вторник, 4 февраля 2014 г.

"იაჰვე" თუ "იეჰოვა" უმცირესობის ავტორიტეტული აზრი









«ნარევი», «ჰიბრიდი», «საშინელება». რამ აიძულა ჰებრაისტები, რომლებიც ბიბლიას იკვლევენ, გამოეყენებინათ ასეთი ძლიერი გამონათქვამები? ასეთია მათი რეაქცია კითხვაზე, რამდენად სწორია რომ ღვთის სახელი გამოითქვას  როგორც "იეჰოვა". ას წელზე მეტია რაც ამ საკითხთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. დღეს ფილოლოგების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს "იაჰვე"-ს — ღვთის სახელის გამოთქმის ორმარცვლიან ვარიანტს. მაგრამ მართლა ასეთი "საშინელებაა" ღვთის სახელის გამოთქმა,როგორც "იეჰოვა"? («იეჰოვა» თუ «იაჰვე»?, «საგუშაგო კოშკი», 1 თებერვალი 1999, გვ. 30 რუს.)

საინტერესოა თუ არა თქვენთვის გაიგოთ როგორ გაჩნდა გამოთქმა «იაჰვე»? რის საფუძველზე იხრება სწავლულთა უმეტესობა ამ ვარიანტისკენ? ამ საკითხს პოპულარულად აშუქებს სწავლული-ჰებრაისტი ნეემია გორდონი, კარაიმიზმის გამოჩენილი მოღვაწე, მკვდარი ზღვის გრაგნილების შემსწავლელი პროექტის მონაწილე. საინტერესოა, რომ ის არ იზიარებს ჰებრაისტთა უმეტესობის აზრს და საფუძვლიანად აჩვენებს, რომ ტრადიციული გამოთქმა "იეჰოვა" ყველაზე ახლოსაა პირველწყაროსთან.


                                   ----------------------------------------------------------



       სახელის გამოთქმა


                                       ნეემია გორდონი


სახელის გამოთქმის აკრძალვის გამო მისი ზუსტი ჟღერადობა დავიწყებული იქნა. თითქმის ათასი წლის განმავლობაში სახელი არ გამოიყენებოდა ყოველდღიურ თაყვანისმცემლობაში და დღეს ჩვენს წინაშე დგება კითხვა: როგორ უნდა გამოვთქვათ ის სწორად? ორი ყველაზე ცნობილი ვერსიაა - იაჰვე და იეჰოვა. მაგრამ საერთოდ რატომ არსებობს ასეთი გაუგებრობა? და როგორ გამოითქმება სინამდვილეში სახელი?

წარმოთქმის პრობლემა განპირობებულია იმით,რომ ებრაულ დამწერლობაში ხმოვნების და თანხმოვნების ჩაწერა ხდება ორი ცალკეული და განსხვავებული სიმბოლოების ნაკრების საშუალებით. თანხმოვნები იწერება ასოების სახით, ხოლო ხმოვნები -  წერტილებისა და დეფისების სახით. მაგალითად, სიტყვა იელედ  (ילֶדֶ)( ბავშვი) იწერება თანხმოვნების საშუალებით ილდ (ילד) და ხმოვნების ე ე (ֶ ֶ). სახელთან მიმართებაში ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ მის ხმოვნებს სისტემატიურად ცვლიდნენ ხმოვნებით სიტყვიდან  ადონაი (უფალი). ამიტომ თანამეროვე მეცნიერები განზრახ უკეთებენ იგნორირებას ხმოვნებს "იჰვჰ"-დან, რომლებიც ფაქტიურად არსებობს წმინდა წერილების ებრაულ ტექსტებში და ცდილობენ რეკონსტრუქცია გაუკეთონ "პირველწყაროს" ხმოვნებს, რისთვისაც მიმართავენ აბსოლუტურად განსხვავებულ გარე არგუმენტებსა და მოსაზრებებს. ამის შედეგად მეცნიერები მიდიან სხვადასხვა დასკვნებამდე სახელის სწორ წარმოთქმასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია ამბობს, რომ სახელი გამოითქმოდა როგორც იაჰვე, და მეცნიერები თითქმის ერთსულოვნად უჭერენ მხარს ამ მოსაზრებას. მაგრამ ასეთი კონსენსუსი არაა დაფუძნებული გადამწყვეტ მტკიცებულებებზე. ცნობარში Anchor Bible Dictionary-ში ახსნილია: «იჰვჰ-ს წარმოთქმა როგორც იაჰვე - ეს მეცნიერული ვარაუდია».[1] თუ "იაჰვე" მხოლოდ და მხოლოდ ბუნდოვანი ვარაუდია, მაშინ რა არის ჩვენთვის ცნობილი სახელის გამოთქმის შესახებ? და რისი თქმა შეიძლება იმ იდეის შესახებ, რომლის თანახმადაც, მეცნიერთა ვარაუდით, იჰვჰ-სთვის ხმოვნები დასესხებული უნდა იქნას სიტყვიდან ადონაი?


გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, სახელი იჰვჰ როგორც ასეთი, არ ყოფილა განდევნილი ბიბლიის წერილობითი ტექსტებიდან. სინამდვილეში თანხმოვნები, რომლებიც წარმოადგენენ სახელის იჰვჰ შემადგენელს, წმინდა წერილის ებრაულ ტექსტებში დაახლოებით 6828 ჯერ გხვდება. რისი თქმა შეიძლება ხმოვნებზე? მართალია რომ ისინი სიტყვას ადონაი-ს ეკუთვნიან? ამ პრობლემაში გასარკვევად, საჭიროა განვიხილოთ ძველი გადამწერების პრაქტიკა, რომელსაც ჰქვია  კერე-კეტივ, «წაკითხული (კერე) და დაწერილი (კეტივ)». კერე-კეტივ გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, ბიბლიიდან გარკვეული სიტყვა იწერება ერთი წესით (კეტივ), მაგრამ ბიბლიური ტექსტის მინდორზე აღნიშნულია, რომ ის უნდა წაკითხულ იქნას ისე, თითქოს სხვაგვარადაა დაწერილი (კერე). მაგალითისთვის: დაბადების 8:17-ში ვხვდებით სიტყვას ხოცე (הוצא, «გამოიყვანე»). ბიბლიის ხელნაწერებში ამ სიტყვის თავზე არის აღნიშვნა პატარა წრის სახით, რომელიც გზავნის მკითხველს შენიშვნისკენ რომელიც ხელნაწერის მინდორზეა გაკეთებული, სადაც ნათქვამია «היצא קרי» – «წაიკითხე როგორც ხოიცე». ამგვარად, ხოცე ბიბლიაში ჩაწერილია ასო ვავ-ით, მაგრამ, შენიშვნა მინდორზე მოითხოვს წავიკითხოთ როგორც ხოიცე – ასო იოდ-ით. როგორც კერე-კეტივ-ის
გამოჩენის მრავალ შემთხვევაში, მინდორზე მოცემული შენიშვნა არ ცვლის მუხლის აზრს, ვინაიდან სიტყვა ხოცე და ხოიცე ორივე ნიშნავს "გამოყვანას, მოცილებას". მაშ რისთვისაა საჭირო სიტყვის სხვაგვარად წაკითხვა, თუ ამით აზრი არ იცვლება? სავარაუდოდ, კერე-კეტივ-ის უმეტესობა გაჩნდა იმ დროს, როცა ტაძრის გადამწერები ადარებდნენ ერთმანეთს ორ ან სამ ძველ ბიბლიურ ხელნაწერს. ისინი პოულობდნენ ადგილებს სადაც აზრი მცირედ განსხვავებული წესით გადმოიცემოდა და ტექსტში ტოვებდნენ ერთ ვარიანტს ხოლო მეორე ვარიანტს მინდორზე შენიშვნაში მიუთითებდნენ. კერე-კეტივ-ის პრაქტიკა პირდაპირ ეხება ღვთის სახელის საკითხს, რადგანაც კეტივ ფორმა ყოველთვის იწერებოდა ძირითად ტექსტში კერე-ს - წასაკითხი ფორმის ხმოვნებით.[2] ზემოთმოყვანილ მაგალითში სიტყვა იწერებოდა הַוְצֵא – თანხმოვნებით ხოცე-დან (הוצא) და ხმოვნებით ხოიცე-დან (היצא)! არგუმენტი რომელიც სახელს ეხება წარმოდგება ზუსტად იმაში, რომ იჰვჰ შეიცავს სახელის თანხმოვნებს, მაგრამ ადონაი-ს ხმოვნებს, და ამას წარმოადგენენ როგორც ფაქტს ძველებრაულის ყოველ სახელმძღვანელოში და ღვთის სახელის ყოველ სამეცნიერო გარჩევისას.

ეს აკადემიური კონსენსუსი ორ სირთულეს ეჯახება. პირველი გამოიხატება იმაში, რომ ყველა დანარჩენ კერე-კეტივ-ში, სიტყვა რომელიც სხვაგვარად უნდა იყოს წაკითხული, აღნიშნულია პატარა წრის სახით. ეს წრე მიუთითებს შენიშვნაზე რომელიც მინდორზეა, სადაც მკითხველი იპოვის აღნიშვნას "წაიკითხე ასე და ასე". სახელთან დაკავშირებითაც მოლოდინი გვექნებოდა გვენახა პატარა წრე სიტყვაზე იჰვჰ, რომელიც მიგვითითებდა შენიშვნისკენ "წაიკითხე ადონაი". მაგრამ არცერთი ასეთი მინიშნება არ არსებობს! იჰვჰ ებრაულ ტექსტში გვხვდება დაახლოებით 6828 ჯერ, მაგრამ არცერთხელ არ არის მონიშნული როგორც კერე-კეტივ - არც პატარა წრით, არც შენიშვნით მინდორზე. ამ საწინააღმდეგო აზრის პასუხად მეცნიერები ამბობენ, რომ იჰვჰ – ეს ეგრეთწოდებული კერე პერპეტუუმ-იაო. ისინი ამტკიცებენ, რომ სიტყვებზე, რომლებიც მუდამ წაკითხული უნდა იყოს არა ისე როგორც წერია, გადამწერები შენიშვნის გაკეთებას არ თვლიდნენ საჭიროდ. სხვა დანარჩენ კერე პერპეტუუმ-ის შემთხვევაში გადამწერის შენიშვნა ზოგჯერ გვხვდება, ხოლო ზოგჯერ გამოტოვებულია შემოკლებისთვის. და წერილებში არ არის კერე პერპეტუუმ-ის არცერთი მაგალითი, როცა სიტყვას, რომელიც დაწერილისგან განსხვავებულად იკითხება, არცერთხელ არ ჰქონდეს გაკეთებული შენიშვნა. თუ ჩვენ მოვინდომებთ რომ სიტყვა იჰვჰ მივაკუთვნოთ კერე პერპეტუუმ-ს, ის იქნება უნიკალური კერე-კეტივ-ის მოცემულ კატეგორიაში, იმიტომ რომ გადამწერებს არცერთხელ არ მიუთითებიათ მასზე "წაიკითხე ადონაი". არცერთხელ 6828 ადგილიდან!


იმ მტკიცებულების მეორე პრობლემა, თითქოსდა იჰვჰ-ს უნდა მივაკუთვნოთ ხმოვანები ადონაი-დან, გამოიხატება იმაში რომ ეს უბრალოდ ასე არ არის! სიტყვა ადონაი (אֲדֹנָי) შეიცავს ხმოვნებს ა - ო - ა (ხატაფ პამახ - ხოლამ - კამაც). და საპირისპიროდ სახელი იჰვჰ იწერება ასე  יְהוָה      ხმოვნებით ი -  -ა (შვა - არ არის ხმოვანი - კამაც). ეხლა გავიხსენოთ რომ ყველა შემთხვევაში კეტივ-ს ძირითად ტექსტში აქვს კერე-ს ხმოვნები, რომელიც ამავე დროს მიწერილია ბიბლიური ხელნაწერების მინდორზე, აბსოლუტურად ხმოვნების გარეშე. მაგრამ იჰვჰ-სა და ადონაი-ს ხმოვნებს შორის ხომ აშკარა განსხვავებაა!  იჰვჰ დაწერილია როგორც ჰვ  (יְהוָה, ხოლო ადონაი-ს ხმოვნებით გამოვიდოდა ასე ჰ  (יֲהוָֹה)!


როგორ მოხდა, რომ მეცნიერთა უმეტესობას ყურადღებიდან გამორჩა ეს ფაქტიური მტკიცებულებები? გარკვეულ დრომდე ბიბლიური ტექსტების მბეჭდავებმა მოდიფიცირება გაუკეთეს სახელს იჰვჰ. ებრაული წერილების მრავალ ბეჭდურ გამოცემებში იჰვჰ აკრეფილია საერთოდ ხმოვნების გარეშე, მაშინ როდესაც სხვა გამოცემებში ის პირდაპირ აკრეფილია როგორც იაჰოვაჰ - ადონაი-ს ხმოვნებით. მაგრამ საკმარისია შედარება გავაკეთოთ წმინდა წერილის  ყველაზე ადრეულ, სრულ ხელნაწერებთან, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ იჰვჰ იქ წერია როგორც  ჰვ.  ზუსტად ასეა წარმოდგენილი სახელი იჰვჰ ბენ აშერის ხელნაწერებში (ალეპოური და ლენინგრადული კოდექსები [3]), რომლებშიც შემონახულია წმინდა წერილის ყველაზე ზუსტი და სრული ტექსტი. თანამედროვე ბეჭდური გამოცემები, რომლებიც ზუსტად გადმოგვცემენ ძველ ხელნაწერებს, ისეთები როგორებიცაა  Biblia Hebraica Stuttgartensia (BHS) და  Hebrew University Bible Edition (HUB), ასევე შეიცავენ ფორმას ჰვ დღეს ჩვენ არ განვიცდით იმის აუცილებლობას რომ ვენდოთ მაინცდამაინც ამ ბეჭდურ გამოცემებს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ბიბლიური ხელნაწერები გამოქვეყნებულია ოფსეტური გამოცემების სახით, რეალური ხელნაწერების ფოტორეპროდუქციების თანხლებით. ამ ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ სახელი იჰვჰ თანმიმდევრულად იწერება როგორც  ჰვჰ, და არა ადონაი-ს ხმოვნებით  ().

ლენინგრადული კოდექსი


ალეპოს კოდექსი

მანამ სანამ სიტყვა  ჰვ-ის ხმოვნების განხილვას დავიწყებთ,  რომლებიც ფაქტიურად წერილის ტექსტითაა დამოწმებული, საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ სამეცნიერო კონსენსუსი იაჰვე-სთან დაკავშირებით. როგორ უკვე ითქვა, მეცნიერები არ თვლიან მნიშვნელოვნად ხმოვნებს რომლებიც თან ახლავს იჰვჰ-ს ბიბლიურ ხელნაწერებში, და ღვთის სახელის ორიგინალურად წარმოთქმის აღდგენის მცდელობისას მიმართავენ გარეშე წყაროებს. ძირითად ასეთ წყაროს წარმოადგენს  თეოდორე კიროსელი, ეგრეთწოდებული "საეკლესიო მამა", რომელიც ცხოვრობდა ახ.წ. მე-5 საუკუნეში.    სახელზე იჰვჰ თეოდორე წერდა:  «სამარიტელები მას წარმოთქვამენ როგორც იაბე, ხოლო იუდეველები – აია».[4]

ფორმა აია (წარმოითქმება როგორც ა-იაჰ) მიუთითებს იმაზე,რომ იუდეველები ღმერთს მიმართავდნენ შემოკლებული ფორმით იაჰ (יָהּ, რომელიც არაერთხელ გვხვდება ბიბლიაში. ფორმა იაჰ წარმოიშვა ძველი ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც სახელებს კვეცდნენ, ტოვებდნენ რა მასში მხოლოდ პირველსა და ბოლო ასოს. აქედან გამომდინარე, იჰვჰ-ს პირველი და ბოლო ასო გვაძლევს აბრევიატურას იაჰ [5]. კი მაგრამ იუდეველებმა როგორ გარდაქმნეს იაჰ - აია-დ? გვიანდელი ებრაული ენის ერთ დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენდა პროტეტიკური ალეფ-ი  -  ასო ალეფ,  რომელსაც ამატებდნენ სიტყვის თავში, სიტყვის წარმოთქმის გასამარტივებლად. მაგალითად გვიანდელ ებრაულში, ბიბლიაში მრავალჯერ გამოყენებული სიტყვა ტმოლ   გარდაიქმნება ეტმოლ-ად  პროტეტიკური ალეფ-ით.[6] პრეფიქსი-სიტყვაში ეტმოლ, უბრალოდ აიოლებს სიტყვის წარმოთქმას. პროტეტიკული ალეფ-ი უკვე არსებობდა ბიბლიურ დროში, ამიტომ სიტყვებს *რბა(ოთხი) და *ცბა(თითი) უკვე მაშინ წარმოთქვამდნენ შესაბამისად არბა და ეცბა. მაგრამ ბიბლიის დაწერის შემდგომ პერიოდში პროტეტიკური ალეფ-ი უფრო ფართოდ გავრცელდა და მას ამატებდნენ თითქმის ყოველ სიტყვას. ამიტომ აია - ეს სხვა არაფერია თუ არა იაჰ - პროტეტიკური ალეფ-ით, რომელიც დამატებულია სიტყვის თავში მისი წარმოთქმის გასაიოლებლად. ამგვარად, თეოდორე კიროსელი გვამცნობს, რომ მისი თანამედროვე იუდეველები ღმერთს მიმართავდნენ   სახელით ა-იაჰ

  თეოდორეს დროისთვის ღვთის სახელის ხსენება იუდეველთა შორის სავარაუდოდ შეწყდა, აბბა საულის აკრძალვის გამო. ამიტომ მეცნიერები მეტ წონას აძლევენ სამარიტელების გამოთქმის ფორმას. თეოდორეს თანახმად, სამარიტელები სახელს იჰვჰ გამოთქვამდნენ როგორც იაბე (ჟღერს ია-ბე). ჩვენ რომ მოვინდომოთ ამ სიტყვის, უკან ებრაულ ენაში ტრანსლიტერირება, გამოგვივიდოდა დაახლოებით ამის მზგავსი აბეჰ(,יֲבֶּה). ეს მაგალითი საშუალებას გვაძლევს შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა რამდენად რთულია აღადგინო ებრაული წარმოთქმა ბერძნული ტრანსკრიპციით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ძველბერძნულში არ იყო ბგერა «ჰ» სიტყვის შუა ნაწილში. ამიტომ პირველი ჰ, სიტყვაში იჰვჰ, დაიკარგებოდა ამ ენაში, მიუხედავად იმისა თუ რა ხმოვნები სდევდა მას. მეორე, ბერძნულში არ იყო ბგერა «ბ», ამიტომ ღვთის სახელის მესამე ასოც გამოტოვებული ან სახეცვლილი იქნებოდა. და ბოლოს, ბერძნულსა და ებრაულ ენებში, ხმოვანების სისტება ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ძველებრაულში იყო 9 ხმოვანი, რომელთაც არ გააჩნდათ ზუსტი ეკვივალენტი ბერძნულში. მაგალითად, ებრაულ ხმოვანს შვა  (წარმოითქმება როგორც რუსული Й სიტყვაში «бить») არ გააჩნია ანალოგი ძველბერძნულში. ამიტომ, თეოდორეს რაც არ უნდა გაეგო სამარიტელებისგან, ამის ბერძნულად ტრანსკრიპცია მისთვის ამოუხსნელი ამოცანა იქნებოდა.

რისი თქმა შეიძლება ფორმაზე იაბე? მეცნიერთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ბერძნული "ბ" ამ სიტყვაში წარმოადგენს სახეცვლილ ებრაულ "ვავ"-ს, და რომ პირველი "ჰ" სიტყვაში იჰვჰ გამოტოვებულია იმ მიზეზით რომ ასო "ჰ"-ს ბერძნები სიტყვის შუა ნაწილში არ იყენებდნენ. ამის გათვალისწინებით, სამარიტელების იაბე-ს, უკან ებრაულში ტრანსლიტერირებისას, შედეგად იღებენ იაჰვე-ს (יֲהְוֶה). ზუსტად ესაა ის "მეცნიერული ვარაუდი", რომლის შესახებაც გვიყვება Anchor Bible Dictionary. გამოთქმის ამ ფორმას იმიტომ უჭერს უმრავლესობა მხარს, რომ არსებობს ვარაუდი, რომ სამარიტელებზე მაშინ არ ვრცელდებოდა რაბინული აკრძალვა და ამიტომ თეოდორეს დროსაც კი ახსოვდათ სახელის წარმოთქმის სწორი ფორმა. მაგრამ, არის თუ არა სიტყვა იაბე-ს ეს განმარტება საუკეთესო? როგორც ირკვევა, ძველი სამარიტელები ღმერთს მოიხსენიებდნენ სახელით იაფეჰ (יָפֶה), რაც ნიშნავს "მშვენიერი". ასევე სამარიტულ ებრაულში ასო "ფე" ხშირად გამოითქმოდა როგორც "ბ". ამიტომ ყველაფერი შესაძლოა ასე გამოიყურებოდა: სამარიტელები უყვებოდნენ თეოდორეს, რომ ღმერთს ჰქვია იაფეჰ (მშვენიერი), მაგრამ იმის გამო რომ სამარიტელები ებრაულ ასოებს წარმოთქვამდნენ დეფექტურად, მათ გამოსდიოდათ იაბე. მემგონი, ასეთი განმარტება ეთანხმება იმ აზრს რომ სამარიტელებმაც შეწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება, შესაძლებელია იუდეველებზე ადრეც კი. იმის მაგივრად რომ წარმოთქვან სახელი იჰვჰ, სამარიტელები ღმერთს ეძახიან მა (שְׁמָא). ამ სიტყვას ჩვეულებრივ ინტერპრეტაციას უკეთებენ როგორც არამეული სიტყვის "ხაშემ" (სახელი) ფორმას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვერ შევნიშნოთ სამარიტული მა-ს მსგავსება ერთერთი წარმართული ღმერთის სახელთან აშიმა (אֲשִׁימָא)   
(2 მეფეთა 17:30), რომელსაც სამარიტელები თაყვანს სცემდნენ ისრაელის მიწაზე მათი გადასახლების დასაწყისში, ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.[7] შესაბამისად, ახ.წ. 700 წელს სამარიტელები მოუხმობდნენ აშემა-ს და არა იჰვჰ-ს.

მეცნიერთა უმეტესობა ასევე წარმოადგენენ მეორე მტკიცებულებას სამარიტელების გამოთქმის იაჰვე / იაბე სასარგებლოდ. ისინი მიუთითებენ კავშირზე სახელ იჰვჰ-სა და სიტყვა ფუძე ჰიჰ-ს - (ყოფნა) შორის. ეს კავშირი თვალნათლივაა ნაჩვენები გამოსვლის 3:13, 14, სადაც ჩვენ ვკითხულობთ:

<<13.  და უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა,მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: "რა არის მისი სახელი?" რა ვუთხრა მათ?" 14. და უთხრა ღმერთმა მოსეს: ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ (მე ვარ, რომელიც ვარ) და თქვა "ასე უთხარი ისრაელის ძეთ - ეჰიეჰ მომავლინა-თქო თქვენთან.">>   

                                                                                                (გამოსვლის 3:13,14)

მაშ ასე, მოსე ეკითხება იჰვჰ-ს, რა სახელი უთხრას ისრაელიანებს, როცა ჰკითხავენ ღმერთზე. იჰვჰ მოსეს სთავაზობს თქვას, რომ ის გაგზავნა ეჰიეჰ-მა, რაც წარმოებულია ფუძიდან ჰიჰ (ყოფნა) და ნიშნავს "მე ვარ". მას შემდეგ რაც ღმერთი თავისთავს აცხადებს როგორც ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ, ღმერთი ხსნის რომ მისი მარადიული სახელია - იჰვჰ:

<<კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის ძეთ: იჰვჰ, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.>>

                                                                                      (გამოსვლა 3:15)




კი მაგრამ როგორ შეიძლება სახელი იჰვჰ ენათესავებოდეს ჰიჰ-ს (ყოფნა)? ებრაულ ენაში ასოები ვავ  (ו)  და იოდ  (י) სუსტებია და ხანდახან ცვლიან ერთმანეთს. მაგალითის სახით: სიტყვა იელედ-ი (ბავშვი) ერთერთ ბრუნვაში ჟღერს როგორც ვალად, ამასთანავე ასო იოდ იცვლება ასო ვავ-ით. ჰიჰ-ის(ყოფნა)  ძირეულ სიტყვაში ვხვდებით ზუსტად ასეთ ცვლას. ზმნის ჰიჰ ფორმა აწმყო დროში არის - ჰავეჰ (ეკლესიასტე 2:22), სადაც იოდ იცვლება ვავ-ით. ყველაზე ხშირად ასეთი ცვლილებები შეინიშნება სახელებში. მაგალითად, ევას ებრაულად ერქვა ჰავაჰ, <<რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის (ჰაი)  დედა>>. (დაბადება 3:20). ასეთი სახით, ასო იოდ სიტყვაში ჰაი შეცვლილია ასო ვავ-ით, რამაც მისცა ფორმა ჰავაჰ (ევა).  არ უნდა დავასკვნათ რომ ვავ და იოდ ყველა შემთხვევაში მონაცვლეობენ, არა, მაგრამ როცა ებრაული ფესვი შეიცავს "ვ"-ს ან "ი"-ს, ხანდახან ერთი ასო მეორის ადგილს იკავებს. ამიტომ არ არსებობს ლინგვისტური სიძნელეები წინადადებაში, რომ იჰვჰ ენათესავება ჰიჰ-ს(ყოფნა). აი რატომ აცნობს იჰვჰ თავს მოსეს როგორც ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ (მე ვარ რომელიც ვარ), ამით ის მიანიშნებს თავის სახელზე იჰვჰ, რომელიც ჩნდება შემდეგ მუხლში.

გამოსვლის 3:14,15-ზე დაყრდნობით, თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სახელი იჰვჰ უნდა იყოს ზმნის ჰიჰ (ყოფნა) პიელ ფორმა.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იჰვჰ-ს განიხილავენ უბრალოდ ზმნად რომელიც ნიშნავს "ის აყენებს ყოფნას" . ისინი თვლიან, რომ ზმნა იჰვჰ-ს პიელ და ხიფილ ფორმები უნდა წარმოითქვას როგორც იაჰვე  (יֲהְוֶה)  . და მაინც  ასეთი ახსნა ძალიან პრობლემატურია: ებრაულ ენაში ზმნის სისტემის მხედველობაში მიღებით. ამ ენაში არის 7 ზმნური ფორმა ანუ უღლება. ყოველი უღლება მცირედ სახეს უცვლის ძირ-სიტყვას, აძლევს რა მას მცირედ განსხვავებულ მნიშვნელობას. ზოგიერთი ძირი-სიტყვის უღლება შეიძლება შვიდივე მიმართულებით, მაშინ როცა სხვა სიტყვებისთვის შეუძლებელია ყველა მიმართულებით უღლება. სინამდვილეში ძირი-სიტყვების უმეტესობის უღლება შესაძლებელია 3-4 უღლებაში,და ძალიან იშვიათად გვხვდება ზმნა რომლის უღლებაც შესაძლებელია ყველა შვიდ უღლებაში. ეს შეიძლება სუბიექტურ აზრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთია ებრაული გრამატიკის რეალიები. მაგალითად, ძირი-სიტყვა შ.ბ.რ უბრალო ფორმაში ნიშნავს "მტვრევა", უღლებაში პიელ - "შემუსვრა,განადგურება" და ა.შ.  ძირ-სიტყვა შ.ბ.რ-ს უღლება შესაძლებელია 7-დან მხოლოდ 6 უღლებაში. მეშვიდე უღლებაში (ხიტპაელ) ის უბრალოდ არ არსებობს და ვერც იარსებებს. ზმნა ჰიჰ(ყოფნა), საიდანაც მომდინარეობს სახელი იჰვჰ, ძველებრაულში არსებობს მხოლოდ უბრალო ფორმაში (კალ) და უღლებაში ნიფალ. მაშასადამე, სამეცნიერო ვარაუდებს იმის შესახებ რომ იჰვჰ - ეს ზმნა ჰიჰ-ის(ყოფნა) პიელ ან ხიფილ ფორმაა, არ აქვთ არსებობის უფლება იმ მიზეზით, რომ მოცემული ზმნა ამ უღლებებში უბრალოდ არ არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაჰვე - ესაა ზმნური ფორმა, რომელიც ძველებრაულ ენაში არ არსებობდა. მაშინ რატომ თვლიან თანამედროვე მეცნიერები სახელ იჰვჰ-ს ფანტასტიკურ ზმნად, რომელიც მათი აზრით, არღვევს ებრაული გრამატიკის წესებს?  ამას ორი ახსნა აქვს. პირველი, არარსებული ფორმა იაჰვე (პიელ ან ხიფილ) ემთხვევა თანამედროვე მეცნიერების წინასწარშექმნილ საღვთისმეტყველო აზრებს. მეორე, ფორმა იაჰვე (პიელ ან ხიფილ) თანხმობაშია თეოდორეს მოწმობასთან,ღვთის სახელის სამარიტელთა გამოთქმის ფორმის შესახებ.


არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს უნაყოფოდ,სახელი იჰვჰ-ს ჟღერადობის აღდგენა, მისი ძალადობრივი გაიგივებით ფორმებთან პიელ და ხიფილ. ებრაული სახელების უმეტესობა თავის შემადგენლობაში შეიცავს სახელს. მაგრამ სახელების დამახასიათებელია, ის რომ მათ შემადგენლობაში შემავალი ზმნა,შესაძლებელია ყოველთვის არ შეესაბამებოდეს სწორ ზმნურ ფორმებს. მაგალითად, სახელი ნეემია (ებრაულად ჰემიაჰ, "იჰვჰ ანუგეშებს") შეიცავს ორ ელემენტს:  ზმნა ნეჰემ (ის ანუგეშებს) და სახელი იაჰ (იჰვჰ-ს შემოკლებული ფორმა). მაგრამ ზმნა ჰემ არ შეესაბამება ზმნურ სტანდარტულ ფორმას - ნიჰემ. როგორც წესი, ძველებრაულ ენაში ზმნა, რომელიც შედის სახელის შემადგენლობაში, თვითნებურად იცვლის ხმოვნებს. მსგავსი ილუსტრაციის გაკეთება შეიძლება ასევე სახელზე იესო (ებრაულად ჰოშუა , "იჰვჰ გადაარჩენს"). ამ შემთხვევაშიც, ეს სახელი შეიცავს ორ ელემენტს: ზმნა იოშია (ის გადაარჩენს) და ღვთის სახელი იეჰო (იჰვჰ-ს შემოკლებული ფორმა). ზმნა იოშია-მ (ის გადაარჩენს) სახეიცვალა, და შეცვლილი ფორმით შევიდა სახელში იესო (ჰოშუა). ასო იოდ ამ ზმნაში შეკვეცილია, ხოლო ხმოვნები სრულიად შეიცვალა ფორმამდე - შუა. ფორმა - შუა-ს არსებობა შესაძლებელია მხოლოდ  პირადი სახელის შემადგენლობაში, მაშინ როცა ზმნური ფორმა იოშია ძალიან უადგილო იქნებოდა სახელის შემადგენლობაში. მაშ ასე, ზმნებისთვის ნორმალური მოვლენაა სახე იცვალონ პირადი სახელის შემადგენლობაში. ამიტომ სახელი იჰვჰ სრული შესაძლებელია შეიცავდეს ძირეულ ზმნას ჰიჰ, რომელმაც უბრალოდ ვერ შეინარჩუნა თავდაპირველი ხმოვნები. იმის მცდელობა რომ სახელებს მოახვიო გრამატიკული ზმნური ფორმები ეწინააღმდეგება ებრაული ენის წესებს.

როგორც ჩვენ დავინახეთ, სამეცნიერო კონსენსუსი გამოთქმასთან "იაჰვე", სინამდვილეში დაფუძნებულია ბუნდოვან ვარაუდებზე. ამავე დროს ჩვენ დავინახეთ, რომ "საყოველთაო ფაქტი" ხმოვნების ადონაი-დან გამოყენების შესახებ სინამდვილეში არ არსებობს. სახელის იჰვჰ ნამდვილი ჟღერადონა ძველ ხელნაწერებში არის - ჰვჰ. ცხადზე ცხადია, რომ ჰვარ შეიცავს ადონაი-ს ხმოვნებს. მაგრამ, სწორია თუ არა სახელში გამოყენებული ხმოვნები? პირველად თვალში გვხვდება ის ფაქტი, რომ სახელს  ჰვაკლია ხმოვანი პირველი "ჰე"-ს შემდეგ. ებრაული ენის ძირეული წესი - სიტყვის შუაში თანხმოვანს უნდა მოყვებოდეს ხმოვანი ან წარმოუთქმელი შვა. მართალია, ზოგჯერ გვხვდება წარმოუთქმელი ასოები სიტყვის შუაში, რომლის შემდეგაც არ ზის ხმოვანი ან შვა (მაგალითად: ალეფვ სიტყვაში ბერეშიტ). მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს არ ხდება ასო "ჰე"-ს შემთხვევაში,სიტყვის შუაში. ძველებრაულში სიტყვის ბოლოს წარმოუთქმელი "ჰე" ძალიან გავრცელებულია, მაგრამ არ არსებობს ისეთი მოვლენა, რომ სიტყვის შუაში "ჰე" არ იქნას წაკითხული. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ენის წესების მიხედვით იჰვჰ-ს პირველ "ჰე"-ს უნდა მოსდევდეს რაიმე სახის ხმოვანი. ნეტა სად გაქრა ის? სავარაუდოა, რომ ჩვენ პასუხს ვიპოვით შუასაუკუნეების გადამწერების სხვა ჩვეულებაში. როცა ბიბლიის გადამწერებს უნდოდათ აღენიშნათ სიტყვა რომელიც წაკითხვისას უნდა გამოტოვებულიყო, ისინი ამ სიტყვას უკვეცავდნენ რომელიმე ხმოვანს. როდესაც შუასაუკუნეების მკითხველი მივიდოდა სიტყვამდე რომელსაც არ ჰქონდა ხმოვანი, ხვდებოდა რომ ეს სიტყვა არ უნდა წაეკითხა. სავარაუდოა, რომ შუასაუკუნეების გადამწერები იღებდნენ ხმოვანს რომელიც მოსდევდა ასო "ჰე"-ს, რათა მკითხველს სახელი არ წაეკითხა ხმამაღლა. ასევე ყურადღების ღირსია, ის რომ ალეპოს კოდექსში, რომელიც განსხვავდება ბიბლიური ტექსტის თარგმნის მაღალი სიზუსტით, სახელი იჰვჰ იღებს ჟღერადობას  , როდესაც ის დგას ადონაი-სთან კომბინაციაში. როგორც ჩანს, ჰირიკ (ბგერა "ი") ახსენებდა მკითხველს რომ წაეკითხა ეს სიტყვა როგორც ელოჰიმ (ღმერთი), ვინაიდან და რადგანაც მისი წაკითხვა როგორც ადონაი ტავტოლოგია იქნებოდა. მაგრამ მაინც, ეს შემთხვევა არ ეხება კერე-კეტივ კატეგორიას, სადაც "დაწერილ" სიტყვას "წაკითხული" ფორმის ხმოვნები აქვს. ეს რომ კერე-კეტივ-ი არ იყოს, მაშინ უნდა მოველოდეთ, რომ იმისათვის რომ წარმოიქმნას ჰ, ხმოვნები იჰვჰ-ში შეიცვლება ჰატაფ - სეგოლ - ჰოლამ - ჰირიკ-ით. ამის მაგივრად მოცემულ ჟღერადობას გვაძლევს ხმოვნების სხვა ნაკრები: შვა - ჰალამ - ჰირიკ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს გადამწერთა უნიკალურ პრაქტიკასთან, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ისინი ცვლიდნენ ერთ ხმოვანს იმისათვის რომ ენახვებინათ მკითხველისთვის თუ რომელი სიტყვა უნდა წაეკითხა მას იჰვჰ-ს ნაცვლად. მაშ ასე, ორივე შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ერთეულ ცვლილებასთან: როცა იჰვჰ ცალკე გვხვდება, მას ახლავს ხმოვნები ჰ?ვ - პირველი "ჰე"-ს შემდეგ შეკვეცილი ხმოვნით. ეს იცავდა მკითხველს რომ არ წაეკითხა სახელი მისი სწორი ასოებით; მეორე შემთხვევაში, როდესაც იჰვჰ იდგა ადონაი-ს შემდეგ, "ა"-ს (კამაც) ცვლიდნენ "ი"-ზე(ჰირიკ), რითაც ახსენებდნენ რომ წაეკითხათ როგორც ელოჰიმ.

რაც აღსანიშნავია ფორმაში ჰ, ეს ისაა, რომ მკითხველი მას ვერასოდეს, შემთხვევითაც კი, ვერ წაიკითხავდა სხვაგვარად, არამედ მხოლოდ როგორც  - "იეჰოვიჰ". მოცემული დამწერლობა შეიცავდა ხმოვართა სრულ ნაკრებს და შესაძლებელი იყო წაკითხულიყო როგორც ნებისმიერი სიტყვა ებრაულ ენაში.
რაღაც მიზეზის გამო შუასაუკუნეების მასორეტებს, რომლებიც წერილების ასლებს აკეთებდნენ, აღელვებდათ, რომ მკითხველს არ წაეკითხა სიტყვა ჰ?ვ , მაგრამ საერთოდ არ აღელვებდათ თუ ის წარმოთქვავდა სიტყვას ჰ.  ალბათ, ეს დაკავშირებულია ღვთის სახელის ტაბუირებასთან, რომელსაც მასორეტები მკაცრად ემორჩილებოდნენ. რატომ არ შეკვეცეს გადამწერებმა ხმოვანი პირველი "ჰე"-ს შემდეგ, ფორმაში  ? ერთადერთ ახსნად გვევლინება მათი გაცნობიერება იმაში, რომ ეს არაა ღვთის სახელის სწორი გამოთქმის ფორმა. ან პირიქით, როდესაც მათ ხვდებოდათ  ჰ?ვ , ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს ღვთის სახელის გამოთქმის სწორი ფორმაა და უკვეცდნენ მას ხმოვანს.

კი მაგრამ ზუსტად რომელი ხმოვანი იჯდა სიტყვის შუაში ჰვ ? ორი ფორმის შედარებისას (ჰ?ვდა ) ნათელი ხდება, რომ გამქრალი ხმოვანია "ო"(ჰოლამ). მაშ ასე, მასორეტებმა იცოდნენ, რომ სახელი ჟღერს როგორც "იეჰოვაჰ", და განზრახულად უკვეცავდნენ ხმოვანს "ო". ამის დასტურად გვევლინება ის ფაქტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათ ავიწყდებოდათ ხმოვანი "ო"-ს შეკვეცა. როდესაც ძველად გადამწერები დოკუმენტების ასლებს აკეთებდნენ, ისინი წარმოთქვამდნენ სიტყვებს ხმამაღლა ან ჩურჩულით. ზოგჯერ გადამწერი შეცდომას უშვებდა, ვინაიდან იწერდა იმას, რასაც პირით წარმოთქვავდა, და არა იმას, რასაც თვალი ხედავდა. ეს გავრცელებული შეცდომაა თანამედროვე ქართულშიც კი. როცა ქართველი ადამიანი სწრაფად წერს ან ბეჭდავს, ხანდახან "გასცა"-ს ნაცვლად, შეიძლება დაწეროს "გაიცა" და ა.შ. ამის მიზეზი,მაინცდამაინც, გაუნათლებლობა არაა, ვინაიდან უმრავლესობამ მშვენივრად იცის სხვაობა ამ ორ სიტყვას შორის. ხშირად შეცდომა, სიტყვის ჟღერადობის ბრალია. ღვთის სახელის შემთხვევაში გადამწერმა იცოდა, რომ სიტყვის იჰვჰ ჟღერადობა არის იეჰოვაჰ, და მიუხედავად იმისა რომ მას უნდა შეეკვეცა "ო", რამოდენიმე ათეულ ადგილზე შეცდომით დატოვა ის. მასორეტულ ხელნაწერში LenB19a – ყველაზე ძველ და სრულ მასორეტულ ტექსტში, რომელიც საფუძვლად დაედო გამოცემას  BHS,[8] სახელი ჩაწერილია როგორც  50 ჯერ, სრული რიცხვიდან 6828. არც ის არის ნაკლებმნიშვნელოვანი რომ არცერთი სხვა ხმოვანი არაა "შემთხვევით ჩასმული" ღვთის სახელში, გარდა ასო "ო"-სი.

არსებობს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სახელიდან ჰ?ვ დაიკარგა ზუსტად ხმოვანი "ო". მრავალი ებრაული სახელი შეიცავს ღვთის სახელს, რითაც ფორმირდება ნაერთი სახელი. მაგალითად, ჰოშუა (იესო) ნიშნავს "იჰვჰ გადაარჩენს", და ეშაიაჰუ (ესაია) ასევე ნიშვანს "იჰვჰ გადაარჩენს". როგორც ჩვენ ვხედაბთ, ღვთის სახელს, როდესაც ის სხვა სახელების შემადგენლობაში გვხვდება, აქვს ფორმა იეჰო- თუ სახელის დასაწყისშია და -იაჰუ - თუ სახელის ბოლოშია. გამოთქმის "იაჰვე" მომხრეები ხშირად იმოწმებენ მეორე ფორმას -იაჰუ -( სიტყვის ბოლოში), როგორც მათი სიმართლის მტკიცებულებას. ასეთ არგუმენტაციაში ორი სირთულეა. პირველი, ღვთის სახელის ელემენტი -იაჰუ თანხვედრაში არ მოდის გამოთქმასთან "იაჰვე". სხვა შემთხვევაში ის მიგვიყვანდა გამოთქმის ფორმამდე "იაჰუვაჰ", და არანაირად "იაჰვე". ებრაული დამწერლობით კიდევ უფრო ნაკლები აქვთ საერთო "იაჰვე"-ს (יֲהְוֶה]) და  "იაჰუ"-ს (יָהוּ) . იაჰვე იკითხება ებრაული ხმოვნით ჰატაფ პატახ, მაშინ როცა -იაჰუ ამ ადგილას შეიცავს ხმოვანს კამაც. ეს ორი აბსოლუტურად სხვა და სხვა ხმოვანია, რომლებიც ძველად მნიშვნელოვნად განსხვავებულად წარმოითქმოდნენ. ასეთი შეცდომა შეიძლება მხოლოდ მან დაუშვას, ვისთვისაც ებრაული ფონეტიკა მშობლიურს არ წარმოადგენს! მეორე, სახელში იჰვჰ, ასოები იჰვ- წარმოდგენილია სახელის დასაწყისში და არა ბოლოში. ამიტომ, ღვთის სახელის გამოთქმის რეკონსტრუქციისთვის თუ უნდა ავირჩიოთ ნიმუში სახელების ორი ტიპიდან (იესო/ესაია), უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელსაც წინ უზის ელემენტი იეჰო- . ხოლო თუ ამ დასკვნას შევადარებთ წერილობით ფორმას ჰ?ვ ,რომელიც შემონახულია ბიბლიურ ტექსტებში, ჩვენ ისევ მივიღებთ ფორმას .

Jehovah ეს -ის გამოთქმის მცირედ "გადაინგლისურებული" ფორმაა. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის სახელში შეიჭრა ასო «J».რა თქმა უნდა, ებრაულში არ არის ბგერა <<ჯე>> და მის მაგივრად ზის ასო იოდ-ი, რომელიც წარმოითქმის როგორც <<ი>>. სხვა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მასორეტულ ტექსტში დარტყმა მოდის სიტყვის ბოლოზეამიტომ სინამდვილეში სახელი გამოითქმება როგორც <<იეჰოვაჰ>>  დარტყმით <<ვაჰ>>-ზე. სახელის გამოთქმა როგორც <<იეჰოვაჰ>>, <<ჰო>>-ზე დარტყმით (ისე როგორც ინგლისურ Jehovah-ში)  უბრალოდ შეცდომა იქნებოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინოს: საიდან იცოდნენ მასორეტებმა, შუასაუკუნეებში მცხოვრებმა ბიბლიური ტექსტების გადამწერებმა,რომლებმაც შეკვეცეს ასო „ო“ სახელში , თუ როგორ ჟღერდა სინამდვილეში ღვთის სახელი? სახელზე ტაბუ ხომ ახ.წ. მე-2 საუკუნეში გამყარდა, აბბა საულის დროს? ჩვენთვის ცნობილია, რომ მასორეტელი გადამწერები კარაიმები იყვნენ. ასევე ვიცით,რომ კარაიმთა შორის არსებობდა ორი მიმართულება - ერთში მოითხოვდნენ ღვთის სახელის გამოყენებას, ხოლო მეორეში კრძალავდნენ. ეჭვგარეშეა, რომ მასორეტები განეკუთვნებოდნენ მეორე ჯგუფს, ამიტომაც ამოიღეს ხმოვანი სახელიდან . ამავე დროს მათ შეეძლოთ გაეგონათ, თუ როგორ გამოთქვამდნენ სხვა კარაიმები ღვთის სახელს, ამიტომ მათთვის ნაცნობი იყო სახელის სწორი ვარიანტი. კარაიმელი ბრძენი კირკისანი, რომელიც მე-10 საუკუნეში ცხოვრობდა, გვიყვება, რომ კარაიმებმა რომლებიც ღვთის სახელს წარმოთქვამდნენ დააფუძნეს სპარსეთი(ხორასანი). სპარსეთი იმ დროიდან, რაც ათი შტო გადაასახლეს <<მიდიის ქალაქებში>> (2 მეფეთა 17:6), იუდაიზმის გავლენიან ცენტრს წარმოადგენდა, და ასეთად რჩებოდა მე-13 საუკუნემდე, მონღოლების შემოსევამდე.  რადგანაც სპარსეთი საკმაოდ შორს იმყოფებოდა რაბინული ცენტრებისაგან გალილეაში და ბაბილონიაში, სპარსი იუდეველები მე-7 საუკუნემდე დაცულები იყვნენ ისეთი შემოღებული სიახლეებისაგან როგორებიც იყო მიშნა და თალმუდი. მხოლოდ რაბინების მცდელობის შემდეგ, მე-7 - მე-8 საუკუნეებში,  სპარსი იუდეველებისთვის თავს მოეხვიათ ეს სიახლეები, წარმოიშვა კარაიმების მოძრაობა, რომელთაც სურდათ ძველი ტრადიციების შენარჩუნება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ კარაიმებმა სპარსეთში ძველთაგანვე შეინარჩუნეს ღვთის სახელის სწორად გამოთქმის ფორმა. როგორც ჩანს, მასორეტებმა ამოიღეს ხმოვანი „ო“ ღვთის სახელიდან, რათა დაეცვათ თავისი თანამოაზრეები-კარაიმები ღვთის სახელის,მისი ასოების მიხედვით, სწორად წაკითხვისაგან. ეხლა, როდესაც ეს კარაიმები ბიბლიურ ტექსტს კითხულობენ, თვითონ წარმოიდგენენ თუ რომელი ხმოვანია გამოტოვებული სახელში.


                                                    ---------------------------




1 “Yahweh”, Anchor Bible Dictionary, D.N. Freedman, et al, (eds.), New York 1992, vol. 6, p.1011

2 ამასთანავე არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თანამედროვე ბეჭდურ ბიბლიებში ეს სიტყვა ძირითად ტექსტში იწერება ხმოვნების გარეშე, ხოლო კერე მინდორზე იწერება საკუთარი ხმოვნებით. ეს თანამედროვე მეთოდი გადახრაა ძველი გადამწერების პრაქტიკიდან.

3 ლენინგრადული კოდექსი ასევე ცნობილია ნუმერაციით LB19a, და ხელმისაწვდომია გამოცემაში The Leningrad Codex; A Facsimile Edition, D.N. Freedman (editor), Wm B. Eerdmans Publishing Co. 1998.  

4 თეოდორე კიროსელი, მე-15 კითხვა წიგნზე გამოსვლა, მე-7 თავი.

5 ასეთი ტიპის შემოკლებები ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ ენაში. მაგალითად, KE ხშირად გამოყენებადი აბრევიატურაა სიტყვისთვის  Kurie (უფალი).

6 ფორმა לוֹמתא თანახშიც კი ჩნდება იშვიათად, მაგრამ ნორმად იქცევა უფრო გვიანდელ ებრაულში.

7 საჭიროა ითქვას რომ ხაშემი-ც აშემი-სგან მომდინარეობს.

8 აბრევიატურა BHS ნიშნავს Biblia Hebraica Stuttgartensia (K. Elliger and W. Rudolph,et al, Deutsche Bibelgesellschaft Stuttgart 1967/77, 1983).  დღევანდელი დღისთვის BHS შეიცავს ებრაული წერილების ყველაზე ზუსტ ბეჭდურ ტექსტს, იშვიათად აკეთებს გადახვევას ლენინგრადული კოდექსიდან. ეს კოდექსი ასევე დაედო სათავედ გამოცემას  Biblia HebraicaLeningradensia (A. Dotan, Hendrickson Publishers 2001) და ასევე გამოიყენებოდა მრავალი სხვა გამოცემის მომზადებისას, რათა შეევსო ალეპურ კოდექსში დაკარგული ფრაგმენტები (მაგალითად Keter Yerushalayim, Y. Ofer, M. Broyer, N. Ben-Zvi Printing Enterprises 2001). 
------------------------------------------------------------------

იხილეთ PDF ფორმატში!


თარგმნილია: bibleapology.blogspot.com

1 комментарий:

  1. ძალიან საინტერესო წერილია, რომელიც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება. სახელის IHWH ეტიმოლოგიას მე გაკვრით შევეხე წიგნში "ენის ელემენტური თეორია" და მასში მეორე ი ან ე ბგერის აღდგენა ვერ შევძელი. ეს შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მის W ბგერას ქართულ ვ ბგერას გავუთანაბრებთ. შევეცდები მეც მოვამზადო წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით. სიამოვნებით გავეცნობი ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევარებს.

    ОтветитьУдалить