, თუ ამ სოფელში არ იქნება ძალაუფლება, ნამდვილი, ავტორიტეტული ძალაუფლება, რომელსაც ყველა პატივს სცემს და გაუგონებს? ზუსტად ისეთივე სიტუაცია იქნებოდა, როგორც ისრაელი მსაჯულების დროს იყო, როდესაც ყველა იმას აკეთებდა, რაც სურდა. მაგრამ სოფელში თუ იქნება უბნის ინსპექტორი, რომელსაც ყველა პატივს სცემს როგორც სამართლიან და პატიოსან ადამიანს, რომელიც დაუსჯელს არ დატოვებს დამნაშავეს და არც უდანაშაულოს დასდებს ბრალს, მაშინ ასეთ სოფელში მშვიდობა და წესრიგი იქნება.

მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. ადამიანები, მაშინაც კი თუ ძალიან კარგები არიან - ფუჭდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ ძალაუფლებას ფლობენ. ამასთანავე ისინი მოკვდავნი არიან და თუ ამ კარგ მმართველს არ მოკლავენ (რაც სრულიად შესაძლებელია), ადრე თუ გვიან ის მაინც მოკვდება. მაგრამ ასეთი ადამიანი რომც არსებობდეს, მას მოუწევდა ძალადობის გამოყენება, იმიტომ რომ ბოროტებასთან სხვაგვარად ბრძოლა ხშირად არ გამოდის. და ისევ დახურული წრე: კარგ ძიას კლავენ, ღალატობენ ან სხვა სახით იშორებენ ცუდი ძიები. ზღაპრის დასასრული. 
მაგრამ ჩვენი შემოქმედი უფრო შორს წავიდა. მას სურს, რომ მისი არა მხოლოდ ეშინოდეთ, არამედ უყვარდეთ კიდეც. უყვარდეთ იმის გამო, რომ ის არის ჰარმონიული, სრულყოფილი პიროვნება, რომელსაც ამასთანავე ძალიან ძლიერ ვუყვარვართ. ესაა ყველაზე მოქმედი და ყველაზე ძლიერი მოტივი, რომელსაც შეუძლია ღვთის ყველა ქმნილების მართლა გაერთიანება. უბრალო მაგალითი: 
ოჯახი, რომელშიც ბევრი ბავშვია. რა უნდა ვქნათ იმისათვის, რათა ბავშვებს შორის მშვიდობა და პატივისცემა იყოს გაბატონებული? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ყველა მათგანს მართლა ძლიერ ეყვარება და პატივს სცემენ მამას. იმის შიშის გამო, რომ მამა არ გაანაწყენონ, რომელიც მათ ძლიერ უყვართ, ისინი როგორც მინიმუმ შეეცდებიან მაინც ერთმანეთის მიმართ მომთმენები იყვნენ.

ზუსტად ასევეა ჩვენ შემთხვევაშიც. თუ ყველა ჩვენთაგანს პირველ რიგში ღმერთი გვეყვარება, მაშინ ჩვენ არც მოვკლავთ, არც მოვიპარავთ და არც ვიცრუებთ. ზუსტად ამიტომაც თქვა იესომ, რომ მეორე მცნება პირველის მზგავსია, უფრო სწორად კი, პირველიდან გამომდინარეობს. ბოლოს კი მან დასკვნა გააკეთა: ამ ორ მცნებაზე დგას ყველაფერი! სიყვარულის ბორბალი - ყველაზე მყარი კონსტრუქცია, მმართველობის ყველაზე ეფექტური მოდელია, რომელიც ღმერთმა ამოირჩია. 
მაგრამ დღეს რა ხდება ჩვენს გარშემო? ადამიანი ადამიანს მგლად ექცა, ყველად თავისი ღმერთი ჰყავს და სადღაც გულის სიღრმეში ცხოვრობს, სიყვარულის ბორბალი დაიმტვრა და გზას ვეღარ აგრძელებს: ჩიხი!

ცოტა ხნის წინ პროფილაქტორიუმში ვისვენებდი და დილაობით სამსახურში ყოველდღე ფეხით მივდიოდი, იმიტომ რომ ამ დროს ტრანსპორტი არ მოძრაობდა. და ასე ყოველდღიურად ნახევარი საათი მივდიოდი, მივდიოდიდა მივდიოდი....  გვერდზე კი მანქანები ჩამიქროლებდნენ, რომელთა დანადგართა დაფაზეც ალბათ სამების ხატები იქნებოდა დაწებებული. ერთი შეხედვით ეს ადამიანები ქრისტიანები არიან და მათ თვალში მეც ქრისტიანი ვარ ერთი შეხედვით (ჩვენთან ხომ ყველანი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ჩვენთან ხომ ათეისტებიც კი მართლმადიდებლები არიან), მაგრამ არავის არ გასჩენია სურვილი, რომ სიყვარული გამოევლინა მოყვასის მიმართ და სამსახურამდე მიეყვანა ის. არა, განა მიკვირს, მე ყველაფერი მესმის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ამ ადამიანებთან ოდესღაც ღვთის შესახებ დავიწყებ ლაპარაკს, ისინი შემდეგი ფრაზით შემაქცევენ ზურგს: "არ გვაინტერესებს, ჩვენ უკვე ქრისტიანები ვართ!" 
ჩვენს ქვეყანაში თითოეულ ადამიანს უკვირს, რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად? ბრალს სდებენ ყველას, საკუთარი თავის გარდა. მაგრამ მათ ერთი უბრალო რამ არ ესმით: მგლების საძმოს კარგად და მშვიდობიანად ცხოვრება არ შეუძლია. ყველას სურს რომ დიდი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ცოტას თუ სურს, რომ დიდი სიყვარული ჰქონდეს ღვთისა და მოყვასის მიმართ. მაგრამ ამის გარეშე კარგი ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. 
სიყვარულის ბორბალი ჯერ კიდევ მიგორავს ამ ქვეყნიერების გზებზე და მათ აგროვებს, ვისაც სიყვარული შეუძლია. შემოუერთდი!
-----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.