понедельник, 15 августа 2016 г.

როგორ გაჩნდა ღმერთი?

როგორ გაჩნდა ღმერთი, როგორ წარმოიშვა ღმერთი და არსებობდა თუ არა ღმერთი ყოველთვის - ესაა ყველაზე ხშირი შეკითხვები, რომლებსაც ადამიანები საკუთარ თავს უსვამენ ღმერთის შესახებ. 

და ეს მართლაც ძალიან რთული შეკითხვაა, თანაც მისი დასმა განსაკუთრებით უყვართ ათეისტებს მორწმუნე ადამიანებისათვის, რათა მათი რწმენა შეარყიონ, როდესაც თავად უკვე არგუმენტები აღარ ჰყოფნით. 

პასუხი, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა, ყველას როდი აკმაყოფილებს. მთელი ჩვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს გარშემო არსებული ყველა საგანი ოდესღაც გაჩნდა, ოდესღაც კი ისინი უბრალოდ არ არსებობდა.



მაგრამ მეორეს მხრივ ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი: 
სანამ მთები გაჩნდებოდნენ და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით, მარადიულად (უსასრულობიდან - უსასრულობამდე) შენ ხარ ღმერთი. (ფსალმუნები 90:2) 
პირველი შეცდომა, რომელსაც ათეისტები უშვებენ, როდესაც თავსატეხს ხსნიან სახელწოდებით "საიდან გაჩნდა ღმერთი?" იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი - მატერიალური საგანი არ არის. როდესაც მის წარმოშობაზე და არსებობაზე ვმსჯელობთ, არ შეიძლება მხოლოდ პირადი გამოცდილებით აპელირება. 
ის, ვინც მთელი ჩვენი მატერია ენერგიისაგან შექმნა, თავად არ შედგება იმავე მატერიისაგან, ამიტომ ჩვენი ფიზიკის კანონების გამოყენება ღმერთთან და იმ საკითხთან მიმართებით, თუ როგორ გაჩნდა ის, არ შეიძლება. არსებითად, შეკითხვა ღვთის წარმოშობის შესახებ თავიდანვე არაკორექტულია. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა: 
- არ ღირს მზარეულის ძებნა ბორშის ქვაბში!

მე ძალიან მომეწონა ერთი განმარტება და მინდა მისი ციტირება მოვახდინო:  
«პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს შეკითხვა აზრს მოკლებულია. ეს ჰგავს შეკითხვას: «როგორ გამოიყურება ცისფერი სუნი?» ცისფერი არ განეკუთვნება იმ ნივთების კატეგორიას, რომლებსაც სუნი აქვთ, ამიტომ თავად შეკითხვა არაკორექტულია. ამის მსგავსად, ღმერთი არ განეკუთვნება იმ ნივთების კატეგორიას, რომლებიც იქმნებიან ან ჩნდებიან. ღმერთს არ გააჩნია მიზეზი და არ იქმნება – ის უბრალოდ არსებობს. საიდან ვიცით ჩვენ ეს? ჩვენ ვიცით, რომ «არაფრისაგან» არაფერი არ ჩნდება. ამიტომ, თუ ოდესღაც იყო დრო, როდესაც აბსოლუტურად არაფერი არ არსებობდა, მაშინ არც არაფერი გაჩნდებოდა. მაგრამ ნივთები არსებობენ. ამგვარად, რადგან შეუძლებელია, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილიყო, ყოველთვის რაღაცას უნდა ეარსება. ამ ყოველთვის არსებულს ვუწოდებთ ზუსტად ღმერთს.» 
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ გაჩნდა ღმერთი? 
ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობს:
- აი, ღმერთს "დაზუსტებით" რომ აღეწერა საკუთარი თავი ბიბლიაში, როგორ გაჩნდა ის და რისგან შედგება, როგორ შექმნა სამყარო, თანაც ბიბლიისათვის ფოტოსურათებიც რომ დაერთო მტკიცებულებების სახით, აი მაშინ მართლაც ვიწამებდი! უკაცრავად, მაშინ ფოტოაპარატები ჯერ არ იყო მოგონილი და არავის გადაუღია ყველაფრის დასაწყისი. და რომც ეარსება კიდეც, განა შეიძლება იმის აღბეჭდვა, თუ როგორ იქმნებოდა სამყარო და მით უმეტეს ღმერთი? 
და საერთოდ, თავის დროზე ღმერთს რომ მართლაც ასე გაეკეთებინა, მაშინ ბიბლიას ასეთი სახე ექნებოდა:

ყველაფერს მიხვდით ხომ რაც ამ სურათზეა? საეჭვოა ასეთი სახით დაწერილი ბიბლია ყველაზე კითხვად და გავრცელებულ წიგნად ქცეულიყო კაცობრიობის ისტორიაში! 
ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა პრეტენზია წამომიყენა, რატომ არ გაგვიმხილა ღმერთმა შემოქმედების ყველა საიდუმლოო? არ მოგვიყვაო დინოზავრებსა და გამყინვარების პერიოდზე, არ აგვიხსნაო ბუნების ყველა კანონი და რაც ყველაზე მთავარია არ გვითხრა, თავად როგორ გაჩნდაო. რა პასუხი უნდა გასცე ასეთ შემთხვევაში? 
პირველი, რისი თქმაც შეიძლება, ესაა ის, რომ ღმერთი არაფერში არაა ჩვენს წინაშე ვალდებული. ჩვენ ვართ ვალდებულები მის წინაშე. მით უმეტეს ის საერთოდ არაა ვალდებული იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მის არსებობასაც კი არ აღიარებენ და არ სურთ მის ნათლად გამოხატულ ზნეობრივ ნორმებს დაემორჩილონ. 
მეორე, ბიბლია იწერებოდა იმ დროში, როდესაც არ არსებობდა არც ფიზიკა, არც ქიმია და არც ისტორია, როგორც ასეთი. როგორ შეძლებდა ის, რომ თითებზე აეხსნა ბუნების ურთულესი კანონები? 
ჩავატაროთ ექსპერიმენტი: ავიღოთ ასეთი "ჭკვიანი" ადამიანი, მივცეთ მას საბუნებისმეტყველო მეცნიერების რამოდენიმე წიგნი და გავგზავნოთ ჯუნგრლებში რომელიმე პირველყოფილ ტომთან, რომლებმაც მხოლოდ წერა-კითხვა იციან. მივიდეს ეს "ჭკვიანი" ადამიანი და ეს წიგნები მიუტანოს მათ, რათა ბუნების უამრავი საიდუმლო გაიგონ. როგორ ფიქრობთ, რას უზავენ ისინი ამ წიგნებს? დიახ, აშკარად არადანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. აბა თქვენ რას ელოდით? ამ ადამიანს მათი სწავლების შესაძლებლობაც რომ მიეცეს, საეჭვოა რომ მან წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არაფერში სჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა!

დღეს, შეკითხვაზე პასუხის გაცემა, როგორ გაჩნდა ღმერთი, იგივეა, პიგმეებს რომ ავუხსნათ ადრონული კოლაიდერის მუშაობის პრინციპი. მისთვის, ვინც საწყისები არ იცის, შეუძლებელია ასეთი საკითხების ახსნა. ღმერთი კი, ეჭვგარეშეა, იმ სამყაროზე მილიონჯერ უფრო რთულადაა "მოწყობილი", რომელიც მან შექმნა.
როგორ გაჩნდა ღმერთი? შესაძლოა მან თავად მოუყვეს მომავალში იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ნამდვილად უყვართ და რომლებსაც მან მარადიული სიცოცხლე დაჰპირდა. და ეს ხუმრობა არაა. 
შეკითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს: თქვენ თუ იქნებით მათ რიცხვში?
-----------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

1 комментарий: