пятница, 21 февраля 2014 г.

ფანტასტიკა და რეალობა



ფსიქოლოგიის უცნაური თავისებურება: მრავალ ადამიანს არ შეუძლია დაიჯეროს მარადიული სიცოცხლე ხორციელად, მაგრამ სიამოვნებით სჯერათ მარადიული სიცოცხლისა სულში. ვითომდა, რა განსხვავებაა? ერთიც და მეორეც ერთი და იგივე ღმერთის შექმნილია, რომლისთვისაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, რომ ორივე ამ სუბსტანციას მიანიჭოს ნებისმიერი მისთვის სასურველი თვისება. ადამიანი მზადაა დაიჯეროს, რომ სიკვდილის შემდეგ სასწაულებრივად გადაიქცევა უსხეულო სულად და გადაყვანილი იქნება სხვა განზომილებაში, სადაც მარადიულად იცხოვრებს უცნობ სამყაროში, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის, მაგრამ მას უჭირს გააზრება, მარადიული ცხოვრებისა იმავე სამყაროში და იმავე სხეულში, რომელშიც ის ეხლა იმყოფება. ის მზადაა სრულყოფილი სამყარო მხოლოდ იმ პირობით ირწმუნოს, თუ ის სამყარო ჩვენი სამყაროსაგან განსხვავებული და ტრანსცენდენტური იქნება.

ნებისმიერი ადამიანი დაეთანხმება აზრს, რომ ანგელოზთა სამყაროში არ არის და არც შეიძლება იყოს ომები და დამნაშავეობა, მაგრამ ძალიან ცოტაა მზად წარმოიდგინოს ჩვენი სამყარო ომებისა და დანაშაულის გარეშე. კი მაგრამ ანგელოზებს და ადამიანებს, მიწიერ და ზეციურ სამყაროს განა ერთი შემოქმედი არ ჰყავს, განა ისინი ორივე მისი ძლევამოსილების ფარგლებში არ არიან, განა ორივე მისი გავლენის ქვეშ არ არიან, ერთნაირად არ ირეკლავენ მის დიდებას? ერთნაირად არა. ასე თვლის თანამედროვე მორწმუნეთა უმრავლესობა.

რატომღაც ადამიანს უფრო უადვილდება დაიჯეროს რაიმე უცნობი და უჩვეულო, ვიდრე ნაცნობი და ჩვეულებრივი. ადამიანი მზადაა აღიაროს ღმერთის სრულყოფილება, ყოვლისშემძლეობა და დიდი სიკეთე, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ – ნებისმიერ სხვა სამყაროებში, თუნდაც მთლად ფანტასტიკურებში, ოღონდ ჩვენ სამყაროში არა. ის მზადაა დაიჯეროს, ნებისმიერი, ყველაზე გაბედული ფანტასტიკისაც კი, მხოლოდ ერთი პირობით – ეს ფანტასტიკა მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული ყოველივე იმას, რასაც მიჩვეულია. თანაც ამავდროულად ასეთ ფანტასტს შეუძლია თავი რეალისტად ჩათვალოს და დასცინოს მათ ვისაც სჯერა მარადიული სიცოცხლისა დედამიწაზე.

ეს ფსიქოლოგიური პარადოქსი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვჯერა არა იმის, რაც ლოგიკური და საფუძვლიანია, არამედ იმის, რის დაჯერებასაც ბავშვობიდან მივეჩვიეთ, თუნდაც ეს სამმაგად არალოგიკური და უსაფუძვლო იყოს. იგივეს თქმა შეიძლება ევოლუციის თეორემაზე. მრავალი ადამიანის თავში ფანტასტიკა იმარჯვებს რეალობაზე. და შესაძლოა, ეს არც თუ ისე ცუდია, ვინაიდან სხვაგვარად ჩვენ ვერ ვიქნებოდით ასეთი საინტერესო და არაორდინალურები.

------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ხალიაზმი

ჯოჯოხეთის პრობლემები

ექსკურსია ჯოჯოხეთში

2 комментария: